მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების სიტუაციური სახელმძღვანელო

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების სიტუაციური სახელმძღვანელო

 

1. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების საფუძველი

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ (შემდგომში – კოდექსი) მე-13 მუხლი (მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა) განსაზღვრავს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის როგორც შინაარსს, ისე მინიმალურ ამოცანებს. აღნიშნული მუხლის მიხედვით:

„1. თითოეული მუნიციპალიტეტი იღებს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შესაძლებელია მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შეიმუშაონ.

2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას და ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმებს.

3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები, რომლებშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. საჯარო განხილვებს აწყობს (აწყობენ) შესაბამისი მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები).

4. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა) მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციას;

ბ) შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს;

გ) მოსახლეობისგან შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული სახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს;

დ) ნარჩენების დამუშავების საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას;

ე) მუნიციპალური ნარჩენების, მათ შორის, ბიოდეგრადირებადი ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას;

ვ) ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს;

ზ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამებს;

თ) ნარჩენების მართვის სფეროში სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიზნით არსებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას;

ი) გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზებსა და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს“.

1.2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა არის დოკუმენტი ან მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ჩარჩო, რომელიც ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ნარჩენების ეფექტიანი მართვის გეგმის (ეროვნულ ან ადგილობრივ დონეზე) შემუშავების პროცესი უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ფუნქციების ყველა ასპექტს, დაწყებული პოლიტიკის შემუშავებიდან და ინსტიტუციური განვითარებიდან,  დამთავრებული ახალი ან განახლებული  პროცესებისა და ობიექტების ტექნიკური პროექტის შექმნითა და განხორციელებით. ეფექტიანი დეტალური სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები უნდა შემუშავდეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის, რომლებიც კოდექსის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან ნარჩენების მართვის კონკრეტული ფუნქციების შესრულებაზე. შედეგად, ნარჩენების მართვის ეროვნული და ადგილობრივი გეგმებისა და სტრატეგიების ერთობლიობას არსებითი მნიშვნელობა ექნება კოდექსით დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებისათვის, რაც გულისხმობს ნარჩენების მართვისა და ხარჯეფექტიანი და გარემოს მიმართ უსაფრთხო სისტემის შექმნას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ კორელაციის მისაღწევად, დაგეგმვისა და განვითარების ადგილობრივ დონეებზე  განსახორცილებელი საქმიანობები უნდა შეესაბამებოდეს კოდექსს და კოდექსიდან გამომდინარე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს, ასევე, თანხვედრაში  უნდა იყოს 2016-2030 წწ. ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასთან და 2016-2020 წწ. ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან. 

1.3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის წარმატებული გეგმის შედეგები, გაუმჯობესების სტრატეგია და სამოქმედო ელემენტები უფრო ოპტიმალურს გახდიან მუნიციპალიტეტების როლს ნარჩენების მართვის ეროვნულ ინტეგრირებულ სისტემაში. ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად,  აღნიშნული ეროვნული სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ პირობით ფუნქციურ პროცესებსა და ინფრასტრუქტურებს:

● ნარჩენების შეგროვების სისტემები (შერეული ნარჩენებისა და, საბოლოოდ, წყაროსთან დახარისხებული მასალებისათვის)

● სატრანსპორტო სისტემები (შეგროვების პუნქტებიდან გადამტვირთავ სადგურებამდე, გადამმუშავებელ საწარმოებამდე ან ნაგავსაყრელებამდე);

● გადამტვირთავი ს­­ადგურები (ნარჩენების შეგროვების სისტემის ეფექტიანი ოპტიმიზაციისა და ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებისათვის);

● ნარჩენების მექანიკური გადამუშავების ობიექტები  (ნარჩენების რეციკლირებისა და კომპოსტირების მიზნით);

● ნარჩენების დამუშავების ობიექტები (თერმული, ფიზიკური ან ბიოლოგიური პროცესები მოცულობის შემცირების ან რესურსების აღდგენის მიზნით);

● ნაგავსაყრელები (მუნიციპალური ნარჩენების იმ ფრაქციების საბოლოო განთავსებისათვის, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარება).

1.4. ნარჩენების მართვის არსებული სიტუაცია მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს, რაც, სავარაუდოდ, დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რათა შესრულდეს კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოში ნარჩენების მართვის მოქმედი სტანდარტების შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან. საქართველოში არსებული კონკრეტული პირობების საფუძველზე მოხდება ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ალტერნატიული მეთოდების საწყისი ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების დადგენა, კერძოდ, იმ მეთოდებისა, რომლებიც ნარჩენების გადამუშავებასა და გაუვნებლებას უკავშირდებიან.  მუნიციპალიტეტები, პირველ რიგში, იმ საჭიროებების წინაშე დგანან, რომ უზრუნველყონ ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების მომსახურებების ეფექტიანობა. გადამუშავებისა და გაუვნებლების  მოწინავე ტექნოლოგიები, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ტექნოლოგიების მსგავსი,  საქართველოშიც შეიძლება დაინერგოს, მაგრამ ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გამო, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდება ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და განთავსების სერვისების ოპტიმიზაცია (ამჟამად ნაგავსაყრელის შესახებ ევროკავშირის მოქმედი დირექტივა კრძალავს ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ნარჩენების ­­­­­(რეციკლირებადი, ორგანული და ა.შ.) მნიშვნელოვანი ნაწილის განთავსებას. ეს მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორია ევროკავშირის ქვეყნებში არსებული  ნარჩენების გადამუშავების მოწინავე სისტემების  დანერგვისათვის).

 

1.5. საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით მიღწეული წარმატებები მისაღები უნდა იყოს ქვეყნის მოსახლეობის, ბიზნესისა და ხელისუფლებისათვის, თუკი ნარჩენების მართვის გეგმების შედეგები ეფექტიანი და მდგრადი იქნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნარჩენების მართვის ეროვნული სისტემის ყველა ფუნქცია არ არის მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობის საგანი. მთელი საქართველოს მასშტაბით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის გამოკლებით), არასახიფათო ნაგავსაყრელების მოწყობაზე პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“. რამდენადაც ნაგავსაყრელების მოწყობა არ  წარმოადგენს მუნიციპალიტეტების უშუალო ვალდებულებას, ასეთი რეგიონული ნაგავსაყრელები, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებენ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმებზე, რადგან ახალი ნაგავსაყრელების განთავსების ადგილებმა, თითოეულ რეგიონში, შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მუნიციპალური სისტემების ფუნქციებზე. ამას გარდა, რეგიონულ ნაგავსაყრელებს შეიძლება ეკონომიკური დატვირთვაც ჰქონდეთ, თუკი ნარჩენების განთავსების მოსაკრებლის გადახდა დაეკისრებათ მუნიციპალიტეტებს  იმისდა მიხედვით, თუ რა რაოდენობის მუნიციპალური ნარჩენი იქნება მიტანილი ნაგავსაყრელებზე. კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტებს უნარჩუნდებათ ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურებებისა და აღდგენის პროგრამების განხორციელების ვალდებულებები. ამის გამო, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები გამიზნულია მუნიციპალიტეტების დასახმარებლად, მათი ვალდებულებების შესრულებაში.

 

2. განსახორციელებელი ამოცანებისა და  მიზნების დასახვა   

2.1 ნარჩენების მართვის ეფექტიანი გეგმა განსაზღვრავს ნარჩენების მართვის სხვადასხვა ფუნქციაზე პასუხისმგებელი მხარეების მიზნებსა და ამოცანებს. ეს შეიძლება მოიცავდეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შემუშავებულ გეგმებს, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელი სამრეწველო ობიექტების მიერ შემუშავებულ ნარჩენების მართვის გეგმებს. საქართველოსათვის გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული ინტეგრირებული სისტემა, კოდექსის მიხედვით, მოითხოვს მხარდამჭერ და თანამშრომლობით ურთიერთობებს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის. მმართველობის ადგილობრივ დონეებზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები მიმართული  უნდა იყოს რიგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტისაკენ,  მათ შორისაა: 

● საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება კოდექსით გათვალისწინებული ეფექტიანი ადგილობრივი პროგრამების, პროცესებისა და ობიექტების შექმნის თვალსაზრისით;

● მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების მინიმიზაცია;

● გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგების მინიმიზაცია, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ნარჩენების შეგროვების არსებული არაეფექტიანი სისტემის, ნაგავსაყრელების შეუსაბამო ადგილებზე განთავსებისა და ნარჩენების  განთავსების არაეფექტიანი საშუალებების გამო;

● ნარჩენების შეგროვების სერვისის არეალის გაფართოება, რომელმაც  მუნიციპალიტეტის მთელი მოსახლეობა უნდა მოიცვას; და

● ეკონომიკური სარგებლის მიღება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ნარჩენების იმ კომპონენტების აღდგენას, რომლებსაც გარკვეული ღირებულება ექნებათ კომპოსტირებისა და რეციკლირების ინიციატივების განხორციელებით. 

2.2 ამ ამოცანების გადასაჭრელად  მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების დაგეგმვის პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ყველა შესაბამის ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დღევანდელ მოქმედ სისტემაზე და ასევე უნდა ითვალისწინებდეს განახლებული მუნიციპალური სისტემის დანერგვისა და ხანგრძლივი და საიმედო  ფუნქციონირების საკითხებს. ეს მოიცავს ყველა შესაბამის ინსტიტუციურ, სოციალურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნიკურ და გარემოსდაცვით ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა განახორციელოს მუნიციპალიტეტმა შემდეგი  საქმიანობები:

● ნარჩენების მართვის არსებული სისტემისა და მისი ყველა ფიზიკური, საოპერაციო და ეკონომიკური ელემენტის დადგენა და ცოდნა;

● არსებული სისტემის ყველა ნაკლოვანების გამოვლენა და უზრუნველყოფა, რომ მიღწეულ იქნეს კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისი ეფექტიანი მომსახურების დონეები;

● ალტერნატიული მიდგომებისა და ვარიანტების იდენტიფიცირება, რომლებმაც შეიძლება გააუმჯობესონ არსებული მუნიციპალური სისტემა, აღმოფხვრან გამოვლენილი ნაკლოვანებები და გააფართოონ ნარჩენების შეგროვების მომსახურებების ფარგლები და ხარისხი;

● ძირითადი დაინტერესებული პირების დღევანდელი როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა და შეფასება, თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული, შეიცვალოს ან გაუმჯობესდეს მათი როლები მომავალში, მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვით;

● იმ აუცილებელი საქმიანობების პრიორიტეტული ამოცანებისა და მისაღწევი მიზნების განსაზღვრა, რომლებიც მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მათ შორის, აღდგენის პროგრამების აუცილებელი შემუშავებით, რაზეც ხაზგასმითაა აღნიშნული  კოდექსში;

● ეკონომიკური და ტექნიკური რესურსების იდენტიფიცირება და მოზიდვა, რომლებიც აუცილებელია დაგეგმვის პროცესების გრძელვადიანი და სასურველი შედეგების მისაღწევად;

● საქმიანობების განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა და რეალისტური სამუშაო გრაფიკების შედგენა, რათა მიღწეულ იქნეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული სასურველი შედეგები და უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნული მარეგულირებელი მოთხოვნები;

● საშუალებებისა და კრიტერიუმების განსაზღვრა, თუ როგორ უნდა იქნეს დაწყებული და დასრულებული გეგმა, მისი შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად და ამგვარი შედეგების მისაღებად გაწეული სამუშაოების  შეფასება;

● მუნიციპალური ნარჩენების მართვის განახლებული სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებების განსაზღვრა გეგმით რეკომენდებული საქმიანობების განხორციელების შემდეგ, სისტემის ხანგრძლივი და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;

● მონიტორინგის ფარგლების განსაზღვრა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის ფუნქციონირების პერიოდული განხილვებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის რეგულარული განახლების მიზნით.

 

3. მუნიციპალური დაგეგმვის ეფექტიანი პროცესის ფაზები

● მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის დაგეგმვისა და განხორციელების რეკომენდებული პროცესი შეიძლება ექვს ფაზად დაიყოს, რომლებიც წარმოადგენს სავარაუდო ფუნქციებსა და საქმიანობებს, რომლებიც მუნიციპალიტეტმა უნდა შეასრულოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისას:

● დაგეგმვის მოსამზადებელი ფაზა – ეს არის დაგეგმვის საწყისი  ეტაპი, რომლის მიზანია დაგეგმვის ყველა საქმიანობისათვის საჭირო რესურსების მოძიება და მობილიზაცია;

● არსებული პირობების მდგომარეობის გაცნობის ფაზა – ეს არის დაგეგმვის ფუნქცია, რომლის მიზანია არსებული საწყისი პირობების განსაზღვრა მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოქმედი სისტემისა და ყველა იმ ფაქტორისა და ნაკლოვანების შეფასების გზით, რომელიც გავლენას ახდენს სისტემის ფუნქციონირებაზე;

● ალტერნატივების შეფასების ფაზა – მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული სისტემის მდგომარეობის საფუძვლიანი და ზუსტი შეფასების შემდეგ მისი ნაკლოვანებების დასაძლევად და კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად საჭიროა განისაზღვროს საიმედო ალტერნატივები (ტექნიკური, ინსტიტუციური, ფინანსური და ა.შ.), რათა დადგინდეს, თუ რომელი მათგანია უფრო მისაღები სისტემის სხვადასხვა ელემენტისათვის და რომელი მათგანი უფრო კარგად უპასუხებს მუნიციპალიტეტის ინტერესებს. ალტერნატივების შეფასების ეს ფაზა ქმნის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის საფუძველს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ექნება დაგეგმილი სისტემის გაუმჯობესების მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელების სტრატეგიაში;

● გეგმის დამტკიცების ფაზა – მუნიციპალიტეტში არსებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის შეფასებისა და მისი ნაკლოვანებების დაძლევის საიმედო ალტერნატივების განსაზღვრის, შეფასებისა და შერჩევის  შემდეგ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალურად მიიღება და მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ.

● განხორციელების ფაზა – მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ფორმალური მიღების შემდეგ დგება გეგმით განსაზღვრული მიზნობრივი ამოცანების განხორციელების ეტაპი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკის, ფინანსურ-ეკონომიკური, ინსტიტუციური და ტექნიკური საშუალებების შემუშავებას მუნიციპალური ნარჩენების მართვის  სისტემის გაუმჯობესების, აგრეთვე, გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად აუცილებელი ფიზიკური პროცესების განხორციელების მიზნით.

● მონიტორინგისა და განხილვების ფაზა – გეგმით გათვალისწინებული ყველა ან ზოგიერთი შედეგის მიღწევის შემდეგ დგება მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის (ან მისი ცალკეული კომპონენტების) საფუძვლიანი მონიტორინგის საჭიროება, რათა დავრწმუნდეთ, რომ გეგმით მიღწეული შედეგები მდგრადია და ასეთივე დარჩება მომავალშიც. ამას გარდა, მუნიციპალიტეტმა უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატებული დაგეგმვის პროცესი არის დინამიკური და განგრძობადი და მოითხოვს პერიოდულ განხილვებს გეგმის განახლებისათვის ახლად წარმოშობილი გარემოებების შესაბამისად და იმის შეფასებას, თუ რა და როგორ განხორციელდა  მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის თავდაპირველი მიღების შემდგომ პერიოდში (კოდექსის თანახმად, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები უნდა შემუშავდეს 5-წლიანი დაგეგმილი  პერიოდისათვის. ეს კი წარმოშობს საჭიროებას, რომ ხუთი წლის შემდეგ შემოწმდეს მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები, გეგმა კი განახლდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამომავლო მიზნებისა და კოდექსის გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად).

 

4. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების სიტუაციური სახელმძღვანელოს (შემდგომში – სახელმძღვანელო) საფუძველი  

სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს  მუნიციპალიტეტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების, აგრეთვე კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებაში. სახელმძღვანელო წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი ამოცანების ორგანიზებულ სტრუქტურას და აღწერას, რომლებიც თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა შეასრულოს ნარჩენების მართვის  გეგმის შემუშავებისა და განხორცილებისათვის. ნახ. 1–ზე წარმოდგენილია დაგეგმვის ზემოაღნიშნული ფაზები (ფუნქციები), ასევე, რეკომენდებული საქმიანობებისა და ამოცანების ჩამონათვალი, რომლებიც მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს ექვსივე ძირითადი ფუნქციისათვის. ამ საქმიანობების მიზანია, დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც შედის მუნიციპალიტეტების ინტერესებში, მიიღონ პასუხები ნარჩენების მართვის კონკრეტულ სიტუაციებთან დაკავშირებულ შემდეგ ძირითად კითხვებზე: 

● რა ნაკლოვანებები აქვს ამჟამად მოქმედ მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემას და როგორ არის შესაძლებელი ამ ნაკლოვანებების შემსუბუქება?

● რა პრიორიტეტები აქვს მუნიციპალიტეტს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ეფექტიანობის ასამაღლებლად?

