სააქციო საზოგადოება (სს) „სასწავლო ავიაცენტრი“ -ს შეტყობინება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

 

სააქციო საზოგადოება (სს) „სასწავლო ავიაცენტრის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 208141991 ) აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

 

 

მოწვევის განმახორციელებელი პირი: სს „სასწავლო ავიაცენტრის“ გენერალური დირექტორი, მედეა გელაშვილი.

 

2017 წლის 7 ივნისს, სს „სასწავლო ავიაცენტრის“ (შემდგომში – საზოგადოება) იურიდიულ მისამართზე: აეროპორტი 0158, „სასწავლო ავიაცენტი“, 14.00 საათზე, გაიმართება სს „სასწავლო ავიაცენტრის“ აქციონერთა საერთო კრება (შემდგომში – კრება).

კრებაზე დასწრების უფლება გააჩნიათ საზოგადოების აქციონერებს, რომლებსაც გააჩნდათ აქციებზე საკუთრების უფლება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სააღრიცხვო დღისათვის – 11.05.17.

 

კრების დღის წესრიგი:

1. 2017 წლის 10 აპრილს აქციონერთა კრებაზე მიღებული საწესდებო კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილების ასახვა საზოგადოების წესდებაში.

2. საზოგადოების მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „ამს ტექნიკს“ საიდენტიფიკაციო ნომერი: 406121469 (შემდგომში – შპს „ამს ტექნიკს“ ან შპს) პარტნიორად შესვლა და აღნიშნული მიზნით 25 % წილის შეძენა შპს „ამს ტექნიკსის“ პარტნიორებისაგან.

3. შპს „ამს ტექნიკსის“ მიერ საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში, საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს-ის კაპიტალში შენატანის სახით შეტანა, მათ შორის, მიწის ნაკვეთები მათზე მდებარე შენობა-ნაგებობებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, აეროპორტი, საკადასტრო კოდი: N01.19.25.015.029, დაზუსტებული ფართობი 12510 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი 1 და ქ. თბილისი, აეროპორტი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.19.25.015.028, დაზუსტებული ფართობი 11845 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი 1,2,3.

4. საზოგადოების დირექტორი მედეა გელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭება და დავალება, რათა შეუზღუდავად წარმოადგინოს საზოგადოება შპს „ამს ტექნიკსში“, მათ შორის საზოგადოების სახელით წილის შეძენის, საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის, შპს „ამს ტექნიკსის“ კრებებში მონაწილეობის, ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ხელმოწერების ხანხორციელების და სხვა ყველა ოპერაციის წარმოებისას.

5. სხვა საზოგადოების საქმიანობიდან გამომდინარე საკითხები.

წარმოდგენილ დღის წესრიგთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას იძლევიან, რათა განხორციელდეს საზოგადოების შპს „ამს ტექნიკსში“ პარტნიორად შესვლა, ხოლო შპს-ს მიერ საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში საზოგადოების მიერ შენატანის სახით თავისი ქონების სრულად შეტანა.

 

კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურა:

საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, შეამოწმონ კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება, რაც გამოიხატება წინამდებარე შეტყობინებაში მითითებული სააღრიცხვო დღისათვის მათ საკუთრებაში არსებული აქციათა კლასისა და რაოდენობის თაობაზე ინფორმაციის მიღებაში, საზოგადოების აქციათა რეესტრის დამოუკიდებელ რეგისტრატორთან, „საქართველოს რეგისტრატორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205156374 ), მდებარე მისამართზე: მოსაშვილის ქ.11. გარდა ზემოაღნიშნულისა, აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ საზოგადოების დირექტორს და გამოითხოვონ მათი კრებაში მონაწილეობისა და მათ განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის წერილობითი დასტური.

აქციონერები კრების მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას პირადობის მოწმობის, პასპორტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე.

დასაშვებია წარმომადგენლობა სათანადოდ გაფორმებული, ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

 

სს „სასწავლო ავიაცენტრის“ გენერალური დირექტორი                   მედეა გელაშვილია