„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№954
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023760
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №954

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად დამატებითი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით:

ა) მიეცეს რეკომენდაცია სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შენობაში ამ ეტაპისათვის შესრულებული სამუშაოების დაზიანებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, განახორციელოს გადახურვის სამუშაოები სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული №01/162-78 ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შენობის გადახურვის სამუშაოების ჩასატარებლად სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გამოსაყოფი დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს არაუმეტეს 125 979.33 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობით:

რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შენობის გადახურვის სამუშაოები სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ პირველ ეტაპზე დაფინანსდეს 62 989.66 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს გადახურვის სამუშაოების ჯამური ღირებულების 50%-ს, ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით;

ბ) დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული №01/162-78 ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი შეთანხმების გაფორმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით;

გ) მიეცეს უფლება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, წინამდებარე პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება წინამდებარე პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

დ) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.“.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №954. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023760.
სად არის „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №954, 18.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023760 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3674980/