● რომელი მასალების გადამუშავება ან კომპოსტირებაა შესაძლებლი ხარჯ-ეფექტიანად მასალებისა და პოტენციური ბაზრების ხელმისაწვდომობის პირობებში?

● აღდგენადი მასალების შეგროვების რომელი სისტემაა საუკეთესო მუნიციპალიტეტისათვის?

● რა გავლენას ახდენს არაფორმალური სექტორი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებზე მასალების აღდგენის მდგრადი პროგრამის  შემუშავების თვალსაზრისით?

● რა ზემოქმედებას იქონიებენ შეთავაზებული ნაგავსაყრელები მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემების  ფუნქციებსა და ხარჯებზე და ქმნის თუ არა ამგვარი ზემოქმედება გადამტვირთავი სადგურების შექმნის საჭიროებას?

● თუ დადგება ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების საჭიროება  მუნიციპალური ნარჩენების  შეგროვებისა და ტრანსპორტირების ოპტიმიზაციისათვის, ვინ იქნება პასუხისმგებელი ამგვარი სადგურების შექმნასა და ოპერირებაზე?

● რა იქნება გაუმჯობესებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის (და მისი ცალკეული კომპონენტების) ღირებულება, რა გზებით იქნება მოზიდული სისტემის შექმნის, ოპერირებისა და მდგრად საექსპლუატაციო მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის საჭირო თანხები?

● რა ტექნიკური და მენეჯერული რესურსები ესაჭიროება მუნიციპალიტეტს გეგმის განხორციელებისა და მდგრადი შედეგების მისაღწევად და როგორი ტექნიკური და მენეჯერული შესაძლებლობების ადამიანური რესურსები აქვს ამჟამად მუნიციპალიტეტს?

● როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ჩართვა,  რათა მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ დაგეგმვის პროცესში და, შესაბამისად, საკუთრების განცდა ჩამოუყალიბდეთ დაგეგმვის შედეგებთან მიმართებით?

● როგორ უნდა მოხდეს ხარჯების ამოღება და ოპტიმიზაცია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს დაგეგმვის  შედეგების მდგრადობის შენარჩუნება?

● ხარჯების ამოღების რა განაკვეთი იქნება გონივრულად მიზანშეწონილი მოსახლეობისა და  მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ორგანიზაცია/კომერციული დაწესებულებებისთვის ამა თუ იმ  მუნიციპალიტეტის ფარგლებში?  

 

5. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესი

დაგეგმვის ფუნქცია

 

დაგეგმვის საქმიანობები

მომზადება გეგმის შემუშავებისათვის

 

პასუხისმგებლობების დელეგირება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შესამუშავებლად

გეგმის შემუშავებისათვის  საჭირო რესურსების გამოკვეთა და უზრუნველყოფა

შესაბამისი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და მათი პროცესში ჩართვა საწყისი ეტაპიდანვე

ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფის ჩამოყალიბება

მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესის მიზნებისა და სამიზნე შედეგების განსაზღვრა

მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნასა და მართვაზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების განსაზღვრა

დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება ვადებისა და ძირითადი ეტაპების მითითებით

არსებული მდგომარეობის განსაზღვრა და შეფასება

 

ნარჩენების იმ ნაკადების განსაზღვრა, რომელთა მართვა უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის მიერ

ნარჩენების მართვის არსებული სერვისებისა და ობიექტების იდენტიფიცირება და შეფასება

ნარჩენების მართვის არსებული სერვისის ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და დახასიათება

მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის მთლიანი ხარჯის განსაზღვრა

არსებული რესურსების შეფასება ოპერაციული და განვითარებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად, მათ შორის – საბიუჯეტის შემუშავებისაა და თანხების ამოღების ჩათვლით

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერებისა და დამოკიდებულების შესწავლა

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვის კუთხით არსებული ინსტიტუტების ტექნიკური და მართვის შესაძლებლობების შეფასება

ალტერნატივების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

პრიორიტეტების განსაზღვრა მუნიციპალიტეტის საქმიანობებისა და პროცესებისათვის

არსებული ან დაგეგმილი ეროვნული და რეგიონული პროგრამების ან ინფრასტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც გავლენას მოახდენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიდგომაზე

მომავალში ნარჩენების გენერირების პროგნოზირება

საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების განათლებისა და კონსულტაციის ეფექტიანი გეგმის შემუშავება

ნარჩენების შეგროვების სერვისის დაფარვის არეალისა და ეფექტიანობის გაზრდის ალტერნატიული გზების განსაზღვრა

მუნიციპალური ნარჩენების მართვის ალტერნატივების კაპიტალური ხარჯებისა (CAPEX) და ოპერაციული ხარჯების (OPEX) შეფასება

სასურველი ვარიანტებისა და განხორციელების პროცესის შერჩევა

შერჩეული მუნიციპალური ნარჩენების სისტემის გაუმჯობესებისათვის საჭირო საინვესტიციო გეგმის შემუშავება

მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამუშავებისა და აღდგენის გაზრდის გზების / საშუალებების განსაზღვრა

რეგიონული შესაძლებლობებისა და ვარიანტების შეფასება

გეგმის შემუშავება და მიღება

იმ ინფორმაციის განსაზღვრა, რაც უნდა შევიდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დოკუმენტში

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის თანხვედრის უზრუნველყოფა პოლიტიკის, მარეგულირებელი და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებთან /საჭიროებებთან

მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის  ფორმალური მიღება

გეგმის განხორციელება

 

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული სერვისებისა და ტექნიკური საკითხების განხორციელების დაწყება

ახალი პროგრამებისა და საჭირო გაუმჯებესებების განხორციელების მონიტორინგი

გეგმის შედეგების ფუნქციის მონიტორინგი

მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის განხორციელების მონიტორინგი მისი გრძელვადიანი ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის პერიოდული განახლება განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით

 

 

 

სახელმძღვანელოში ჩამოთვლილი ქმედებების მიზანია, დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემასა და ისეთი სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც განამტკიცებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ფუნქციებს, რომლებზეც პასუხისმგებელი არიან მუნიციპალიტეტები. ქვემოთ მოცემულია 6 (ექვსი) ზოგადი ფუნქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი საქმიანობების აღწერა მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმებისა და სამოქმედო სტრატეგიების შესამუშავებლად. ეს ფუნქციებია:

1. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება;

2. არსებული მდგომარეობის განსაზღვრა და შეფასება;

3. ვარიანტების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება;

4. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება და დამტკიცება;

5. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელება;

6. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შედეგების განხორციელება, მონიტორნგი და შენარჩუნება.

 

6. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება (ფუნქცია 1)

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაგეგმვითი ინიციატივების შემთხვევაში, თავდაპირველად უნდა განისაზღვროს სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესი, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკმარისი ტექნიკური და ფინანსური რესურსების მობილიზება დაგეგმვისა და შეფასების ამოცანებით მოთხოვნილი ყველა საქმიანობის განსახორციელებლად. დაგეგმვისათვის მომზადება ასევე მოიცავს  პირველადი გადაწყვეტილებების მიღებას იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობას  დაგეგმვის პროცესში.  დაგეგმვის მომზადების ფუნქცია, სულ მცირე,  უნდა მოიცავდეს შემდეგ საქმიანობებს:

6.1. პასუხისმგებლობის დელეგირება გეგმის შემუშავებაზე

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებლობა უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან დაწესებულებას (და ასეთი სტრუქტურული ერთეულის/დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელს, რომელიც დაინიშნება მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროექტის მენეჯერად). აღნიშნული მენეჯერი, მუნიციპალიტეტის სახელით, პასუხისმგებელი იქნება აუცილებელი საქმიანობების კოორდინაციაზე. ეს მოვალეობა უნდა მოიცავდეს შესაძლო კოორდინაციას სხვა მუნიციპალიტეტებთან, პოტენციურ რეგიონულ ინიციატივებთან დაკავშირებულ საკითხებში, აგრეთვე კოორდინაციას საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო), რათა დაგეგმვის პროცესი და მისი მიზნობრივი შედეგები შესაბამისობაში იყოს კოდექსის მოთხოვნებთან. დაგეგმვის პროცესის მენეჯერი უფლებამოსილი უნდა იყოს, რომ კოორდინაცია გაუწიოს პროცესის ყველა მონაწილის საქმიანობას, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და მათ თანამშრომლებს, არჩევითი თანამდებობის პირებს, დაინტერესებულ პირთა საკონსულტაციო ჯგუფებსა და პროცესში ჩართულ სხვა ექსპერტებს (კონსულტანტებს და ა.შ.). 

6.2. აუცილებელი რესურსების განსაზღვრა და მოზიდვა 

ყველა დაგეგმილი საქმიანობის წარმატებით განხორცილებისათვის საჭირო იქნება მუნიციპალიტეტების ფინანსური და ტექნიკური რესურსების მოზიდვა. სავარაუდოდ, ეს საქმიანობა მოიცავს საკმარისი რაოდენობის მუნიციპალური რესურსების გამოყოფასა და შესაბამისი ბიუჯეტის შექმნას დაგეგმვის პროცესისათვის (ან დახმარების მოზიდვას  გარეწყაროებიდან, მაგალითად, დონორებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ა.შ.), ზოგიერთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებმა შეიძლება მოიძიონ გარეშე ტექნიკური დახმარება (კონსულტანტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვ.), რათა დაგეგმვის პროცესი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით, რაც შეიძლება საჭირო იყოს უფრო კომპლექსური დაგეგმვის მისაღწევად. მაგალითად, გარეშე წყაროებიდან ტექნიკური დახმარების მიღება, შესაძლოა, საჭირო გახდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ალტერნატიული ვარიანტებისა და მიდგომების  იდენტიფიცირებისა და ადგილობრივ პირობებში მათი საიმედოობის უზრუნველსაყოფად, რადგან მუნიციპალიტეტების გამგებლებს/მერებს შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა ან გამოცდილება ზოგიერთი ასეთი ალტერნატივის შესახებ, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება აღდგენის მუნიციპალური პროგრამის  შემუშავებას. სათანადო  გამოცდილების მქონე კონსულტანტები და სხვა გარეშე დამხმარეები (მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები) შეიძლება დაგეგმვის პროცესის აქტიურ მონაწილედ მივიჩნიოთ, როგორც ტექნიკური რესურსი, დაგეგმვის მთელი პროცესისათვის ან მისი მართვისათვისაც კი, რაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში. გარეშე წყაროებიდან ტექნიკური დახმარება ასევე  შეიძლება საჭირო გახდეს დაგეგმვის პროცესში სპეციფიკური ექსპერტული ცოდნის უზრუნველსაყოფად, მაგ., ისეთი საქმიანობების შესახებ, როგორიცაა ნარჩენების მახასიათებლების გამოკვლევა ან ეფექტიანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და კომუნიკაციის პროგრამის შემუშავება.  

6.3. დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და პროცესში ჩართვა

მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის ეფექტიანი პროცესის შექმნა მოითხოვს საზოგადოებისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების აქტიურ მონაწილეობას. ამიტომ დაგეგმვის მოსამზადებელი პროცესის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს მათი  აქტიური და მუდმივი მონაწილეობა  დაგეგმვის მოსამზადებელ პროცესში, რადგან მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ როგორც დაგეგმვის პროცესზე, ისე მის განხორციელებასა და  შედეგების მხარდაჭერაზე.

6.3.1. ზოგადად, დაინტერესებული მხარე არის პირი, ჯგუფი, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერესი აქვს საქმიანობის ან პროექტის მიმართ, ან შეუძლია დადებითი ან უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს საქმიანობაზე ან პროექტზე. ნარჩენების მართვის პოტენციური დაინტერესებული პირების ჩამონათვალი შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისათვის და აქედან გამომდინარე, საჭიროებს ინდივიდუალურ განსაზღვრას თითოეული მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის ინიციატივების შემუშავებისას. საქართველოს მუნიციპალიტეტებში პოტენციური დაინტერესებული პირების ნუსხა შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

● დაწესებულებები და კომპანიები, რომლებსაც ამჟამად გარკვეული ფუნქციური პასუხისმგებლობები ეკისრებათ ნარჩენების მართვის სისტემის სხვადასხვა ასპექტებზე შესაბამის მუნიციპალიტეტებში. მაგალითად: პოლიტიკურ და სხვა თანამდებობებზე მომუშავე თანამშრომლები, სერვის-პროვაიდერები (ადგილობრივი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ჩათვლით), ინსპექციები/სამართალდამცავი ორგანოები. ამ ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს აგრეთვე სამინისტრო (სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ჩათვლით); საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“,  სამედიცინო ნარჩენების მართვის კომპანიები.

● ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირი ეკონომიკური ინტერესი აქვთ მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვაში; მაგალითად, როგორებიცაა კომერციული/სამრეწველო ნარჩენების წარმომქმნელები, რეციკლირების კომპანიები, ნარჩენების შემგროვებელი კომპანიები,  აგრეთვე ნარჩენების მართვის ან მისი დამხმარე პროგრამების პოტენციური დონორები ან დამფინანსებლები;

● ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებსაც სხვა ინტერესები აქვთ ნარჩენების მართვაში მუნიციპალიტეტის ფარგლებში, მაგალითად,  არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიები და/ან კვლევითი ინსტიტუტები;

● ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებზედაც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს  მუნიციპალური ნარჩენების მართვის ახლანდელი პრაქტიკა ან შესაბამის მუნიციპალიტეტებში არსებული საწარმოები, მაგალითად, საბინაო კოოპერატივები, ასევე სოფლები, სადაც არაადეკვატურად, ან საერთოდ არ ფუნქციონირებენ ნარჩენების შეგროვების სამსახურები და ა.შ.

● ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებზედაც მომავალში შესაძლოა ზემოქმედება იქონიონ გაუმჯობესებულმა მუნიციპალურმა საქმიანობებმა და საწარმოებმა, მაგალითად, როგორებიც არიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები, რომლებიც შეიძლება იყენებდნენ ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებულ კომპოსტს, აღდგენილი მასალების ადგილობრივი/რეგიონული/ეროვნული ბაზრები და ა.შ. 

6.3.2. ამ საქმიანობის მიზანია შესაბამისი დაინტერსებული მხარეების განსაზღვრა თითოეულ მუნიციპალიტეტში. მათი მონაწილეობა დაგეგმვის პროცესში დაეხმარება მუნიციპალიტეტს იმის უზრუნველყოფაში, რომ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებაში წარმოდგენილი იყოს ინტერესებისა და ცოდნის სრული სპექტრი. ამასთან, მათი აქტიური მონაწილეობა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს იმის უზრუნველყოფაში, რომ დაგეგმილი შედეგების მიმართ ამ ჯგუფებს ჰქონდეთ მიმღებლობა. საუკეთესო შემთხვევაში მათი აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნარჩენების მართვის პოლიტიკასა და ინვესტიციებს, რაც შესაძლოა საჭირო გახდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეკომენდებული გეგმის შედეგების რეალიზაციისას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ხარჯების ამოღების გაზრდის პერსპექტივის მხარდასაჭერად მომავალში შესაძლო სატარიფო რეფორმების განხორცილებით, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს  მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის წარმატებით განხორციელების შედეგად შექმნილი განახლებული მუნიციპალური სისტემების, ახალი პროცესების ან ობიექტების მდგრადი და ხანგრძლივი ფუნქციონირებისათვის.

6.3.3. მუნიციპალიტეტების მიერ შესაბამისი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირების შემდეგ, ეს მხარეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები დაგეგმვის პროცესში, რაც უნდა მოიცავდეს მათ წინადადებებს დაგეგმვის პროცესის მიმდინარე საკითხებისა და ალტერნატივების სფეროში, ასევე – აქტიურ დახმარებას აუცილებელი ინფორმაციის შეგროვებაში, რაც საჭიროა დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის პერსპექტიული გეგმით გათვალისწინებული  სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებისას.

6.3.4. დაინტერესებული მხარეების ჩართვის უზრუნველყოფა ამ პროცესში შეიძლება შესრულდეს მათთვის ოფიციალური წერილების დაგზავნის გზით, რომელშიც მოკლედ უნდა იყოს აღწერილი  დაგეგმვის სავარაუდო პროცესი და სასურველი მისაღწევი შედეგები. ეს ოფიციალური წერილი (თუ შესაძლებელია, შედგენილი უნდა იყოს ადგილობრივი მთავრობის მიერ) მიჩნეული უნდა იქნეს მოწვევად დაინტერესებულ პირთა პირველ შეკრებაზე და აგრეთვე იმის ინდიკატორად, რომ ისინი დაინტერესებული არიან, მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში.

