„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მერფი ყაზბეგისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №203 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1140
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021596
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1140

2016 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მერფი ყაზბეგისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №203 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მერფი ყაზბეგისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №203 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და: 

ა)  მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილების შესაბამისად, არანაკლებ 32 000 კვ.მ ფართის მქონე, არანაკლებ 200 (ორასი) სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი ბეტონის ან/და  ასფალტის საფარიანი ავტოსადგომის შექმნა (მათ შორის, ავტოსადგომის ტერიტორიის სრულად შემოღობვა, გარე განათების, ვიდეოკონტროლისა და დაცვის სისტემების მოწყობა) და ფუნქციონირების დაწყება არაუგვიანეს 2016 წლის  პირველი ოქტომბრისა;“;

 „თ) სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონფიგურაციით, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონებიდან არანაკლებ 1000 კვ.მ  ფართობზე ასფალტის ან/და ბეტონის საფარის მოწყობა, ხოლო 2000 კვ.მ ფართობის (ამ პუნქტში მითითებული 1000 კვ.მ ფართობის ჩათვლით) − საჭირო კომუნიკაციებით (მათ შორის, ელექტროენერგიით, წყლითა და ბუნებრივი აირით) უზრუნველყოფა და ამავე ფართობზე  აღნაგობის უფლების შეწყვეტის თაობაზე  შესაბამისი შეთანხმების გაფორმება   2  ეტაპად:

თ.ა) პირველი ეტაპი − 1000 კვ.მ  ფართობზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1(ერთი) თვის ვადაში;

თ.ბ) მეორე ეტაპი − დარჩენილ 1000 კვ.მ ფართობზე (რომელზეც მოეწყობა ასფალტის ან/და ბეტონის საფარი) არაუგვიანეს 2016 წლის პირველი ოქტომბრისა;“;

ბ)  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ამ პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ იმ 1000 კვ.მ ფართობზე, რომელზეც შეწყდება აღნაგობის ხელშეკრულება 2016 წლის პირველი ოქტომბრიდან, აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტიდან შემდგომი 10 (ათი) წლის განმავლობაში, ასფალტის ან/და ბეტონის საფარის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების აღმოფხვრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახურის შეტყობინებიდან ამავე უწყების მიერ განსაზღვრულ ვადაში.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ - შემოსავლების სამსახურმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი