ა(ა)იპ – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 16.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №927
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023725
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2017
matsne.gov.ge 716 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს„ჭეშორასათვის“იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 01.02.2016 ა(ა)იპ − ზევსისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 08.01.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 25.02.2016 შპს „ჯორჯიან ბიზნესს ზონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 09.07.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლონდონისათვის“ სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 18.01.2016

დოკუმენტის ტექსტი

ა(ა)იპ – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №927 2017 წლის 16 მაისი ქ. თბილისი ა(ა)იპ – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას (ს/კ: 202903153) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის I ჩიხის მიმდებარედ არსებული 17454.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3 (საერთო ფართობი – 10633.3 კვ.მ, მ.შ., კომერციული ფართობი – 3674.4 კვ.მ, საზაფხულო ფართობი – 889.4 კვ.მ, სარდაფი – 808.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი – 147.1 კვ.მ, დამხმარე ფართობი – 308.8 კვ.მ) და ნაგებობები: №4, №5, №6, №7, №8, №9 (კორტები) ფართობით – 4800 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.14.005.233) და ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის I ჩიხის მიმდებარედ არსებული 85.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.14.005.234). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს №01.14.14.005.233 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში/ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით: ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში საოფისე ფართ(ებ)ის მოწყობა; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში სავარჯიშო დარბაზ(ებ)ის, კვების ობიექტ(ებ)ის, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზი(ებ)ის მოწყობა, ასევე 2 (ორი) საჩოგბურთო კორტის გადახურვა; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის დახარჯვა; დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში არანაკლებ 20 ადამიანის დასაქმება არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის ვადით, ხოლო ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის ვადით; ე) უზუფრუქტის უფლების არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში: ე.ა) ამავე ქონების (გარდა იმ ნაწილისა, სადაც განთავსდება ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვების ობიექტ(ებ)ი და სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზია/მაღაზიები) ჩოგბურთის (ასევე სპორტული) პროფილით გამოყენება; ე.ბ) ამავე ქონებით (გარდა იმ ნაწილისა, სადაც განთავსდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საოფისე ფართ(ებ)ი და ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვების ობიექტ(ებ)ი და სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზია/მაღაზიები) უსასყიდლო სარგებლობის უზრუნველყოფა ჩოგბურთში საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისათვის ასეთი მოთხოვნის არსებობისას; ე.გ) ყოველწლიურად 4 (ოთხი) ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პირველობის ტურნირის ჩატარების უზრუნველყოფა; ე.დ) „დევისისა“ და „ფედერაციის“ თასის გათამაშების შეხვედრების (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღნიშნული შეხვედრის საქართველოში გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში) ჩატარების უზრუნველყოფა. 3. ა(ა)იპ – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციავალდებულია, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობისუპირობო  და  გამოუხმობი  საბანკო  გარანტია,  რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადას და რომელიც მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს ამავე პუნქტის „ა – დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). 4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ე.ბ“, „ე.გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. 5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                                    გიორგი კვირიკაშვილი