6.4.  საკონსულტაციო  ჯგუფის შექმნა

დაინტერესებული მხარეების პირველ კრებაზე გამოვლენილი მათი ინტერესის საფუძველზე, საჭიროა ოფიციალურად შეიქმნას დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ჩაატარებს კრებებს და განიხილავს დაგეგმვის პროცესის მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამას გარდა, სამუშაო ჯგუფი უშუალოდ უნდა იქნეს ჩართული დაგეგმვის პროცესის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპის სამუშაოებში, მაგალითად, არსებული პირობების შეფასების სამუშაოს დასრულებისას ან მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის მომავალი სისტემისა და მისი ცალკეული ელემენტების  ალტერნატივების შეფასების საქმიანობებში.

6.5. მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის ამოცანებისა და მიზნობრივი შედეგების განსაზღვრა 

6.5.1. ნათელია, რომ ნებისმიერი გეგმის მიზანს წარმოადგენს სასურველი შედეგების მიღწევა. ამიტომ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია იმის გაგება, თუ ზუსტად, კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობს მუნიციპალიტეტი. საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის  ეს ამოცანა გარკვეულწილად უკვე განსაზღვრულია  კოდექსით დადგენილი კრიტერიუმებით, სადაც მითითებულია როგორც მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის  შინაარსი (როგორც ეს ზემოთ იყო წარმოდგენილი), ისე მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობები, რომლებიც მათ უნდა იკისრონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტიანი მომსახურებების უზრუნველსაყოფად თავიანთ ადმინისტრაციულ ფარგლებში (თითოეული მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი მეორე რიგის ამოცანას უნდა წარმოადგენდეს კანონის მოთხოვნების შესრულება შეძლებისდაგვარად ხარჯეფექტიანი და მდგრადი გზით).

6.5.2. დაგეგმვის მოსამზადებელ პროცესში მუნიციპალიტეტების ამოცანები და სასურველი  მიზნები მკაფიოდ უნდა იყო განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, რათა მიღწეულ იქნეს გაზომვადი შედეგები, რაც მეტად მნიშვნელოვანია დაგეგმვის პროცესის შედეგების მონიტორინგისას. პირველადი მიზნობრივი ამოცანები და შედეგები მნიშვნელოვან საწყის წერტილს წარმოადგენენ მთელი დაგეგმვის პროცესისათვის და განსაზღვრავენ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის სავარაუდო სამოქმედო არეალს. ეს ასევე დაეხმარება მუნიციპალიტეტებს იმ სამუშაოების განსაზღვრაში, რომლებიც დაგეგმვის პროცესის სხვადასხვა ქმედების ფარგლებში უნდა შესრულდეს. მუნიციპალიტეტში დაგეგმვის მიზნები და ამოცანები, სავარაუდოდ, მოიცავს შემდეგ ინიციატივებს: 

● მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვების სერვისების ოპტიმიზაცია და გაფართოება;

● ნარჩენების ხარჯეფექტიანი ტრანსპორტირება ახალ რეგიონულ ნაგავსაყრელებზე, პირდაპირი მიზიდვით ან გადამტვირთავი სადგურების მეშვეობით, რომლებიც შეიქმნება ცენტრალური ან ადგილობრივი მთავრობების მიერ;

● ფორმალური მუნიციპალური პროგრამების შემუშავება მუნიციპალური ნარჩენების აღდგენის წილის გაზრდისათვის, რაც წარმოადგენს ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი მუნიციპალური ნარჩენების წილის შემცირებისა და მუნიციპალური ნარჩენების ცალკეული ფრაქციების კომპონენტების ღირებულების აღდგენის  საშუალებას;

● ბაზისის შემუშავება ხარჯების ამოღების ოპტიმიზაციისათვის, მიღწეული გაუმჯობესებების სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

6.5.3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის ამოცანებისა და სამიზნე შედეგების განსაზღვრა და მიღება მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან საწყის ამოცანად უნდა იქცეს, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაერთონ დაინტერებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფი და მუნიციპალიტეტების მიერ შერჩეული თანამშრომლები. საქმიანობის განხორციელებისათვის ხელმისაწვდომი რესურსების ეფექტიანი გამოყენება სამიზნე შედეგებისათვის, უზრუნველყოფს სასურველი მიზნების მიღწევას. ეს კი, თავის მხრივ, წარმოშობს ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების ძირითადი ფუნქციების გაუმჯობესების საჭიროებას, როგორც მუნიციპალიტეტების უმნიშვნელოვანეს საწყის პრიორიტეტს, რასაც შემდეგ უნდა მოჰყვეს ფორმალური აღდგენის პროგრამების შექმნა.

6.5.4. საჭიროა კონკრეტული გეგმის შესრულების მიზნების იდენტიფიცირება, რათა დადგინდეს განმსაზღვრელი ბაზისი, თუ რამდენად წარმატებული იქნება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა. შესრულების მიზნების იდენტიფიცირების კრიტერიუმები უნდა ეფუძნებოდეს ე.წ. „SMART” კონცეფციას, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებული მიზნები უნდა იყოს  სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროის მიმართ სენსიტიური (Specific, Measurable, Achievable, Realistic, and  Time sensitive):

● სპეციფიკური მიზნები არის პირდაპირი და არაორაზროვანი, მათი იდენტიფიცირება ნათლადაა შესაძლებელი მიღწევის შემთხვევაში;

● გაზომვადი მიზნები არის მკაფიოდ განსაზღვრული, ამიტომ თქვენ გეცოდინებათ, თუ როდის იქნება ისინი მიღწეული, რადგან შეგიძლიათ მათი შედეგების გაზომვა;

● მიღწევადი მიზნები არის გონივრული მიზნები, რომლებიც შეიძლება დაისახოს მუნიციპალიტეტმა ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლების გათვალისწინებით;

● რეალისტურია ის მიზნები,  რომელთა მისაღწევადაც მუშაობა სურს და შეუძლია  მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს და საზოგადოებას (ეს გულისხმობს, რომ კოდექსის მოთხოვნები და ეროვნული სტრატეგიის მხარდამჭერი მუნიციპალური ინიციატივები მათ საშუალებას აძლევენ მიიღონ დამატებითი ფინანსური და ტექნიკური რესურსები, რათა მიაღწიონ სასურველ შედეგებს,  კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება, მაგალითად, გადამტვირთავი სადგურების შექმნას რეგიონულ ნაგავსაყრელებამდე ნარჩენების გადატანის ოპტიმიზაციის მიზნით); 

● დროის მიმართ სენსიტიური მიზნები არის მიზნები, რომლებიც განისაზღვრება დაგეგმვისა და განხორციელების დროის ფარგლებში და იგეგმება იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაო შესრულდეს დროის კონკრეტულ და რეალისტურ მონაკვეთში. სამუშაოს ამა თუ იმ ნაწილის შესრულების დროითი ასპექტები შეიძლება მიჩნეულ იქნეს განხორციელების გარდამავალ ეტაპებად, რომლებიც ქმნიან მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შედეგების მისაღწევად მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობების მონიტორინგის  საფუძველს. 

6.5.5 ამ SMART მიზნების იდენტიფიცირება დაგეგმვის მოსამზადებელი პროცესის ფაზაში საშუალებას გვაძლევს, გავითვალისწინოთ  დაგეგმვის ამ  პროცესში მოპოვებული კონკრეტული ინფორმაცია. მიზნობრივი შედეგების ზუსტი და დეტალური განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებმა იცოდნენ, წარმატებულია თუ არა მათი მცდელობები გეგმებით გათვალისწინებული  საქმიანობის შესასრულებლად და მიიღწევა თუ არა ასეთი შედეგები  სასურველი ხარისხით. ამ მიზნების განსაზღვრა საწყის ფაზაში ასევე იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს, რომ დაგეგმვის პროცესში თავიდანვე იქნენ ჩართული დაინტერესებული მხარეები და მუნიციპალიტეტების მიერ შერჩეული მათი თანამშრომლები. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, დასახული ამოცანები და სამიზნე შედეგები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალურად უნდა იქნეს დამტკიცებული მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ, როგორც დაგეგმვის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

6.6. იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენენ ნარჩენების წარმოქმნასა და მართვაზე 

● დაგეგმვის პროცესის დაწყების მომზადებისას  მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს ფაქტორები, რომლებიც გავლენას მოახდენენ მის მიერ მისაღებ  გადაწყვეტილებებზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ეს საქმიანობა უნდა შედიოდეს პროცესის მოსამზადებელ ფუნქციაში, რადგან, ეს სავარაუდოდ, განსაზღვრავს ფუნქცია 1-ის შემდგომი საქმიანობის ფარგლებში შესამუშავებელი დეტალური სამუშაო გეგმის შინაარსს. ფაქტორები, რომლებიც, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენენ მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებულ და მომავალ პირობებზე, მოიცავს შემდეგს:

● დემოგრაფიული მდგომარეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში;

● ნარჩენების წარმოქმნის მონაცემები (მუნიციპალური ნარჩენების როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მონაცემები); 

● სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომლებიც გავლენას ახდენენ როგორც მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნაზე, ისე ხარჯების ამოღების გაუმჯობესების საშუალებებზე (და, შესაძლოა, მუნიციპალიტეტებში არაფორმალური რეციკლირების ახლანდელ დონეზე); 

● მოქმედი ნორმატიული აქტები, მარეგულირებელი მოთხოვნები და  პოლიტიკა;

● მუნიციპალური ნარჩენების მართვის მომსახურების მიმართ არსებული ინსტიტუციური პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები;

● დეტალური ინფორმაცია  მუნიციპალური ნარჩენების მართვის პრაქტიკის, ქონების (ტექნიკურ-მატერიალური ბაზის), პერსონალისა და ინფრასტრუქტურის შესახებ,  რათა განისაზღვროს როგორც მომსახურების ახლანდელი დონე, ისე  სისტემის  ნაკლოვანებები;

● ეკონომიკური ფაქტორები, როგორებიცაა: 1) არსებული მუნიციპალური სისტემის მთლიანი პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები; 2) ხარჯების ამოღების დონე და მოსაკრებლების ამოღების მაჩვენებელი; და 3)  ბიუჯეტირების დონეები და პროცესები;

● ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნარჩენების აღდგენის პროცესებზე, მაგალითად, კერძო სექტორის საქმიანობები და აღდგენილი და კომპოსტირებული მასალების არსებული ბაზრები.

6.7. დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება შესრულების გრაფიკებითა და ძირითადი ეტაპებით

6.7.1. დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფთან მუშაობითა და 1.6. საქმიანობის ფარგლებში იდენტიფიცირებული მუნიციპალური ნარჩენების მართვაზე გავლენის მქონე ფაქტორების გათვალისწინებით, მუნიციპალური დაგეგმვის მენეჯერმა უნდა შეიმუშაოს ყველა შემდგომი საქმიანობის  დეტალური სამუშაო გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის საბოლოო გეგმისა და მისი განხორციელების სტრატეგიის ჩამოყალიბებით. ეს სამუშაო გეგმა  უნდა მოიცავდეს მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ამ გეგმით განისაზღვრება პასუხისმგებლობები განსახორციელებელ სამუშაოებზე, საჭირო ეკონომიკური და ტექნიკური რესურსები, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ყველა ამოცანის შესასრულებლად აუცილებელი სამუშაოების დროითი გრაფიკები (ეტაპები). სამუშაო გეგმაში წარმოდგენილი შესრულების გრაფიკები და ეტაპები ქმნის ბაზისს, რომელიც გვეხმარება მიზნობრივი შედეგის მისაღწევად გაწეული სამუშაოების მონიტორინგში, ასეთ შედეგს კი წარმოადგენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ყოვლისმომცველი გეგმისა და სტრატეგიის შექმნა.

6.7.2. დაგეგმვის პროცესის მენეჯერის მიერ სამუშაო გეგმის მომზადების შემდეგ გეგმას განიხილავს დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც წარადგენს თავის მოსაზრებებს, რის შემდეგაც მოხდება გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია და დამტკიცება მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ (რომელსაც გეგმით გათვალისწინებული ყველა სამუშაოსათვის საკმარისი რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა დაეკისრება).

 

7. არსებული მდგომარეობის განსაზღვრა და შეფასება (ფუნქცია 2)

ეს არის მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესის ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია. მუნიციპალური ნარჩენების მართვის  ეფექტიანი გეგმა უნდა ეფუძნებოდეს საწყის პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის არსებულ სტრუქტურასა და ფუნქციას. არსებული მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასება დაგვეხმარება სისტემის ნაკლოვანებების გამოვლენასა და რაოდენობრივ განსაზღვრაში, ასევე, ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონიძიებების დაგეგმვაში. მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული მდგომარეობის განსაზღვრა მოითხოვს ზუსტი და საკმარისი ინფორმაციის შეგროვებას, რათა მივიღოთ საიმედო მონაცემები მუნიციპალური ნარჩენების წყაროების, რაოდენობების, შემადგენლობის,  არსებული სისტემის ქონების (ტექნიკურ/მატერიალური ბაზის), შესაბამისი ინსტიტუციური სტრუქტურების, ხარჯების, გარემოზე ზემოქმედებისა და სხვა ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის მუშაობაზე. ასეთი ბაზისური ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:

● მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების (მუნიციპალიტეტის  ფარგლებში მოსახლეობისა და ორგანიზაციების/კომპანიების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების ჩათვლით) სახეობები და რაოდენობები;

● ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ფარგლებში ნარჩენების წარმომქმნელი საწარმოების შესახებ, რომლებიც მუნიციპალური სისტემისაგან გამოცალკევებულად მართავენ თავიანთ ნარჩენებს (ნარჩენების სახეობა, რაოდენობა, შემადგენლობა და მათი მართვის წესი);

● მუნიციპალიტეტის ფარგლებში წარმოქმნილი ნარჩენების შემადგენლობა და ფიზიკური თვისებები;

● ნარჩენების მართვის მოქმედი ინსტიტუციური მექანიზმები და მონაცემები სერვისის მომწოდებლების შესახებ;

● არსებული ოფიციალური ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების განთავსების არალეგალური ადგილების  იდენტიფიცირება, მახასიათებლები და მდგომარეობა;

● მონაცემთა ბაზა მუნიციპალიტეტის არსებული რესურსების (ტექნიკურ-მატერიალური ბაზის) შესახებ, რომლებიც გამოიყენება ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შემდგომი მართვის პროცესებში (ავტომანქანების, კონტეინერების რაოდენობა და მდგომარეობა, ქუჩების დამსუფთავებლები, პერსონალი);

● ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, ქუჩების დასუფთავებისა და ა.შ. ფიზიკური პროცესების მახასიათებლები;

● ინფორმაცია კონტეინერების განთავსების ადგილებისა და ნარჩენების მართვის სხვა ინფრასტრუქტურების შესახებ;

● მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ნარჩენების შეგროვების მომსახურების ფარგლები, ამ მომსახურებით სრულიად დაუფარავი ან მხოლოდ ნაწილობრივ დაფარული ტერიტორიების ჩათვლით;

● ქუჩების დასუფთავების ფარგლები და პერიოდულობა;

● ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და განთავსების სრული პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები, არსებული მდგომარეობით;

● ინფორმაცია ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის ახლანდელი პროცესების, მათ შორის – ხარჯების ამოღების არსებული დონისა და მუნიციპალიტეტის მოქმედი საბუღალტრო საანგარიშგებო სისტემის შესახებ;

● ინფორმაცია, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელია მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის მომსახურების დონე (მაგ., მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით (თუ არსებობს). ეს ინფორმაცია შეიძლება ასევე მოპოვებულ იქნეს მოსახლეობის გამოკითხვის გზით დაგეგმვის პროცესში).

საჭირო ინფორმაციის ჩამონათვალი და ნიმუში წარმოდგენილია წინამდებარე დოკუმენტის დანართ 1-ში, რომლის მიზანია საკმარისი მონაცემების მოპოვების ხელშეწყობა. ზემოაღნიშნული ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე მომზადდება არსებული მდგომარეობის ანგარიში, რომელშიც აღიწერება მუნიციპალური სისტემის ნარჩენების მართვის არსებული მდგომარეობა და სისტემის ნაკლოვანებები. ამ ანგარიშს მოამზადებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის ჯგუფი (დახმარებისათვის შეიძლება მოიწვიონ გარეშე ტექნიკური ექსპერტები), რათა მოხდეს საბაზისო მდგომარეობის დადგენა და დაგეგმვის პროცესით გათვალისწინებული მიზნობრივი შედეგების მისაღებად საჭირო გაუმჯობესების ღონისძიებების განსაზღვრა. ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობების განხორცილების შემდეგ უნდა მომზადდეს ანგარიში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც შექმნის საფუძველს, რომ დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფმა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა განსაზღვრონ საუკეთესო ვარიანტი გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის და კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის. ქვემოთ აღწერილი ქმედებების მიზანია იმ  გზების  დადგენა, რომელთა  მეშვეობითაც შეგროვდება და შეფასდება დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია იმისათვის, რომ მივიღოთ სრული სურათი მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

7.1. ნარჩენების ნაკადების განსაზღვრა

დაგეგმვის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ნარჩენების რაოდენობისა და შემადგენლობის განსაზღვრა, რომელთა მართვაც მუნიციპალიტეტის ფუნქციებში შევა. ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ნარჩენების ტიპური წარმომქმნელები არიან საოჯახო მეურნეობები, მუნიციპალური მომსახურების მიმწოდებელნი, რომლებიც წარმოქმნიან, მაგალითად, ქუჩების დასუფთავების შედეგად მიღებულ ნარჩენებს, აგრეთვე კომერციული დაწესებულებები, სამშენებლო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობის სფერო. გეგმის შემუშავების პროცესში საჭიროა, გათვალისწინებული იყოს ნარჩენების წარმოქმნის თითოეული ასეთი წყარო, მიუხედავად იმისა, უშუალოდ მუნიციპალური სისტემა მართავს  წარმოქმნილ ნარჩენებს თუ არა.

