„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„37. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომელსაც გასცემს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემისას ამ საქმიანობის ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის გათვალისწინება.“.
3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის, ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებსა და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხორციელდება.“.
4. 41-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) განმცხადებელს არ წარუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N903-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
- მუხლი 9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები
- მუხლი 17. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა
- მუხლი 41. უარი ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების გაცემაზე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №903-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 410000000.05.001.018502.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №903-IIს, 01.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 410000000.05.001.018502 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3687524/