„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10-41 |
|
2017 წლის 19 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება მხოლოდ სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის შემდეგ.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის პატრონის/მფლობელის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია შეატყობინოს პატრონს/მფლობელს, მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის ვადაში პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი არ მიმართავს სააგენტოს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს პირუტყვის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება ელექტრონული აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ფორმით, შემდეგი წესით:
ა) პირუტყვის რეალიზაციასა და აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ხელმძღვანელი;
ბ) აუქციონის ფორმით პირუტყვის რეალიზაციას მოახდენს სააგენტო, სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე www.eauction.ge;
გ) აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სააგენტო ოფიციალურ გვერდზე www.animalsmonitoring.ge აქვეყნებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
გ.ა) აუქციონის დაწყების და დასრულების თარიღს;
გ.ბ) სარეალიზაციო პირუტყვის სახეობას, რაოდენობას, მოკლე აღწერას;
გ.გ) პირუტყვის საწყის სარეალიზაციო ღირებულებას;
გ.დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას;
გ.ე) ბიჯის სიდიდეს;
გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში აუქციონის ჩატარების სხვა პირობებს.
დ) იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია ცხოველის მესაკუთრე/მფლობელი, სააგენტო ვალდებულია რეალიზაციას დაქვემდებარებული პირუტყვის მესაკუთრეს/მფლობელს, აუქციონის დაწყებამდე 3 დღით ადრე წერილობით ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეატყობინოს ელექტრონული აუქციონის დაწყების დრო;
ე) სააგენტო ვალდებულია აუქციონის გამოცხადებამდე მოიკვლიოს პირუტყვის საბაზრო ფასი და საწყისი სარეალიზაციო ღირებულება განსაზღვროს ბაზრის კვლევით დადგენილი ოდენობის შესაბამისად;
ვ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროდ განისაზღვრება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 45 კალენდარული დღე.
ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ების თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს პირუტყვის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების არანაკლებ 10 %-ს და არაუმეტეს 80 %-ისა;
თ) ბიჯის ოდენობა განისაზღვრება პირუტყვის საწყისი ღირებულების 5 %-ით;
ი) თუ აუქციონზე პირველად გატანისას არ განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია, სააგენტოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 25%-ით შემცირების თაობაზე;
კ) თუ ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა პირუტყვის რეალიზაცია, სააგენტოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას პირუტყვის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 50 %-ით შემცირების თაობაზე;
ლ) თუ ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა პირუტყვის რეალიზაცია, სააგენტოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას პირუტყვის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70 %-ით შემცირების თაობაზე;
მ) თუ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა პირუტყვის რეალიზაცია, სააგენტოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას პირუტყვის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე.
2. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს 30 დღის ვადაში პირუტყვის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.05.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10-41. სარეგისტრაციო კოდი — 010270000.35.101.016399.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №10-41, 19.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010270000.35.101.016399 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3672519/