7.1.1. ნარჩენების ნაკადების რაოდენობები

ნარჩენების რაოდენობა, რომელიც ნარჩენების  სისტემის რომელიმე კომპონენტით იმართება, არის პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ მასალის მართვისათვის საჭირო  ფუნქციური ერთეულების (სატვირთო ავტოტრანსპორტი, კონტეინერები და ა.შ.) მოცულობასა და რაოდენობას. ნარჩენების რაოდენობა და სახეობა, რომლებიც უშუალოდ მუნიციპალიტეტის ნარჩენების შეგროვების პროგრამით იმართება, უპირველესად არის საყოფაცხოვრებო და ორგანიზაციების/კომერციული დაწესებულებების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების წარმომქმნელების რაოდენობის ფუნქცია, რომლებსაც ნარჩენები მიაქვთ მუნიციპალიტეტის კონტეინერების განთავსების ობიექტებამდე.

ნარჩენების რაოდენობა, ჩვეულებრივ, იზომება წონის ან მოცულობის მიხედვით.  თუ შესაძლებელია, ნარჩენების რაოდენობა, დაგეგმვის მიზნით, უნდა ეფუძნებოდეს ნარჩენების რაოდენობის შესახებ გასული პერიოდების მონაცემებს, სასურველია, სასწორის მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა ბევრგან ნარჩენების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს. ქვეყნებში, სადაც მაღალ დონეზეა განვითარებული  ნარჩენების  მართვის სისტემები, ნარჩენების განთავსების ობიექტებში ან გადამტვირთავ სადგურებში ფართოდ გამოიყენება სატვირთო მანქანების სასწორები იმისათვის, რომ ზუსტად მოხდეს განსათავსებელი ან შემდეგ ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული ნარჩენების ზუსტი წონის დადგენა. ეს საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ზუსტი მონაცემები სხვადასხვა წყაროდან მიღებული ნარჩენების შესახებ. მუნიციპალიტეტში არსებული კომერციული სატვირთო ავტომანქანების სასწორები შეიძლება გამოყენებულ იქნეს დროებით, რათა მივიღოთ მონაცემების ნიმუში შემდგომი ინტერპოლაციისა და ნარჩენების მიახლოებითი  დღიური ან წლიური რაოდენობების დადგენისათვის. თუმცა შემგროვებელი ან გადამზიდავი ავტოტრანსპორტის პირდაპირი აწონვის საშუალების გარეშეც შესაძლებელია, გაკეთდეს გათვლები მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების პროგრამებში ამჟამად გამოყენებული ტექნიკის საფუძველზე, რის შედეგადაც მიახლოებით დადგინდება მართვას დაქვემდებარებული ნარჩენების რაოდენობა. კერძოდ, ეს შეიძლება მოიცავდეს გაზომვად პარამეტრებს, როგორიცაა კონტეინერების რაოდენობა და დაცლის სიხშირე, ნაგავმზიდავი მანქანების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებენ ნარჩენების ტრანსპორტირებას განთავსების ადგილებამდე და სხვ.

იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების მიღების შესახებ ჩანაწერები არ არსებობს, მუნიციპალური სისტემებით მართვას დაქვემდებარებული ნარჩენების რაოდენობის შესახებ მიახლოებითი წარმოდგენის შესაქმნელად შეიძლება გამოვიყენოთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის  დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაცია. ამ შემთხვევაში გამოიყენება ნარჩენების წარმოქმნის მიახლოებითი ერთეულის განაკვეთი (კგ/სულზე/დღე ან წელი), რომლის მიხედვითაც იანგარიშება მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით გენერირებული ნარჩენების რაოდენობა ცვალებადობს 100–300 კგ/სულზე/დღე ფარგლებში. რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტისათვის ერთ სულ მოსახლეზე ნარჩენების წარმოქმნის შესახებ მონაცემების მიღება შესაძლებელია შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“. ეს მაჩვენებლები შეიძლება საკმარისი იყოს მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობის საწყისი პროგნოზირებისათვის. ამგვარი გაანგარიშებები ასევე იძლევა საშუალებას გაკეთდეს პროგნოზი ნარჩენების რაოდენობის შესაძლო ზრდის შესახებ, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლებიდან გამომდინარე. მუნიციპალური ნარჩენების ნაკადების სავარაუდო ზრდის შესახებ პროგნოზი საშუალებას გვაძლევს აგრეთვე, დავგეგმოთ აღჭურვილობისა და პერსონალის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება მუნიციპალური ნარჩენების ეფექტიანი მომსახურებისათვის. შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების ნაკადების პროგნოზული ზრდის განაკვეთის დადგენა მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პერიოდში   მნიშვნელოვანი იქნება  ოპტიმიზაციის პროგრამის ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრის კუთხით.

ასევე შესაძლებელია, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ნარჩენების წარმოქმნის განაკვეთი და მუნიციპალიტეტის ცალკეული სოციალურ-ეკონომიკური პირობები. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცალკეული სეგმენტების შესახებ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მონაცემები და ინფორმაცია დაგვეხმარება ნარჩენების ნაკადების საპროგნოზო გათვლების საიმედოობის გაზრდაში. ჩვეულებრივ, ნარჩენების წარმოქმნის განაკვეთები ქალაქის ტიპის დასახლებებში უფრო მაღალია, ვიდრე სოფლებში. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ნარჩენების შეგროვების მომსახურების საშუალებების შეფასებისას  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებული იმ სოფლებისათვის, რომლებშიც არ მოქმედებს  ნარჩენების მართვის  მუნიციპალური პროგრამა.

გარდა მუნიციპალურ მართვას დაქვემდებარებული ნარჩენების საშუალო რაოდენობების განსაზღვრისა, დაგეგმვის პროცესში ასევე საჭიროა განხილულ იქნეს მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობის პოტენციური დღიური და სეზონური ცვალებადობა. ტურიზმი ან სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების სეზონური გენერირება, შესაძლოა, ნარჩენების რაოდენობების  სეზონური ცვალებადობის მნიშვნელოვანი წყარო აღმოჩნდეს და ეს ფაქტორი გათვალისწინებული უნდა იყოს დაგეგმვის პროცესში.

მუნიციპალური ნარჩენების ნაკადის მახასიათებლების შეფასების მიზნით, საჭიროა, შეგროვდეს შემდეგი საბაზისო სტატისტიკური ინფორმაცია: 

● მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ახლანდელი რაოდენობა და სავარაუდო მატება დაგეგმვის პერიოდში (დემოგრაფიული მდგომარეობის ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში);

● ტერიტორიის გეოგრაფიული ზომა და ფართობი, სადაც მუნიციპალური ნარჩენები გროვდება. ეს ადგილები შეიძლება დაიყოს საცხოვრებელ, საწარმოო ან კომერციულ ზონებად, თუკი ზოგიერთ ასეთ ადგილას მუნიციპალური ნარჩენების მართვის წესი განსხვავდება სხვა ადგილებში მოქმედი წესებისაგან. დაგეგმვის პროცესში სასარგებლო იქნება რუკები, რომლებზედაც ამ ტიპის ინფორმაციაა   წარმოდგენილი  (მიწათსარგებლობის და მიწათმფლობელობის რუკების მიღება შეიძლება   საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);

● გეოგრაფიული ადგილები და დასახლებული პუნქტები, მაგალითად ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებული სოფლები, რომლებშიც შეზღუდულად ან, საერთოდ, არ მოქმედებს  ნარჩენების მართვის მუნიციპალური პროგრამა. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული დაყოფის ძირითადი რუკები უნდა მომზადდეს იმ ადგილებისა და მოსახლეობის რაოდენობის  აღნიშვნით, სადაც შეზღუდულად ან, საერთოდ, არ მოქმედებს  ნარჩენების მართვის მუნიციპალური პროგრამა;

● იმ ძირითადი საწარმოების, კომერციული დაწესებულებების, მათ შორის – სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული სფეროს დაწესებულებების სიდიდისა და რაოდენობის დეტალური  მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება ნარჩენების მსხვილ წარმომქმნელებს მივაკუთვნოთ, და რომლებიც შეიძლება ეწეოდნენ, ან არ ეწეოდნენ ნარჩენების მართვის დამოუკიდებელ მომსახურებას ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებს გარეთ.

მუნიციპალურ მართვას დაქვემდებარებული ნარჩენების სავარაუდო  რაოდენობრივი შეფასება დაგვეხმარება ნარჩენების შესაგროვებელი საშუალებების (კონტეინერები, სატვირთო ავტომანქანები და პერსონალი) რაოდენობის განსაზღვრაში, რომელიც საჭიროა ამ მომსახურების ადეკვატურ დონეზე შესასრულელად (საბოლოო ჯამში, დაგეგმვის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობებისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონული ნაგავსაყრელების ხიდურა სასწორებიდან მიღებულ ინფორმაციას).

7.1.2. ნარჩენების შემადგენლობა

 გარდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ფარგლებში მოქცეული ნარჩენების რაოდენობის განსაზღვრისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების შემადგენლობის ცოდნაც. ნარჩენების შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია განსაზღვრავს ნარჩენების ფორმალური რეციკლირებისა და კომპოსტირების პროგრამების შექმნის შესაძლებლობებს, მუნიციპალური ნარჩენების ნაკადებში აღდგენადი მასალების (როგორიცაა რეციკლირებადი მასალები და ორგანული მასა) შემცველობის პროპორციის დადგენის მეშვეობით. უმეტეს შემთხვევებში ნარჩენების შემადგენლობის შეფასების მიზანია ნარჩენების ნაკადში ორგანული ნივთიერებების, ქაღალდის, მუყაოს, პლასტიკის, შუშისა და ლითონის მასალების  შემცველობების განსაზღვრა. ინფორმაცია მუნიციპალური ნარჩენების ნაკადის ფიზიკური შემადგენლობის შესახებ მნიშვნელოვანი იქნება მასალების აღდგენის პროცესებისა და საშუალებების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის (და დაპროექტების) შეფასებისათვის. მაგალითად, მუნიციპალური ნარჩენების ნაკადებში იმ რეციკლირებადი ან კომპოსტირებადი მასალების განსაზღვრა, რომელთა აღდგენა ხარჯეფექტიანად შეიძლება განხორციელდეს, მნიშვნელოვანია აღდგენითი ინიციატივების ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესაფასებლად (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ უნდა იქნეს გამოკვლეული ნარჩენების შემცველობის შეფასებისას, არის ზემოქმედება, რომელიც შეიძლება რეციკლირების არაფორმალურმა საწარმოებმა მოახდინონ მუნიციპალური ნარჩენების ნაკადების ფიზიკურ მახასიათებლებზე).

7.2. ნარჩენების მართვის პროცესების, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის შეფასება

მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოქმედი მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ოპერაციული მაჩვენებლები და ფუნქციები დახმარებას გაგვიწევს არსებული სისტემის ნაკლოვანებების გამოვლენაში და იმ ღონისძიებების დაგეგმვაში, რომელთა გატარებაც საჭიროა მათი აღმოფხვრის მიზნით.

7.2.1 შეგროვება/ტრანსპორტირება

შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურება, ჩვეულებრივ, მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სისტემის ყველაზე ძვირად ღირებულ და ხილულ ელემენტებს წარმოადგენენ. მოსახლეობის მიერ აღქმა იმისა, თუ რამდენად ეფექტიანია მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემა, დიდწილად დამოკიდებულია მათ დაკვირვებაზე ნაგვის შეგროვების პროცესზე. ეს შეიძლება მოიცავდეს დაკვირვებას ნაგვის ურნების ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე, ნაგვის ურნების დასუფთავების სიხშირეზე, ნაგვის მოცულობასა და ნაგვის გადამზიდავი მანქანებისა და ურნების ფიზიკურ მდგომარეობაზე. მიზანშეწონილია მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ამჟამინდელი სისტემისა და მისი კომპონენტების აღწერა მათი ფიზიკური, ფინანსური და საორგანიზაციო ფუნქციების თვალსაზრისით. ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სისტემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება უნდა ითვალისწინებდეს ნარჩენების შეგროვების და სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებასა და ფიზიკურ შეფასებას, მათი რაოდენობის, სახეობისა და მდგომარეობის ჩათვლით. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია იმ საშტატო ერთეულების დადგენა, რომლებიც გამოყოფილია ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების პროცესისათვის. ამას გარდა, აუცილებელია საოპერაციო ფაქტორების, როგორიცაა ნარჩენების ურნების ადგილმდებარეობა, მათი დასუფთავების სიხშირე და  დანადგარების/სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და მოვლის პროცედურები, განსაზღვრა და შეფასება.

7.2.2. ნარჩენების აღდგენა (რეციკლირება, კომპოსტირება და ა.შ)

კოდექსის  ერთ-ერთ ფუნდამენტურ პირობას წარმოადგენს ნარჩენების კომპონენტების აღდგენის დონის ამაღლება და მათი პოტენციურ რესურსად გამოყენება და ამით საბოლოო განთავსებას დაქვემდებარებული ნარჩენების რაოდენობის შემცირება. უმეტეს შემთხვევაში, ნებისმიერი მუნიციპალური ნარჩენების აღდგენის ოფიციალური პროგრამის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა  განისაზღვრება იმ ბაზრების არსებობით ან შექმნით, რომლებიც იყენებენ ასეთ მასალებს, რეციკლირებადი მასალებისა და კომპოსტის ჩათვლით, რომლებიც მიიღება ნარჩენების ორგანული ფრაქციიდან. არსებული მდგომარეობის შეფასების ეტაპზე უნდა განისაზღვროს, მიმდინარეობს თუ არა ნარჩენების აღდგენასთან დაკავშირებული საქმიანობა მუნიციპალიტეტში და თუ მიმდინარეობს, რა სახის და რა მოცულობით. მხედველობაში მისაღებია არაფორმალური სექტორის საქმიანობა და მისი გავლენა ურნებში ან ნაგავსაყრელებზე განლაგებული ნარჩენების აღდგენაზე. ნარჩენების აღდგენის არსებული პროცესების თავისებურება და მოცულობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ მუნიციპალური ოფიციალური პროგრამების სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრაში, რომელიც შესაძლებელია, მომავალში განვითარდეს.   აღდგენის ნებისმიერი  საქმიანობის განსაზღვრა და შეფასება უნდა მოხდეს შემდეგი ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე:

●რეციკლირებას დაქვემდებარებული მასალები (ქაღალდი, მეტალი, პლასტიკა და ა.შ.);

●არსებული გადამმუშავებელი საწარმოები (ადგილმდებარეობა, სიმძლავრე, გადამუშავების პროცესების სახეობები, ასაკი და ა.შ.);

●გადამუშავებული მასალების ორგანიზებული შეგროვება (მომსახურების არეალი, ნარჩენების სახეობა, რაოდენობა, შეგროვების მეთოდი, შეგროვების სიხშირე);

●რეციკლირებადი მასალების არაფორმალური შეგროვება იმის გათვალისწინებით, თუ რისი შეგროვება ხდება ჩვეულებრივ;

●კომპოსტირების ოპერაციები;

●ბაზრები გადამუშავებული მასალებისა და კომპოსტისათვის და მათი არსებობის შემთხვევაში – შეგროვებული მასალების სახეობები და ბაზრის ჯაჭვის სტრუქტურა;

●ნარჩენების გადამუშავებასა და კომპოსტირებასთან დაკავშირებული ეკონომიკური ფაქტორები, გადამუშავებული მასალების ამჟამინდელი და წარსულში არსებული ფასების ჩათვლით;

●ადგილობრივი, რეგიონული, სახელმწიფო და საერთაშორისო ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიებისა და კონსოლიდატორების გამოვლენა და დახასიათება, რომლებიც ამჟამად ემსახურებიან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიას.

