„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №270 |
|
2017 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი – პირი, რომელიც არ მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიას:
ნ.ა) სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი;
ნ.ბ) დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს;
ნ.გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი);
ნ.დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი);
ნ.ე) ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი;
ნ.ვ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი).“.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ამ წესის მიზნებისთვის განსაზღვრული, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდეს „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ვრცელდება:
ა) ერთწევრიანი ოჯახის შემთხვევაში;
ბ) 2 და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთზე მეტი არამომუშავე შრომისუნარიანი წევრია.“.
3. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით არ დარეგისტრირდა „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.“.
4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:
„6. ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა განესაზღვრება, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი დარეგისტრირდება „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.
7. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე კალენდარულ დღემდე არ დარეგისტრირდება „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge, შეწყდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის პროცესი.
8. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ გააუქმებს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge „სამუშაოს მაძიებლად“ რეგისტრაციას (საკუთარი პროფილი), ოჯახს გაუუქმდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №270. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.019980.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №270, 01.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.019980 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3685869/