,,აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“
დირექტორის
ბრძანება №ს-6
2017 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 12 2 მუხლის მე2 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №11/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე3 მუხლის მე3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილი 2017 წელს განხორციელდეს ორ ეტაპად.
2. პირველი ეტაპის შეუფერხებლად და დროულად წარმართვის მიზნით, დამტკიცდეს პირველი ეტაპის ჩატარების ვადები დანართის შესაბამისად.
3. სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს დაევალოს წინამდებარე ბრძანების მე2 პუნქტით განსაზღვრული ვადების მიმდინარეობის კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსს ოთარ ანთიას.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან 30 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის №10ა).
სსიპ "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მარიანა მორგოშია
დანართი
| № | პირველი ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები | ვადები |
| 1 | პირველადი განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება | 2017 წლის 15 - 31 მაისი |
| 2 | ბიზნესიდეების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა | 2017 წლის მაისი - 24 ივნისი |
| 3 | ტრენინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ | 2017 წლის ივნისი - ივლისი |
| 4 | ბიზნესგეგმების მიღება | 2017 წლის 1- 14 ივლისი |
| 5 | ბიზნესგეგმების შეფასება | 2017 წლის ივლისი - სექტემბერი |
| 6 | ბენეფიციარებთან გასაუბრება/ადგილზე მონიტორინგი | 2017 წლის ივლისი - სექტემბერი |
| 7 | პროგრამის საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა | 2017 წლის აგვისტო - 15 სექტემბერი |
| 8 | საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება | 2017 წლის აგვისტო - 30 სექტემბერი |
| 9 | ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი | 2017 წლის სექტემბერი - ნოემბერი |
| 10 | თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა | 2017 წლის სექტემბერი - ნოემბერი |
| 11 | ბიზნესადმინისტრირების ტრენინგი | 2018 წლის მარტი - მაისი |
| 12 | ბუღალტრული აღრიცხვის ტრენინგი | 2018 წლის მარტი - აპრილი |
| 13 | ინდივიდუალური კონსულტაციები | 2018 წლის იანვარი - ივლისი |
| 14 | პროექტების მონიტორინგი | 2017 წლის ნოემბერი - 2018 წლის ივლისი |