7.2.3. ნარჩენების განთავსება

ისტორიულად, საქართველოში ნარჩენების განთავსების ობიექტები  წარმოადგენენ ღია ნაგავსაყრელ პოლიგონებს ან ნარჩენების გადაყრის არაოფიციალურ ადგილებს, რომლებიც ნარჩენების წარმომქმნელების ახლოს არის განლაგებული, სადაც ნარჩენების შეგროვების მომსახურება შეზღუდულია ან საერთოდ არ არსებობს. წინამდებარე შეფასების ფარგლებში უნდა მოხდეს იმ ოფიციალური ნაგავსაყრელი პოლიგონების გამოვლენა და დახასიათება, რომლებიც გამოიყენება მუნიციპალიტეტის მიერ. დაგეგმილია მათი ჩანაცვლება ან გაუმჯობესება “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” მიერ, მაგრამ მუნიციპალიტეტი შეინარჩუნებს პასუხისმგებლობას შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირებაზე ახალ ნაგავსაყრელამდე. აუცილებელია, განისაზღვროს, რამდენად გაიზრდება ტრანსპორტირების მანძილი, რათა დადგინდეს მისი გავლენა მუნიციპალური შეგროვების პროგრამის ხარჯებსა და ფუნქციებზე. არსებული მდგომარეობის შეფასების პროცესში უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განთავსების არაოფიციალური ადგილების ინვენტარიზაცია და მათი პროფილის დადგენა. აუცილებელია, განისაზღვროს მათი ზუსტი ადგილმდებარეობა (GPS, რუკა და ა.შ.), მათზე განლაგებული ნარჩენების დაახლოებითი რაოდენობა, ფიზიკური პარამეტრები (ზედაპირი, სიღრმე და ა.შ.) და ნებისმიერი  ესთეტიკური ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხი. საბოლოოდ, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების სტრატეგიაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ღონისძიებები მათ დახურვასთან (საჭიროების შემთხვევაში – გაუმჯობესებასთან) დაკავშირებით.  

7.2.4. ნარჩენების მართვაში ჩართული სტრუქტურები

არსებული მდგომარეობის შეფასების ამ ეტაპზე უნდა მოხდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოქმედი სისტემის ინსტიტუციური სტრუქტურისა და მენეჯერული ფუნქციების შეფასება. ეს უნდა მოიცავდეს იმ უწყებების ტექნიკური და მენეჯერული შესაძლებლობების ობიექტურ შეფასებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ნარჩენებთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაზე. ამას გარდა, უნდა გადაიხედოს მუნიციპალიტეტსა და ნარჩენების სერვისპროვაიდერებსა და კონტრაქტორებს შორის დადებული კონტრაქტების პირობები, რათა დადგინდეს, რამდენად სრულად და სწორად არის განსაზღვრული მოვალეობები და პასუხისმგებლობები წარსულში განხორციელებული მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით. ასეთი მონაცემები შესაძლებელს გახდის, სწორად განვსაზღვროთ ის ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს  ინსტიტუციური გაძლიერებისათვის, რათა წარმატებით მოხდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის განახლებული სისტემის წარმატებულად მართვა და ფუნქციონირება გეგმით გაწერილი შედეგების მიღწევის მიზნით.

7.3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის ნაკლოვანებების დადგენა და დახასიათება

კოდექსით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით  (მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესების ჩათვლით, რომლებიც განსაზღვრულია „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2016  წლის 1 აპრილის №159 დადგენილებით) და არსებული მუნიციპალური შეგროვების სისტემის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, დაგეგმვის  პროცესის დროს უნდა გამოვლენილ იქნეს ის ნაკლოვანებები, რომლებზედაც რეაგირება უნდა მოხდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის შესაბამისი გეგმების განხორციელების პროცესში. სულ მცირე, ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელების პროცესში უნდა მოხდეს შემდეგი ყველაზე სავარაუდო ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და რაოდენობრივად გამოხატვა:

7.3.1. შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი – უმეტეს შემთხვევებში,  მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების პროგრამების ძირითად პრობლემას წარმოადგენს მომსახურების დაფარვის არეალი, რომელზედაც ვრცელდება შეგროვების ოფიციალური პროგრამები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ ადგილების ადგილმდებარეობის გამოვლენა და მათი დახასიათება, სადაც არ ხდება ნარჩენების შეგროვება და გატანა, მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა მიეწოდოს მათ ეს სერვისი და იმ ღონისძიებების დასაგეგმად, რომლებშიც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა, რათა დაცულ იქნეს ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები. მომსახურების არეალის გაფართოება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის სასურველი შედეგების მიღწევის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ასეთი ადგილების რუკაზე დატანა და ამ ადგილებში წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების სავარაუდო რაოდენობისა და მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ამას გარდა, რეკომენდებულია იმის დადგენაც, თუ როგორ ხდება ამ ადგილებში ნარჩენების განთავსება. მნიშვნელოვანია ასევე, მუნიციპალიტეტში არსებული დაცული ტერიტორიებისა და ტყის მასივების იდენტიფიცირება და ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული არსებული პრობლემების დადგენა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ნარჩენების მართვა ამ ტერიტორიებზე და მათი ურთიერთკავშირი მუნიციპალური შეგროვების პროგრამასთან.

7.3.2. შეგროვების/სატრანსპორტო ოპერაციები და ექსპლუატაცია – არსებული მუნიციპალური შეგროვებისა და ტრანსპორტის სისტემის შეფასების დროს უნდა დადგინდეს იმ საშუალებების (ნაგავმზიდავებისა და კონტეინერების) რაოდენობა, ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა, რომელთა გამოყენება ხდება შეგროვების მომსახურების გაწევისას. ამ კუთხით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მდგომარეობაა და ეს ინფორმაცია ძალზე მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, თუ რა დამატებითი ტექნიკური რესურსების მობილიზაციაა საჭირო სანდო და ეფექტიანი მომსახურების გაწევისა და მომსახურების არეალის გაფართოებისათვის. არსებული მუნიციპალური პროგრამის ამ ასპექტის შეფასება უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე ნაგვის კონტეინერების განლაგებას იმის დასადგენად, არსებობს თუ არა მათი საკმარისი რაოდენობა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა საყოფაცხოვრებო და  საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების წარმომქმნელებისათვის.

7.3.3. ნარჩენების  განთავსების არაოფიციალური, არაკონტროლირებადი ადგილების ადგილმდებარეობა და დახასიათება – აუცილებელია თითოეულ მუნიციპალიტეტში ასეთი ადგილების იდენტიფიცირება, რათა საბოლოოდ მოხდეს მათი დახურვა ან, საჭიროების შემთხვევაში, მათი გაუმჯობესება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის შემცირების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში გათვალისწინებულ იქნეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ეს ადგილები არ იქნება გამოყენებული დახურვის შემდეგ. ამისათვის მნიშვნელოვანია  ეფექტიანი აღსრულების სტრუქტურის შექმნა, რომელიც გააკონტროლებს, ხდება თუ არა სათანადოდ ნარჩენების მართვა მუნიციპალური შეგროვების სისტემის მეშვეობით, რომლის მომსახურების არეალი შეიძლება გაფართოვდეს და მომსახურება მიეწოდოს იმ ადგილებს, სადაც ეს ადრე არ ხდებოდა და  შედეგად, შესაძლოა, მოხდეს არაოფიციალური ნაგავსაყრელების ოფიციალურად გამოყენება.

7.4.  ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად განსაზღვრა

მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოქმედი სისტემის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების განსაზღვრა ძალზე მნიშვნელოვანია იმ ხარჯების დასადგენად, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის გაუმჯობესებასთან. ამ მიზნით, აუცილებელია მოხდეს ყველა იმ ხარჯის აღრიცხვა, რომელიც უკავშირდება არსებულ მომსახურებასა და ინფრასტრუქტურას. მთლიანი ხარჯების ამგვარი შეფასება შესაძლებელს გახდის, განისაზღვროს დამატებითი ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია შეგროვების, ტრანსპორტირებისა და ნარჩენების განთავსების ძირითად ინდივიდუალურ ფუნქციებთან. ხარჯების განსაზღვრით უნდა დადგინდეს არსებული ბიუჯეტით გათვალისწინებული მთლიანი პირდაპირი ხარჯები, ასევე, ერთეულების ხარჯების დაანგარიშება, მაგალითად, როგორიცაა ხარჯი შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენების ერთ ტონაზე. ეს ყველაფერი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს, ჩაატარონ შედარებითი ანალიზი, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეადარონ თავიანთი მომსახურების ხარჯები სხვა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამის ხარჯებს. მოსალოდნელია დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შედეგების მისაღწევად და ოპერირების სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად. შესაბამისად, არსებულ ხარჯებსა და იმ ხარჯებს შორის სხვაობა, რომლებიც აუცილებელია მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი იქნება იმ დამატებითი რესურსების დასადგენად, რომლებიც საჭიროა კოდექსის მოთხოვნებისა და გეგმის შედეგების მისაღწევად.

7.5. საოპერაციო და სისტემის განვითარებისათვის საჭირო რესურსების მოზიდვის არსებული საშუალებების შეფასება, სტანდარტული ბიუჯეტირებისა და ხარჯების ამოღების პროცესების ჩათვლით  

მუნიციპალიტეტებმა უნდა განსაზღვრონ ის მეთოდები/ხერხები, რომელთა გამოყენებით მოხდება იმ ფინანსური რესურსების მოზიდვა, რომლებიც აუცილებელია მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ამოცანების განსახორციელებლად და მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის გასაუმჯობესებლად. ბიუჯეტის პოტენციური წყაროების განსაზღვრა, სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და სხვა რესურსების ჩათვლით, უნდა ხდებოდეს დაგეგმვის პროცესის დროს. ამჟამად, როგორც წესი, მუნიციპალიტეტები რიგ ფინანსურ ინსტრუმენტებს იყენებენ მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემების განხორციელების, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის მიზნით და, ამრიგად, აუცილებელია იმ მეთოდების განსაზღვრა და შეფასება, თუ როგორ ხდება მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემებთან დაკავშირებული სახსრების მოზიდვა. ეს მნიშვნელოვანი იქნება  დაფინანსების არსებული მექანიზმების შესაძლებლობების შესაფასებლად გეგმის ამოცანების (შედეგების) განხორციელების თვალსაზრისით. დღესდღეობით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის დაფინანსება დიდწილად დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და დამატებითი სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც. მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის ბიუჯეტის შემუშავება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებისა და იმ შემოსავლების საფუძველზე, რომელთა გენერირება შეიძლება, მოხდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ზემოაღნიშნულის წილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის ბიუჯეტში ძალზე უმნიშვნელოა და არ უზრუნველყოფს დიდ ეკონომიკურ დახმარებას. ეს გამოწვეულია როგორც მცირე ოდენობის გადასახადების არსებობით, ასევე მათი ამოღების დაბალი დონით.  უფრო კონკრეტულად, ამ ქმედების ფარგლებში უნდა მოხდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული სისტემის დაფინანსების დონის აღწერა შემდეგი ელემენტების ჩათვლით:

●შეგროვებისა და განთავსების დაფინანსების მექანიზმი მომხმარებელთა გადასახადების, საბიუჯეტო წყაროებისა და სხვა დაფინანსების წყაროების ჩათვლით;

●არსებული მოსაკრებლების განაკვეთები (ერთეულის მიხედვით/მომხმარებლების გადასახადები) და  მათი ამოღების მაჩვენებლები ყველა სახის ნარჩენების წარმომქმნელისათვის (საყოფაცხოვრებო, კომერციული და ა.შ.);

●ნარჩენების მართვის მომსახურების დაფინანსებაში არსებული ძირითადი პრობლემები, როგორიცაა მოსაკრებლების გადაუხდელობა, ნარჩენების მართვისათვის გამოყოფილი სახსრების გამოყენება სხვა დანიშნულებით და სხვ.

7.6. საზოგადოების ცნობიერებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხებისადმი მისი დამოკიდებულების შეფასება

საყოფაცხოვრებო, კომერციული დაწესებულებებისა და სამრეწველო ნარჩენების წარმომქმნელებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ნარჩენების მართვის სისტემის წარმატებულ ფუნქციონირებაში, რომელიც ეფუძნება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმას. მათი დამოკიდებულება ნარჩენების მართვის არსებული ფუნქციებისადმი, შესაძლოა, განმსაზღვრელი ფაქტორი გახდეს მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ახალ პროგრამებსა და ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ ელემენტებთან დაკავშირებით, როგორიცაა სატარიფო რეფორმა და აღსრულების უფრო მაღალი დონე. ნარჩენების მართვის წარმატებული  გეგმის შემუშავებისათვის პროექტების ფარგლებში ხდება გამოკითხვების/კვლევების ჩატარება იმის დასადგენად, თუ რა დამოკიდებულება აქვს ნარჩენების წარმომქმნელებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული არსებული პრაქტიკის მიმართ და მზად არიან თუ არა, გადაიხადონ გაუმჯობესებული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურისათვის. აუცილებელი იქნება ფართომასშტაბიანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება საზოგადოების გაგებისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად  შესაძლო სატარიფო რეფორმასთან დაკავშირებით (უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ნარჩენების მართვის ეფექტიან მუნიციპალურ პროგრამას უნდა ჰქონდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ელემენტი, რომელსაც რეგულარული ხასიათი ექნება).

7.7. არსებული ინსტიტუტების ტექნიკური და მენეჯერული შესაძლებლობების შეფასება  ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისათვის

ნარჩენების მართვის ეფექტიანი პროგრამის შემუშავება და განხორციელება მოითხოვს იმ მუნიციპალური ინსტიტუტების სათანადო ტექნიკურ და მენეჯერულ შესაძლებლობებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელებასა და ზედამხედველობაზე. ამისათვის მუნიციპალიტეტმა უნდა ჩაატაროს კრიტიკული თვითშეფასება, რათა დაადგინოს, აქვს თუ არა მას შესაბამისი ტექნიკური და მენეჯერული შესაძლებლობები მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ამოცანების განხორციელებისა  და განახლებული მუნიციპალური სისტემის მართვისათვის. სულ მცირე, ეს უნდა მოიცავდეს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების არსებული ინფრასტრუქტურის შეფასებას. ამას გარდა, უნდა შეფასდეს ტენდერების პროცედურები, კონტრაქტის პირობები ნარჩენების მომსახურების გაწევაში ჩართულ კონტრაქტორებთან (შპს) და პერსონალის კომპეტენციები. შესაძლებლობებთან დაკავშირებული ნაკლოვანებების გამოვლენა უნდა მოხდეს დაგეგმვის პროცესის შეფასების ეტაპზე, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საჭირო შესაძლებლობების/კომპეტენციების განვითარება გეგმის შემუშავებისა და განხორციელების განმავლობაში. ამ სახელმძღვანელოში იდენტიფიცირებული დაგეგმვის აქტივობები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მუნიციპალიტეტის იმ თანამშრომლების ტრენინგისა და უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, რომლებიც ჩართული არიან დაგეგმვის პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია იმ პროგრამების გამოვლენა და გამოყენება დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების პერიოდში, რომლებსაც სთავაზობენ დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტრო, აკადემია და სხვ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტიტუციური შესაძლებლობების შესანარჩუნებლად პერსონალის გადინების პირობებში.

