ს.ს. „ლიბერთი კონსუმერ-ის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“ (შემდგომში „კომპანია“) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2017 წლის 5 ივნისს, 16:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების 2016 წლის აუდირებული შედეგების დამტკიცების შესახებ.
2. მენეჯმენტის ანგარიში საზოგადოების 2016 წლის საქმიანობის შესახებ.
3. 2017 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.
2017 წლის 5 ივნისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს „იუაი საქართველოს“ („ერნსტ ენდ იანგის“) მიერ აუდირებული კომპანიის 2016 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2016 წლის საქმიანობის შესახებ.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
არჩეულ იქნ ე ს „იუაი საქართველო“ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“ 2017 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად.
კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, გაგარინის ქუჩა №29ა, სს საქართველოს ბანკის სათა ვ ო ოფისი.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 5 ივნისს, 15:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 5 მაისი, 18:00.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნ ე ს 2017 წლის 29 მაისიდან ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“აქციების რეგისტრატორთან – ს.ს. „კავკასრეესტრი“შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული.
სს „ლიბერთი კონსუმერის “
გენერალური დირექტორი
თამარ ქაჯაია
11 მაისი 2016 წ.