„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილების აღსრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№839
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023630
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №83 9

2017 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილების აღსრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში „სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება და კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                       გიორგი კვირიკაშვილი