 

8. ვარიანტების შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება ფუნქცია 3:

8.1. იმის შემდეგ, რაც ზუსტად დადგინდება, თუ რა სახის მომსახურება და ინფრასტრუქტურა არსებობს მუნიციპალიტეტში, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება საუკეთესო გზების შესახებ სისტემაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად. ძირითად მომსახურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გარდა, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება აღდგენის ახალი ინიციატივების შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილება პრიორიტეტულ საკითხად კოდექსის განხორციელების თვალსაზრისით. ამას გარდა, აუცილებელია მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროგრამის სხვადასხვა ელემენტთან დაკავშირებული ყველა პოტენციური ალტერნატივის შეფასება იმის დასადგენად, შედის თუ არა მუნიციპალიტეტის ინტერესებში და პასუხობს თუ არა როგორც კოდექსის და ნორმატიული აქტების, ასევე ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს. ნარჩენების დამუშავების ევროკავშირში წარმატებულად მოქმედი მოწინავე ტექნოლოგიების საქართველოში მყისიერად გადმოტანა შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უპირველესი საჭიროებაა ძირითადი მომსახურების გაუმჯობესება, ხოლო ამ ტექნოლოგიების გამოყენება მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მომსახურება და ინფრასტუქტურა, რომლის შეფასება აუცილებელია მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განვითარებისათვის საწყის ეტაპზე, შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად: 

8.1.1. ტექნიკური ვარიანტები – ტექნიკური ვარიანტები იარსებებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის  ყველა ელემენტისათვის. ამაში იგულისხმება შეგროვების მომსახურების ოპტიმიზაცია და გაფართოება. განსაკუთრებით – მომსახურების ხელმისაწვდომობა სოფლებისა და დასახლებებისათვის, სადაც შეგროვების ოფიციალური პროგრამის საშუალებით მოხდება ამ ადგილებში მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების საუკეთესო ვარიანტების შერჩევა. ამ შემთხვევაში ალტერნატიული გზა შეიძლება იყოს დახმარების გაწევა სოფლის დონეზე მართვის სისტემის განვითარებაში, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ რისკებს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის ალტერნატიულ მიდგომას შეიძლება წარმოადგენდეს აღდგენის ახალი პროცესებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება. მაგალითად, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება წვდომა გადამუშავებას დაქვემდებარებულ მასალებზე. გადამუშავებას დაქვემდებარებული მასალების წყაროსთან სეპარაციამ, შესაძლოა, საგრძნობლად გააუმჯობესოს მარკეტინგი და შესაძლებლობები მეორადი გამოყენებისათვის, უფრო მაღალი ხარისხის, დაუბინძურებელ მასალებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, მაგრამ აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ნარჩენების სეპარირებული (დახარისხებულად), შეგროვების პროცესთან დაკავშირებული ხარჯები. ამის გათვალისწინება აუცილებელია მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების დროს, ვინაიდან კოდექსში აღნიშნულია, რომ გეგმის ფარგლებში უნდა მოხდეს იმ ღონისძიებების შეფასება, რომლებიც დაგეგმილია ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და მუნიციპალური ნარჩენების აღდგენის პრაქტიკის დანერგვისათვის, ბიოდეგრადირებადი და შესაფუთი ნარჩენების ჩათვლით;

8.1.2. ინსტიტუციური ვარიანტები – ინსტიტუციური ვარიანტების შეფასების მეშვეობით ხდება იმ სტრუქტურის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელი უნდა იყოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებასა და მიზნობრივი შედეგების მიღწევაზე. ეს შეიძლება  მოიცავდეს არსებულ მუნიციპალურ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან არსებული მომსახურების გაწევაზე, ან ახალი სისტემის მონაწილეებს, როგორიცაა, კერძო სექტორი ან შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ტერიტორიული ორგანოები;

8.1.3. ფინანსური ვარიანტები – მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ამოცანებისა და შედეგების განხორციელებას დასჭირდება გაზრდილი ინვესტიციები. ეს მოითხოვს აგრეთვე შესაბამის ფინანსურ რესურსებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოქმედი სისტემა ფუნქციონირებს სათანადო და ეფექტიან დონეზე. მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ელემენტია სატარიფო რეფორმა, როგორც ინსტრუმენტი ნარჩენების წარმომქმნელებისაგან მეტი ხარჯის მობილიზებისათვის გაუმჯობესებული სისტემის გამართულად ფუნციონირების მიზნით.  არსებული საკანონმდებლო ბაზა იძლევა საფუძველს ტარიფებისა და ხარჯების ამოღების პროცესისათვის, თუმცა იგი  დიდად არ უწყობს ხელს არსებული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარჯების ფაქტობრივ დაფარვას. ამასთან, მუნიციპალური მოსაკრებლის გაზრდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელებისა და ორგანიზაციებისათვის/კომპანიებისათვის შეიძლება ვერ მოხერხდეს, რადგან მათ გაზრდილი გადასახადების გადახდის საშუალება არ გააჩნიათ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (რომლებიც უფლებამოსილი არიან მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრაზე) შეიძლება დასჭირდეთ ტარიფების არსებული სისტემის გადახედვა, მათ შორის, მოსაკრებლის ამოღების საშუალებებთან მიმართებით,  რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გაუმჯობესებული სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (ეს ხშირად ერთ-ერთი ყველაზე რთული პოლიტიკური რეალობაა მუნიციპალური ნარჩენების მართვის მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესში). ტარიფების სისტემის რეფორმირების გარდა, მუნიციპალიტეტებმა უნდა შეაფასონ ალტერნატიული გზებიც იმ საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად და შესასყიდად, რომლებიც საჭიროა მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შედეგების მისაღწევად.

8.1.4. ყველა ვარიანტის შეფასებისას მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს რიგი ფაქტორები, როგორიცაა ეკონომიკური ეფექტიანობა, ხელმისაწვდომობა, ამ ვარიანტის გამოყენებით მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ამოცანების მიღწევის შესაძლებლობა და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, პასუხობს თუ არა კოდექსის მოთხოვნებს. მუნიციპალური ნარჩენების მართვის საბოლოო გეგმამ უნდა წარმოადგინოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები და დაადასტუროს რეკომენდებული ვარიანტების ვარგისიანობა. ამ კუთხით დახმარება, შესაძლოა, გაგიწიოთ ქვემოთ ჩამოთვლილმა საქმიანობებმა. 

8.2. მუნიციპალური ღონისძიებებისა და პროცესების  პრიორიტეტულობის განსაზღვრა

კოდექსი, მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები და სტრატეგია განსაზღვრავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც ცენტრალურმა მთავრობამ უნდა გაატაროს ნარჩენების მართვის სახელმწიფო სისტემის მხარდასაჭერად, რათა სისტემამ ეფექტიანად იფუნქციონიროს იმ ელემენტების ჩათვლით, რომლებიც მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. მაგალითად, რეგიონული ნაგავსაყრელების განვითარების ტემპმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურების გაუმჯობესების ტემპზე. ამას გარდა, ყველა ვარიანტის შეფასების შემდეგ, რომელთა მიზანია მუნიციპალურ სისტემაში არსებულ პროცესებსა და ინფრასტრუქტურაში ნაკლოვანებების აღმოფხვრა, ამ ვარიანტების განხორციელებისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, შესაძლოა, საჭირო გახდეს გეგმის განხორციელების დაგეგმვა არსებული ფინანსური რესურსების შესაბამისად. ღონიძიებების კოორდინაციის საჭიროება ხელს შეუწყობს პრიორიტეტების განსაზღვრას, რაც მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ფაზაში უნდა მოხდეს. ზემოაღნიშნულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში დროში გაიწერება გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. მაგალითად, შეგროვებისა და განთავსების მომსახურების გაუმჯობესება შეიძლება უფრო პრიორიტეტული იყოს საწყის ეტაპზე, ვიდრე აღდგენის ხელშემწყობი ახალი პროცესებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მათ შეუძლიათ ხარჯების ამოღების მაჩვენებლის გაზრდა, არსებული შეზღუდული ეკონომიკური რესურსებიდან გამომდინარე. ამგვარად, პრიორიტეტები, ნარჩენების მართვის გეგმის რომელ ელემენტზე მოახდენს მუნიციპალიტეტი რეაგირებას, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს იმის გათვალისწინებით, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს ცენტრალური მთავრობა კოდექსის ამოცანების მხარდასაჭერად და რა ოდენობის ფინანსური რესურსები აქვს მუნიციპალიტეტს.

8.3. არსებული ან მომავალი სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების ან ინფრასტრუქტურის გამოვლენა, რომლებიც გავლენას მოახდენენ მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სისტემების ვარიანტებზე

ნარჩენების მართვის სახელმწიფო სისტემის განვითარებისთანავე მოხდება სახელმწიფო და რეგიონული ინიციატივის განვითარება, რომელიც გავლენას მოახდენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შინაარსსა და შედეგებზე. მაგალითად, ცენტრალური მთავრობის მიერ ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა ყველა რეგიონში, ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურების დაგეგმარებასა და ზემოაღნიშნული გეგმების შინაარსზე. რეგიონებში ნაგავსაყრელების ადგილმდებარეობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაზარდოს ნარჩენების ტრანსპორტირების მანძილი. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ადგილებსა და ნაგავსაყრელებს შორის მანძილის (და დროის, რომელიც საჭიროა ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის) მიხედვით განისაზღვრება ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობის საჭიროება შეგროვებისა და ტრანსპორტირების პროცესის ოპტიმიზაციისათვის. ამას გარდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლოა შემოიღოს მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებული გადასახადი (რომლის ოდენობა, სავარაუდოდ, დაეფუძნება ნაგავსაყრელზე მიტანილი მუნიციპალური ნარჩენების ფაქტობრივად აწონილ ოდენობას), რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე, მუნიციპალური ნარჩენების მართვის ფუნქციების განხორციელების თვალსაზრისით.

8.4. ნარჩენების სამომავლო გენერაციის პროგნოზირება

კოდექსი ითვალისწინებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმების შემუშავებას და მიღებას. ამ პერიოდის განმავლობაში ნარჩენების რაოდენობა, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა მართოს, შეიძლება შეიცვალოს იმის გათვალისწინებით, გაიზრდება თუ შემცირდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა. შესაბამისად, დაგეგმვის პროცესში შეფასებული სხვადასხვა ვარიანტი უნდა ეფუძნებოდს მუნიციპალური ნარჩენების იმ მოცულობას, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას დაგეგმვის ხუთწლიან პერიოდში. ეს ქმედება საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ მუნიციპალური ნარჩენების ოდენობის წარმოქმნის პროგნოზირება ზემოაღნიშნული პერიოდისათვის და განვსაზღვროთ, თუ რა გავლენას მოახდენს მუნიციპალური ნარჩენების ეს მოცულობა მუნიციპალური პროგრამის სხვადასხვა ელემენტის შემუშავებასა და ფუნქციონირებაზე.

8.5. საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა და კონსულტაციების ეფექტიანი პროცესის განვითარება

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელსაც ექნება რეგულარული ხასიათი და ფართო მასშტაბი, აგრეთვე კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ძალზე მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის ეფექტიანი პროგრამის განვითარებაში. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა  და კომუნიკაციის პროცესი მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია საზოგადოების თანხმობის მოპოვება გეგმასა და მის შედეგებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს გეგმა საზოგადოებამ უნდა განახორციელოს და მათი მონაწილეობა დიდწილად განსაზღვრავს მის წარმატებას თუ წარუმატებლობას. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, დაგეგმვის პროცესში სრულად უნდა იქნეს გამოყენებული კომუნიკაციის ისეთი ელემენტები, როგორიცაა  საინფორმაციო ბიულეტენები ან ელექტრონული გზავნილები, რომლებიც საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას დაგეგმვის პროცესისა და მისაღწევი შედეგების შესახებ. ამას გარდა, აუცილებელია ზემოაღნიშნული პროცესის მედიაში გაშუქება (დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების, საზოგადოების ინფორმირების ღონისძიებების და ა.შ. ჩათვლით) იმისათვის, რომ უფრო მეტად გასაგები გახდეს საზოგადოებისათვის დაგეგმვის პროცესის ამოცანები და მისაღწევი შედეგები და ის პოტენციური როლი, რომელიც მათ შეიძლება ითამაშონ პროცესის ეფექტიანად ფუნქციონირებაში (ხარჯების ამოღების პროცესებში მათი მეტი ჩართულობის  ჩათვლით). ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემა, რომლის გაუმჯობესება მოხდება გეგმის განხორციელების შედეგად, უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და კომუნიკაციის რეგულარული ხასიათის  პროგრამას ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება, როდესაც მუნიციპალიტეტი დაიწყებს აღდგენის პროგრამების განხორციელებას, რომლებიც საჭიროებენ ნარჩენების წარმომქმნელების მონაწილეობას. დაგეგმვის პროცესის განმავლობაში მიზანშეწონილია პერიოდულად საჯარო პრეზენტაციების ჩატარება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განვითარების სტატუსთან დაკავშირებით. ეს საზოგადოებას საშუალებას მისცემს, უფრო მეტად გაერკვეს მიმდინარე პროცესებში და შეიტანოს თავისი წვლილი მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში. დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა  და კომუნიკაციის ელემენტის ეფექტიანად განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტებმა უნდა გახადონ ეს პროგრამა ნარჩენების მართვის გეგმის მუდმივ კომპონენტად.  

8.6. ალტერნატიული გზების განსაზღვრა შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის

ამ ქმედებების მეშვეობით დაგეგმვის პროცესმა უნდა განსაზღვროს ალტერნატიული გზები შეგროვების მომსახურების ოპტიმიზაციისა და მისი  დაფარვის გაზრდისათვის  (მომსახურების შეთავაზება მუნიციპალიტეტის იმ უბნებში, რომლებსაც ამჟამად მომსახურება არ მიეწოდება). შესაბამისად, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება ამ ადგილებისათვის მომსახურების გაწევასა და მათი შეგროვების ოფიციალურ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, თუ ამისი გაკეთება პრაქტიკულად არის შესაძლებელი. იმ ადგილებში, სადაც შეუძლებელია შეგროვების სტანდარტული დანადგარების გამოყენება, შესაძლოა, საჭირო გახდეს ალტერნატიული მანქანების გამოყენება, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი გახდება გარკვეული სახის მომსახურების გაწევა მოშორებულ ადგილებში. ასევე, გეგმით გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაციის მიწოდება ნარჩენების  წარმომქმნელებისათვის (რომელთა მომსახურება ვერ ხერხდება შეგროვების ოფიციალური პროგრამის ფარგლებში), იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების მართვა გარემოსათვის ან ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე. ეს შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან  დახმარებას სათემო სისტემების განვითარებაში ამ რთულად მისასვლელ ადგილებში. 

8.7. ძირითადი და ოპერაციული დანახარჯების შეფასება ნარჩენების მართვის ალტერნატიული ვარიანტებისათვის, მათი მოქმედების პერიოდში ფინანსური გათვლების ჩათვლით 

იმ შესაძლო ვარიანტებზე დაყრდნობით, რომელთა განსაზღვრა მოხდება დაგეგმვის პროცესში მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის თითოეული ელემენტისათვის, აუცილებელია ძირითადი და ოპერაციული დანახარჯების დეტალური შეფასების  ჩატარება იმის დასადგენად, თუ რა დანახარჯების გაწევა არის ასოცირებული ყველა ტექნიკურად შესაძლო ვარიანტთან. ზემოაღნიშნული გათვლები ასევე მნიშვნელოვანია იმ ვარიანტის გამოსავლენად, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მუნიციპალიტეტის ინტერესებს, და იმის გასაგებად, თუ რა სახის ეკონომიკური რესურსებია საჭირო მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ამოცანების განსახორციელებლად და მისი შედეგების მდგრადობის შესანარჩუნებლად. ეს ფინანსური ანალიზი უნდა მოიცავდეს ალტერნატიული ტექნიკური მიდგომების ხარჯების საჭიროებას მათი მოქმედების პერიოდში მუნიციპალური ნარჩენების მართვის ელემენტებთან მიმართებაში. აქვე უნდა მოიაზრებოდეს ამორტიზებული სატრანსპორტო და შემგროვებელი მანქანების გამოცვლა.

8.8. სასურველი ვარიანტებისა და განხორციელების პროცესის შერჩევა

მუნიციპალური ნარჩენების სისტემის ნაკლოვანებების შემცირების ან აღმოფხვრისა და აღდგენის ახალი პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, ყველა სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივების ტექნიკურ და ეკონომიკურ შეფასებებზე დაყრდობით, აუცილებელია რეკომენდაციების გაცემა სასურველი ვარიანტების შესახებ, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება დაგეგმილი შედეგების მიღწევა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში დეტალურად უნდა იქნეს წარმოდგენილი ინფორმაცია ვარიანტების შეფასების შესახებ რეკომენდებული სისტემებისა და პროცესების მკაფიოდ ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტების მიზნით. შეფასების შესახებ ინფორმაცია და ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტება მნიშვნელოვანია შესაბამისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიისათვის და ამ სტრატეგიის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაპოვებლად. დასკვნები რეკომენდებულ ვარიანტებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაინტერესებული მხარეებისა და პოლიტიკური თანხმობის უზრუნველსაყოფად დაგეგმვის პროცესის ამ ფაზაში, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს დეტალური საინვესტიციო გეგმის შემუშავება რეკომენდებული ვარიანტების განსახორციელებლად.

8.9. საინვესტიციო გეგმის შემუშავება დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად

მუნიციპალიტეტის ნარჩენების მომსახურებისა და ფუნქციების გაძლიერებისათვის სასურველი ვარიანტის შერჩევის შემდეგ აუცილებელია საინვესტიციო გეგმის შემუშავება დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად და შედეგების მისაღწევად შესაბამისი სახსრების მოპოვების მიზნით. ზემოაღნიშნული მიზნების განსახორცილებლად საჭირო თანხები შეტანილი უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო[1] .  საჭირო რესურსების ნაწილის მოპოვება შეიძლება გარეშე წყაროებიდან, ცენტრალური მთავრობისა და დონორების ჩათვლით (ინფორმაცია საინვესტიციო გეგმის მხარდასაჭერად და განვითარების რეკომენდებული ვარიანტებისათვის მოყვანილი ახსნა-განმარტება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დონორი ორგანიზაციების დახმარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც უნდა დარწმუნდნენ დაგეგმილი ინვესტიციების აუცილებლობაში). 

