პროექტის - „საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ დაფინანსებისათვის საქართველოსა და UniCredit Bank Austria AG შორის 2017 წლის 7 აპრილს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენისა და მომხსენებლებად თ. მურღულიას, გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№833
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №83 3

2017 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

პროექტის „საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ დაფინანსებისათვის საქართველოსა და UniCredit Bank Austria AG შორის 2017 წლის 7 აპრილს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენისა და მომხსენებლებად თ. მურღულიას, გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის თაობაზე

1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 24 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ იქნეს პროექტის − „საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ დაფინანსებისათვის საქართველოსა და UniCredit Bank Austria AG შორის 2017 წლის 7 აპრილს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულება.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები − გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                       გიორგი კვირიკაშვილი