ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.05.2017
ძალაში შესვლა 18.05.2017
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 547 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2017 მიღება
18.05.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.02.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.02.2015 ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.11.2015 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.06.2015 კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 17.02.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №07 2017 წლის 18 მაისი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს  „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების წესი დანართი №1-ის  შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე დანართი №1 „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების პროექტი მუხლი 1🔗 1. ეს პროექტი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის სამართლებრივ საფუძვლებსა და  მისი განხილვის წესს. 2. ქობულეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ შესაბამისად. 3. ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე. მუხლი 2🔗. „საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს; დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ის ხელმოწერით. 2. კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს: ა) „საპატიო წოდების”  მისანიჭებლად  კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით; ბ) ბიოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტები; დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წერილობითი თანხმობა კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით; ე) კანდიდატის 2(ორი) ფოტოსურათი ზომით 3x4 . 3. ყოველწლიურად „საპატიო წოდება“ მიენიჭება 3-5 წარდგენილ კანდიდატს. მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და ჩამორთმევა 1. ამ წესისი მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება მუნიციპალიტეტის  გამგებელს. 2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებელის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის  მინიჭების თაობაზე  დასკვნას  წარუდგენს გამგებელს;  სამუშაო  ჯგუფი შედგება  9 წევრისგან: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან – 3 წევრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან – 3 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან – 3 წევრი. 3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 4. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის“ წოდების გადაცემა ხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების  საფუძველზე. 5. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის: მონაცემები ჩაიწერება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში. 6. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის „დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მუხლი 4🔗. საპატიო მოქალაქის  ჩამორთმევის საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას „ საპატიო მოქალაქის“ წოდება , თუ მის მიერ ჩადანილ იქნა: ა)  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები; გ) ზოგადზნეობრივი ნორმებნის, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება. 2. პირს შეიძლება  ჩამოერთვას „საპატიო მოქალაქის“ წოდება საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების საფუძველზე. 3. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 5🔗. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინამხარეს, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამოტვიფრულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის  გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში დატანილია წარწერა: “ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, მარჯვენა მხარეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის სახელი და გვარი, საპატიო წოდების მინიჭების თარიღი, ასევე გამგებლის სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები, (რომლითაც განხორციელდა მინიჭება) ხელმოწერა და გამგეობის ბეჭედი.