8.10. მუნიციპალიტეტში ნარჩენების აღდგენის მაჩვენებლების ზრდის გზების განსაზღვრა

ნებისმიერი  აღდგენის ოფიციალური მუნიციპალური პროგრამის წარმატება დამოკიდებულია აღდგენილი მასალებისათვის ბაზრების არსებობაზე. ეს მოიცავს პოტენციურ ბაზრებს ისეთი რეციკლირებადი მასალებისათვის, როგორიცაა მეტალები, შუშა, ქაღალდი და სხვა, ან კომპოსტისათვის, რომელიც მიღებულია მუნიციპალური ნარჩენების ორგანული ფრაქციის გადამუშავებით. არსებული ბაზრების იდენტიფიცირება და დახასიათება უნდა მოხდეს დაგეგმვის პროცესის მე-2 ფუნქციის ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუ რეციკლირებადი მასალებისა და კომპოსტისათვის, რომელთა მიღება აღდგენის  ოფიციალური მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხდება, არ არსებობს სათანადო ბაზრები, დაგეგმვის პროცესის დროს უნდა მოხდეს ისეთი გზების/მეთოდების გამოვლენა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება საბაზრო შესაძლებლობების გაზრდა. ეს შეიძლება იყოს აღდგენის პროგრამებისათვის რეგიონული მასშტაბის მინიჭება  სხვა ახლომდებარე მუნიციპალიტეტებთან ეკონომიკური მასშტაბის ეფექტის შექმნის მიზნით, რაც მეტ სტიმულს მისცემს კომპანიებს და ხელს შეუწყობს საბაზრო შესაძლებლობების გაზრდას. კოდექსის მიხედვით, ეს ქმედება მოითხოვს აგრეთვე ალტერნატიული გზების დადგენას წყაროსთან სეპარირებული რეციკლირებადი მასალების შეგროვებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის აღდგენის პროცესის შედეგების ხარისხის გაძლიერების მიზნით (გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნარჩენების სეპარირება წყაროსთან და შეგროვების დამოუკიდებელი სისტემები ზრდის აღდგენილი მასალების ღირებულებას იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება მასალების დაბინძურება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს შეგროვების ტრადიციული პროცესების დროს, როდესაც გადამუშავებას დაქვემდებარებული მასალები შეხებაში იმყოფება სხვა ნარჩენებთან).

8.11. რეგიონული შესაძლებლობებისა და ვარიანტების შეფასება

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეკონომიკის მასშტაბების გაზრდა ხელს უწყობს ნარჩენების მართვის ბევრი ფუნქციის სათანადოდ განხორციელებას ან ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ფუნქციონირებას, როგორიცაა ნაგავსაყრელები და ნარჩენების გადამუშავების/რეციკლირების ქარხნები. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელები, რომელთა მოწყობა-ოპერირება შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ პრეროგატივაა, გაუწევს ნარჩენების განთავსების მომსახურებას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური მასშტაბის ზრდას ნარჩენების განთავსების ამ ობიექტების უფრო ეფექტიანი დიზაინისა და ოპერაციული სტანდარტების უზრუნველსაყოფად. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს სხვა მუნიციპალიტეტებთან რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები, რაც გაზრდის ეკონომიკურ მასშტაბებს ყველა მონაწილე მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ. ამგვარი ინიციატივის მაგალითი შეიძლება იყოს ნარჩენების დამუშავების ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალური ნარჩენების დახარისხებისათვის მასალების აღდგენის ან კომპოსტირების საწარმოებისათვის, რომლებიც გამიზნულია წყაროსთან სეპარირებული ორგანული მასალების გადამუშავებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსის მიხედვით,  ყველა მუნიციპალიტეტს მოეთხოვება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, რეგულარული ხასიათის კომუნიკაცია იმ პირებთან, რომლებიც ჩართული არიან მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვაში სხვა მუნიციპალიტეტებში, შესაძლებელს გახდის ეფექტიანი რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და სხვა მუნიციპალიტეტებში წარმატებულად განხორციელებული განსხვავებული მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიღებას. ამას გარდა, რეგიონული სემინარები, რომლებიც მიზნად ისახავენ ნარჩენების მართვის საერთო საკითხების განხილვას, კარგ საშუალებას წარმოადგენენ რეგიონული თანამშრომლობის გზების გამოვლენისათვის რეგიონებში  მუნიციპალური ნარჩენების მართვის ფუნქციების გასაძლიერებლად.

 

9. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება და დამტკიცება (ფუნქცია 4)

ადგილობრივი პირობებისა და იმ ალტერნატივების შეფასების დასრულების შემდეგ, რომლებიც მიზნად ისახავენ სისტემის ნაკლოვანებების აღმოფხვრას ან ახალი აღდგენის პროცესების შექმნას, უნდა მომზადდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ოფიციალური წერილობითი ანგარიში, რაც შექმნის საფუძველს საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერის მოსაპოვებლად გეგმასა და მისი რეკომენდაციების განხორციელებასთან მიმართებით. ამას გარდა, ზემოაღნიშნული ანგარიში საჭიროა სამინისტროს მხრიდან ფორმალური თანხმობის ან დამტკიცების უზრუნველსაყოფად, რაც დაადასტურებს გეგმის შესაბამისობას კოდექსისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოთხოვნებთან.

9.1. რა ინფორმაცია უნდა იქნეს შეტანილი ნარჩენების მართვის გეგმის წერილობით ანგარიშში

წერილობით ფორმატში წარმოდგენილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში ასახული უნდა იყოს გეგმაში მოცემული ყველა რეკომენდაციის წინა პირობა და ახსნა-განმარტება, იმ საფუძვლების ჩათვლით, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები რეკომენდაციებთან დაკავშირებით. გეგმა გასაგებად უნდა იყოს დაწერილი და ყურადღებას ამახვილებდეს დაგეგმვის პროცესში გამოვლენილ განხორციელების  ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე. მიზანშეწონილია ცხრილებისა და გრაფიკების გამოყენება მონაცემებისა და შედეგების შესაჯამებლად. სულ მცირე, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

●გეგმის ამოცანები, ხედვა და შედეგების განხორციელების განრიგი  (დაგეგმვის პროცესის საწყის ეტაპზე განსაზღვრული SMART ამოცანების გეგმით მიღწევა მკაფიოდ უნდა იყოს ასახული);

●გეგმის წერილობით ანგარიშში აღწერილი სტრატეგიის შემუშავებისათვის გამოყენებული მეთოდოლოგია;

●მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის არსებული სისტემის აღწერა;

●არსებული ნაკლოვანებების მიმოხილვა, მათი ეფექტიანობისა და პრიორიტეტული საკითხების ჩათვლით;

●ამოცანების ჩამონათვალი, რომელთა მიღწევა დაგეგმილია მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების შედეგად;

●იმ ვარიანტების აღწერა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია არსებული სისტემის ნაკლოვანებების აღმოფხვრა და ახალი პროგრამების შემუშავება აღდგენის მაჩვენებლის გაზრდისათვის;

●ვარიანტების შეფასების შედეგები, თითოეული ვარიანტის ტექნიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური ასპექტების ჩათვლით;

●დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა გეგმით გათვალისწინებულ პერიოდში დასახული შედეგების მისაღწევად.

 

შენიშვნა:

სახელმძღვანელოს დანართ 1-ში მოცემულია მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შინაარსის მაგალითი.

9.2.  გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი სტრუქტურებისა და დაინტერესებული მხარეების თანხმობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის მოპოვება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმასთან მიმართებით 

დაგეგმვის პროცესში ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართვა ხელს შეუწყობს  მათი თანხმობისა და მხარდაჭერის მოპოვებას იმ დაგეგმილ შედეგებთან მიმართებით, რომლებიც ასახულია მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ანგარიშში. გამომდინარე აქედან, ზემოაღნიშნული ანგარიში იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი  დაინტერესებული მხარეების საკონსულტაციო ჯგუფის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად სამინისტროსა და მუნიციპალიტეტში/საკრებულოში გეგმის წარდგენამდე მისი საბოლოო დამტკიცების მიზნით. 

9.3. მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ოფიციალურად დამტკიცება

დაგეგმვის ამოცანების წარმატებულად დასრულებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ანგარიშის მომზადებისა და სამინისტროსათვის გაცნობის  შემდეგ  იგი ოფიციალურად უნდა წარედგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისი დამტკიცების მიზნით, მათი თანხმობის მოსაპოვებლად შედეგებსა და საჭირო სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებით.

 

10. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელება (ფუნქცია 5)

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებისა და სამინისტროსა და საკრებულოსათვის გაცნობის შემდეგ უნდა დაიწყოს მისი განხორციელება. ეს ნიშნავს იმ ფინანსური რესურსების მოპოვების უზრუნველყოფას, რომელთა მოზიდვა შეიძლება საჭირო იყოს გარეშე წყაროებიდან გეგმით გათვალისწინებული გაუმჯობესების ღონისძიებების განსახორციელებლად.

10.1. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაწყება

მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტიანი გეგმა არის გეგმა, რომლის წარმატებით განხორციელება შესაძლებელს გახდის იმ SMART ამოცანების მიღწევას, რომელთა განსაზღვრა მოხდა დაგეგმვის პროცესის საწყის ეტაპებზე. შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება მუნიციპალიტეტის პროგრამის ელემენტების განსახორციელებლად, პოლიტიკის, იურიდიული, ეკონომიკური, კომუნიკაციისა და საორგანიზაციო/ინსტიტუციური ინსტრუმენტების ჩათვლით. მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესში უნდა მოხდეს აღნიშნული ინსტრუმენტების გამოვლენა, როგორც იმ დაგეგმილი ღონისძიებების მიზნობრივი  შედეგებისა, რომელთა განხორციელება უნდა მოხდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ოფიციალური დამტკიცების შემდეგ. ზემოაღნიშნული გეგმის სამოქმედო სეგმენტში განსაზღვრული უნდა იქნეს, თუ რისი მიღწევაა დაგეგმილი და როდის. განხორციელების პროცესის განმავლობაში აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება გამოჩნდეს მომავალში იმ ინსტიტუტების ტექნიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისათვის, რომლებიც ახდენენ გაუმჯობესებული სისტემების ან/და ახალი პროგრამების ადმინისტრირებას/ ოპერირებას.

10.2.  საჭირო გაუმჯობესებებისა და ახალი პროგრამების განხორციელების მონიტორინგი

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა მ უნდა განსაზღვროს ის მეთოდები, რომელთა მეშვეობით მოხდება გეგმის შედეგების მიღწევის თვალსაზრისით პროგრესის გაზომვა გეგმის განხორციელების დაწყების შემდეგ. პროგრესის მონიტორინგის ელემენტები შეიძლება მოიცავდნენ შემდეგს:

●გეგმა, რომელშიც დროში გაწერილი იქნება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით განსახორციელებელი ღონისძიებები და მისაღწევი შედეგები;

●განხორციელებისათვის გამოყოფილი ეკონომიკური რესურსების შედარება მოსალოდნელ და მუნიციპალური ნარჩენების მართვის დამტკიცებული გეგმით განსაზღვრულ  რესურსებთან;

●მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო სტრატეგიაში განსაზღვრული ფიზიკურად მისაღწევი შედეგები (როგორიცაა შეგროვების მომსახურების არეალის გაფართოება, პერსონალისა და ავტოტექნიკის პროდუქტიულობის გაუმჯობესება, რეციკლირების ან კომპოსტირების მოცულობის გაზრდა, მოქალაქეების საჩივრების რიცხვის შემცირება, ნარჩენების რაოდენობისა და სერვისების გაუმჯობესებული აღრიცხვა, ნარჩენების განთავსების არაოფიციალური ადგილების  დახურვა და რემედიაცია და სხვა;

●საზოგადოების მონაწილეობა წყაროსთან სეპარაციისა და რეციკლირების პროგრამებში;

●მოსაკრებლის გადახდის  დონე და ხარჯების ამოღება (მაგალითად, იმ საოჯახო მეურნეობების პროცენტი, რომლებიც იხდიან მომხმარებლისათვის დაწესებულ საფასურს);

●აღდგენილი და ბაზარზე გატანილი რეციკლირებული მასალების მოცულობა;

●წარმოებული და ბაზარზე გატანილი კომპოსტის  მოცულობა;

●დახურული და რემედიაციას დაქვემდებარებული ნარჩენების განთავსების არალეგალური ადგილების რიცხვი.

 

11. გეგმის შედეგების განხორციელება, მონიტორინგი და შენარჩუნება (ფუნქცია 6)

მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის გრძელვადიანი წარმატების საწინდარია მეთოდების შემუშავება გაუმჯობესებული სისტემის ფუნქციონირებისა და შედეგების რეგულარული მონიტორინგისათვის. ეს აუცილებელია გეგმის შედეგების ეფექტიანობისა და მდგრადობის შენარჩუნებისათვის. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს მთლიანი სისტემის ფუნქციონირების (ან მისი ნებისმიერი ელემენტის ფუნქციონირების) მდგრადობის შენარჩუნებას. ამრიგად, აუცილებელია სისტემის ყველა ფუნქციისათვის შესრულების ინდიკატორების იდენტიფიცირება, რომლებიც წარმოადგენენ რეგულარული ფუნქციური მონიტორინგის განხორციელების საფუძველს. ამ მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განახლებისათვის, რომელიც უნდა მოხდეს 5 წლის შემდეგ.

11.1. ნარჩენების მართვის სისტემის მონიტორინგი  ეფექტიანი ფუნქციონირების კუთხით 

ამ საქმიანობის მეშვეობით მოხდება იმ პარამეტრებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა, რომელიც საჭიროა მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შედეგების მონიტორინგისათვის დაგეგმილი შედეგების მდგრადობის შესანარჩუნებლად. მონიტორინგის პარამეტრები შეიძლება მოიცავდნენ შემდეგს: 

11.1.1. სისტემის ფუნქციებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები:

●რამდენად შეუფერხებლად ხდება რესურსების გამოყოფა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემისათვის;

●მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ანგარიშგება;

●მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნარჩენების მართვის არადამაკმაყოფილებელ ხარისხთან  დაკავშირებით შემოსული საჩივრების რიცხვი.

11.1.2. შეგროვება და ტრანსპორტირება

●შეგროვების მომსახურების მიწოდება იმ ადგილებში, რომლებსაც მომსახურება არ მიეწოდება;

●ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის განვითარება;

●შეგროვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ამოღება მომსახურების რეალური ხარჯების გათვალისწინებით.

11.1.3. რეციკლირება და კომპოსტირება

●წლიური ანგარიშები ნარჩენების რეციკლირებისა და კომპოსტირების პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.

11.1.4. განთავსება

●ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა რეგიონებში;

●ნარჩენების გადამუშავების მიზნით კონტეინერებიდან მათი უკანონოდ ამოღების გაკონტროლება ან აღმოფხვრა;

●ნარჩენების განთავსების არალეგალური ადგილების დახურვა და შემდგომში არალეგალური განთავსების  პრევენცია.

11.2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის პერიოდულად განახლება საჭიროებებზე დაყრდნობით

მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტიანი გეგმა დინამიკურ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც საჭიროებს პერიოდულ განახლებას, რადგანაც მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პირობები იცვლება საწყის ეტაპზე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების შედეგად და იმ შესაბამისი ფაქტორების (მოსახლეობა, ახალი ბაზრები რეციკლირებული და კომპოსტირებული ნარჩენებისათვის და ა.შ.) ცვლილებების ფონზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სისტემაზე. კოდექსით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადა მუნიციპალიტეტებისაგან მოითხოვს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განახლებას ხუთი წლის თავზე.  სახელმძღვანელოში აღწერილი დაგეგმვის პროცესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს  მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განახლებისას.

 

 

 

დანართი 1

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის სარჩევის ნიმუში

 

ნაწილი 1 - რეზიუმე

1.1 დაგეგმვის საფუძველი

1.2 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიზანი 

1.3 გეგმის შემუშავების პროცესი

ა. შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან 

ბ. საზოგადოების გამოკითხვის შედეგები

გ. კვლევა და ანალიზი  

1.4 არსებული მდგომარეობის მიმოხილვა

1.5 სხვადასხვა ალტერნატივის მიმოხილვა

1.6 შედეგებისა და რეკომენდაციების მიმოხილვა 

1.7 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შესრულებაზე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია

ნაწილი 2 - შესავალი და არსებული მდგომარეობა

2.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო  საფუძვლები

2.2 მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები

2.3  გეგმის ამოცანები და მიზნობრივი შედეგები

2.4 დაგეგმვის პროცესის აღწერა

ა. გეგმის ჩარჩო

ბ. დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და მონაწილეობის პროცესი

გ. საზოგადოებასთან ურთიერთობის  კამპანია და მონაწილეობის პროცესი

ნაწილი 3 – მუნიციპალური ნარჩენების დახასიათება

3.1 შესავალი

3.2 გეგმაში მიმოხილული ნარჩენების სახეობები

3.3 ნარჩენების რაოდენობა

ა. საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნა

ბ. ორგანიზაციების/კომერციული დაწესებულებების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები 

გ. სამრეწველო ნარჩენების წყაროები და წარმოქმნა

დ. სამშენებლო/ნგრევის ნარჩენების წარმოქმნა

ე. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით მოცული ნარჩენების ნაკადების  შემაჯამებელი მიმოხილვა

3.4 ნარჩენების პროგნოზირება

3.5 ნარჩენების შემადგენლობის ანალიზი

ნაწილი 4 - არსებული მუნიციპალური ნარჩენების სისტემის მიმოხილვა

4.1 შესავალი

4.2 არსებული მუნიციპალური მომსახურების აღწერა

4.3 შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურება

ა. ინსტიტუციური ჩარჩო

ბ. შეგროვებისა და ტრანსპორტირების საშუალებები და საოპერაციო პროცესები

გ. შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი

4.4 ქუჩების დასუფთავება

4.5 ნარჩენების განთავსების არსებული ობიექტები

ა. ოფიციალური ნაგავსაყრელი პოლიგონები

ბ.ნარჩენების განთავსების არაოფიციალური ადგილების ინვენტარიზაცია

4.6 აღდგენა (რეციკლირება და კომპოსტირება)

ა. ბაზრები და ბაზრების ჯაჭვების მდგომარეობა

ბ. არაფორმალური სექტორის საქმიანობა

4.7 საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო

4.8 ხარჯები და ხარჯების ანაზღაურება

ა. არსებული პროგრამის ხარჯები

ბ. არსებული ტარიფები და ხარჯების ფაქტობრივი ანაზღაურება/მოსაკრებლის ამოღებასთან დაკავშირებული გამოცდილება

4.9  ბიუჯეტი და დაფინანსების პროცესები

ა. საოპერაციო/საექსპლუატაციო ხარჯები

ბ. კაპიტალური დანახარჯები

ნაწილი 5 - ნარჩენების ინდუსტრიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და ტენდენციები

5.1 შეგროვება და ტრანსპორტირება

5.2 აღდგენის პროცესები

5.3 საზოგადოების განათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა

ნაწილი 6 - ნარჩენების მართვის მომავალი ვარიანტების ანალიზი

6.1 შეგროვება და ტრანსპორტირება

6.2 ნარჩენების განთავსება

6.3 აღდგენა

ა. რეციკლირება

ბ. კომპოსტირება

გ. წყაროსთან სეპარაცია და დამოუკიდებელი შეგროვება

6.4 ინსტიტუციური მოსაზრებები

6.5 სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება

ნაწილი 7 - შედეგები და რეკომენდაციები

7.1 ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის საჭიროებები

7.2 ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება

7.2 აღდგენის პროგრამების განხორციელების პროცედურები

7.3 საზოგადოებრივი განათლების პროგრამა

ნაწილი 8 - სამოქმედო გეგმა და განხორციელების ვადები

ცხრილები (მაგალითები)

ცხრილი - დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზირება (5-წლიანი პერიოდისათვის)

ცხრილი- საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა

ცხრილი- ნარჩენების წარმოქმნის პროგნოზირება

ცხრილი - ნარჩენების შემადგენლობა

ცხრილი - კაპიტალური და საოპერაციო ხარჯები

ცხრილი - ახალ პროგრამასთან დაკავშირებული ხარჯები

ცხრილი - ხარჯთა ანალიზი გაუმჯობესების შემოთავაზებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით

ნახაზები ( მაგალითები)

ნახაზი- დემოგრაფიული ტენდენციები

ნახაზი - საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის პროგნოზირება

ნახაზი - საბაზისო რუკა- ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა

ნახაზი - საბაზისო რუკა – ნაგვის ურნების განლაგება და შეგროვების მარშრუტი

ნახაზი - ნარჩენების შემადგენლობა

დანართები (მაგალითები)

დანართი - კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და შეხვედრების ჩანაწერები

დანართი- საზოგადოების გამოკითხვა და კომენტარების შედეგები

 

 

დანართი 2

 

დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩამონათვლის ნიმუში

 

მონაცემების ნიმუში

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება

 

ქვემოთ მოცემული ნიმუში წარმოადგენს ზოგად ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის არსებული პროგრამის შესაფასებლად.

 

ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესახებ


მუნიციპალიტეტი .........................................................................    

იურისდიქციის ტერიტორია

ურბანული

არაურბანული

სხვა

სულ

 

................. კმ 2

................. კმ2

................. კმ2  (განმარტეთ ........................................................................

................. კმ2

მოსახლეობა

ურბანული

არაურბანული

სულ

1990

1995

2000

2005

2010

მიმდინარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საცხოვრებელი ერთეულები/სახლები

1990

1995

2000

2005

2010

მიმდინარე

ურბანული - ერთი ოჯახის საცხოვრებელი ერთეულები

 

 

 

 

 

 

ურბანული - რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი ერთეულები

 

 

 

 

 

 

სოფელი -ერთი ოჯახის საცხოვრებელი ერთეულები

 

 

 

 

 

 

სხვა

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნარჩენების მართვის ფუნქციების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები ( დღევანდელი მდგომარეობით)

ფუნქცია

განმახორციელებელი ორგანიზაცია

შენიშვნები

მუნიციპა-ლიტეტი

კონტრაქტორი,შპს

სხვა კონტრაქტორი

შეგროვების მომსახურება მოსახლეობისათვის

 

 

 

 

შეგროვების მომსახურება კომერციული და სხვა დაწესებულებებისათვის

 

 

 

 

შეგროვების მომსახურება საწარმოებისათვის

 

 

 

 

შეგროვების მომსახურება საავადმყოფოებისათვის

 

 

 

 

ნარჩენების შეგროვების მონიტორინგი და ზედამხედველობა

 

 

 

 

ქუჩების დასუფთავება

 

 

 

 

ბალახის/ხეების ჭრა

 

 

 

 

წყალსადინარის/მდინარის დასუფთავება

 

 

 

 

მკვდარი ცხოველების გატანა

 

 

 

 

ბაღის ნარჩენების გატანა

 

 

 

 

დიდგაბარიტიანი ნარჩენების გატანა

 

 

 

 

ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების გატანა

 

 

 

 

სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების გატანა

 

 

 

 

მიტოვებული მანქანების გატანა

 

 

 

 

სატრანსპორტო საშუალებების/დანადგარების შეძენა

 

 

 

 

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მოვლა/შეკეთება

 

 

 

 

ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის თანამშრომლების აყვანა

 

 

 

 

თანამშრომლების ტრენინგი

 

 

 

 

საზოგადოებრივი განათლება

 

 

 

 

ნარჩენების მართვის სპეციალური პროექტები

 

 

 

 

სხვა (გთხოვთ მიუთითოთ)

 

 

 

 

 

არსებობს თუ არა სამოქმედო ტერიტორიისა და ტოპოგრაფიული რუკები.

......................................................................................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................................................................................

ასახულია თუ არა ამ რუკებზე ადგილები, სადაც სრულად, ნაწილობრივ ან საერთოდ არ არსებობს ნარჩენების შეგროვების საშუალებები.

......................................................................................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................................................................................

შეგროვება და ტრანსპორტირება

ზოგადი ინფორმაცია შეგროვების/ტრანსპორტირების მომსახურებაზე

არსებობს თუ არა პოლიტიკა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების გამოყენების სტანდარტიზაციასთან დაკავშირებით, რომლებსაც იყენებს მუნიციპალიტეტი (მისი არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ, თუ როგორ ხორციელდება ეს პოლიტიკა)

......................................................................................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................................................................................

აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს თავისი საამქრო სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მოვლა-შეკეთებისათვის? მისი არსებობის შემთხვევაში როგორ ხდება სათადარიგო ნაწილების შეძენა. საშუალოდ, რა დრო სჭირდება მათ შეძენას? რა პოლიტიკა (ინსტრუქციები) არსებობს სათადარიგო მარაგის შენახვა/გამოყენებასთან დაკავშირებით?

......................................................................................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................................................................................

არსებობს თუ არა რუკები, რომლებზედაც ასახულია შეგროვების მარშრუტები და ნარჩენების ურნების განლაგების ადგილები. თუ არ არსებობს ამგვარი რუკები, როგორ ხდება მარშრუტის დაგეგმვა და ურნების განლაგება ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების დროს.

......................................................................................................................................................................................................................................

......................................................................................................................................................................................................................................

აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს სტანდარტიზაციის პოლიტიკა ნარჩენების ურნებთან/კონტეინერებთან დაკავშირებით. მისი არსებობის შემთხვევაში მოკლედ მიმოიხილეთ მოქმედი პოლიტიკა:

......................................................................................................................................................................................................................................

 

შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი საცხოვრებელი სახლებისათვის ( 2014 წელი)

მოსახლეობის სეგმენტი

მუნიციპალური მომსახურებით სარგებლობს მოსახლეობის %

შეგროვების სიხშირე

ურბანული მოსახლეობა

 

 

სოფლად მცხოვრები მოსახლეობა

 

 

 

შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი კომერციული და სხვა დაწესებულებებისათვის

ფუნქცია

დაწესებულებების %

შეგროვების სიხშირე

შეგროვება მუნიციპალიტეტის მიერ

 

 

შეგროვება კონტრაქტორის მიერ

 

 

შეგროვება მეპატრონის კონტრაქტორის მიერ

 

 

შეგროვების მომსახურების არარსებობა (ხორციელდება მეპატრონის მიერ)

 

 

 

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელსაც შეზღუდულად ან საერთოდ არ მიეწოდება შეგროვების მომსახურება

ტერიტორია

მოსახლეობა

შეზღუდული მომსახურების ან მომსახურების არარსებობის მიზეზი

ნარჩენების განთავსების გავრცელებული მეთოდი

შეზღუდული მომსახურება

არ მიეწოდება მომსახურება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუნიციპალიტეტისა და კონტრაქტორების მიერ შეგროვებული ნარჩენების მოცულობა (2014 წლის მდგომარეობით)

ნარჩენების სახეობა

მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ნარჩენები- ტონა/წელი

კონტრაქტორის მიერ შეგროვებული ნარჩენები - ტონა/წელი

გაზომილი (აწონილი)

სავარა-უდო

გაზომილი (აწონილი)

სავარაუდო

საყოფაცხოვრებო, დაწესებულებების, კომერციული

 

 

 

 

ქუჩების/პარკების დასუფთავებით წარმოქმნილი ნარჩენები

 

 

 

 

ინფექციური სამედიცინო ნარჩენები

 

 

 

 

დიდგაბარიტიანი ნარჩენები

 

 

 

 

სხვა

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

ნარჩენების შეგროვების მოქმედი პრაქტიკა და შეგროვების პუნქტები

შეგროვების მოქმედი პრაქტიკა

შეგროვების პუნქტების რაოდენობა

შეგროვების სიხშირე

მუნიციპა-ლიტეტის მიერ

კონტრაქტორის მიერ

საცხოვრებელ ადგილებთან განლაგებული კონტეინერები

 

 

 

 

კარდაკარ შეგროვება

 

 

 

 

საზოგადოებრივ ადგილებში განლაგებული კონტეინერები

 

 

 

 

დაცული ტერიტორიები და ტყის მასივები

 

 

 

 

ნარჩენების სეპარაცია შეგროვების პუნქტებში

 

 

 

 

ნარჩენების სეპარაცია წყაროსთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნარჩენების საერთო ნაკადიდან ამოღებული რეციკლირებული ნარჩენების სავარაუდო რაოდენობა (მუნიციპალიტეტისა და კონტრაქტორების მიერ) 2014 წლის მდგომარეობით

რეციკლირებადი ფრაქციები

მუნიციპალიტეტის მიერ ამოღებული - ტონა/წელი

კონტრაქტორის მიერ ამოღებული - ტონა/წელი

გაზომილი

სავარაუდო

გაზომიი

სავარაუდო

ქაღალდი/ მუყაო

 

 

 

 

პლასტიკა

 

 

 

 

მეტალი

 

 

 

 

შუშა

 

 

 

 

 

 

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაცია

სატრანსპორტო საშუალება

ნომე-რი

საშუ-ალო მოცუ-ლობა

3

სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მდგომარეობის მიხედვით ( ქვემოთ იხილეთ შენიშვნა)

 

სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა წლების მიხედვით

G

F

B

>10 წელი

5-10 წელი

2-5 წელი

<2 წელი

კომპაქტორები

 

 

 

 

 

 

 

 

 

თვითმცლელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ღია სატვირთო მანქანა თვითმცლელი მექანიზმის გარეშე

 

 

 

 

 

 

 

 

 

ღია სატვირთო მანქანა ამწე მოწყობილობით

 

 

 

 

 

 

 

 

 

„კალათა“ ან ამწე სატვირთო მანქანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქუჩის სახვეტი მანქანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფეკალური მასების შეგროვების კონტეინერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

სატვირთო მანქანა შემწოვი სისტემით

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყლის ავტოცისტერნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტრაქტორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

მანქანა ადმინისტრაციისათვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვა: G= ძალიან კარგი მდგომარეობა, F= დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, B= ცუდი მდგომარეობა

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული შესყიდვების ტიპური ფასი

დანადგარი

რაოდენობა

მოცულობა

შესყიდვის ფასი

შესყიდვის წელი

კომპაქტორები (შეგროვებისათვის)

 

 

 

 

თვითმცლელი სატვირთო მანქანა

 

 

 

 

ღია სატვირთო მანქანა თვითმცლელი მექანიზმის გარეშე

 

 

 

 

„კალათა“ ან ამწე სატვირთო მანქანა

 

 

 

 

მანქანები სერვისის მონიტორინგისათვის

 

 

 

 

 

შეგროვების სპეციფიკური დანადგარების სია, რომლებიც ამჟამად გამოიყენება მომსახურების გასაწევად

სატრანსპორტო საშუალების სახეობა

რაო-დენობა

მოდე-ლი

სიმძლა-ვრე

ასაკი

განხორციელებული რემონტების რიცხვი

შენიშვნები(მდგო -მარეობა, შეკეთება, პრობლემები…)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხმარებაში არსებული კონტეინერების ინვენტარიზაცია

კონტეინერის სახეობა

მოცულობა

რაოდენობა

მომწოდებელი წყარო

 (ადგილობრივი და ა.შ)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განთავსება

ნარჩენების განთავსების არსებული ადგილები

სპეციფიკაცია

 

განთავსების ობიექტი

ადგილი 1

ადგილი 2

ადგილი 3

ადგილის დასახელება

 

 

 

მთლიანი ტერიტორია (ჰა)

 

 

 

მიუთითეთ წელი, როდესაც დაიწყო ნარჩენების განთავსება

 

 

 

ფუნქციონირების დარჩენილი სავარაუდო წლები

 

 

 

ნარჩენების მოცულობა, რომლის განთავსება ყოველდღიურად ხდება (ტონა/დღე)

 

 

 

იმ მანქანების რაოდენობა, რომლებიც ახდენენ ნარჩენების ტრანსპორტირებას ნაგავსაყრელამდე დღეში/კვირაში/წელიწადში

 

 

 

მანძილი შეგროვების ადგილიდან ნაგავსაყრელამდე (კმ)

 

 

 

განთავსების მეთოდი ( იხ. ქვემოთ შენიშვნა)

 

 

 

ცხოველების არსებობა ნაგავსაყრელზე

დიახ/არა

დიახ/არა

დიახ/არა

ადამიანების არსებობა, რომლებიც ნარჩენებს აგროვებენ

დიახ/არა

დიახ/არა

დიახ/არა

ადგილზე ხდება ნარჩენების დაწვა

დიახ/არა

დიახ/არა

დიახ/არა

შენიშვნა: განთავსების მეთოდის აღსანიშნავად გამოიყენეთ შემდეგი აღნიშვნები:

O=ღია ნაგავსაყრელი; C=კონტროლირებადი დამარხვა (დროდადრო მიწის დაფარვა); S= სანიტარიული ნაგავსაყრელი (ყოველდღიურად მიწით დაფარვა); D=ნარჩენების ჩაყრა წყლის ობიექტებში (მდინარე და ა.შ.).

ცხრილები: მუნიციპალიტეტისა და კონტრაქტორების მანქანები, რომლებიც ნაგავსაყრელზე გამოიყენება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არაოფიციალური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია ( თბილისსა და აჭარის რესპუბლიკაში)

მუნიციპალიტეტისა და კონტრაქტორების მანქანები, რომლებიც ნაგავსაყრელზე გამოიყენება

მანქანების სახეობა

რაო-დე-ნობა

მანქანების რაოდენობა მდგომარეობის მიხედვით

მანქანების რაოდენობა ასაკის მიხედვით

G

F

B

>10 წელი

5-10 წელი

2-5 წელი

<2 წელი

ბულდოზერები

 

 

 

 

 

 

 

 

ჩამჩიანი დამტვირთავი მანქანები

 

 

 

 

 

 

 

 

ექსკავატორები

 

 

 

 

 

 

 

 

მექანიკური ექსკავატორი

 

 

 

 

 

 

 

 

კომპასტორები

 

 

 

 

 

 

 

 

ტრაქტორები

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუნიციპალიტეტში არსებული არაოფიციალური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია

ადგილმდე-ბარეობა

ფართობი

ნარჩენების სავარაუდო რაოდენობა

მოსახლეობა, რომელსაც ნაგავსაყრელი ემსახურება

გამოყენე-ბის წლები

აღწერა ან გარემოზე ზემოქმედება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფინანსები

შემოსავლების წყაროები

საოპერაციო ფონდის წყაროები

2013

2014

2015

ბიუჯეტით განსაზღვრული

ფაქტობ-რივი

ბიუჯეტით განსაზღვრული

ფაქტო-ბრივი

ბიუჯეტით განსაზღვრული

ადგილობრივი ბიუჯეტი

 

 

 

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნაციები

 

 

 

 

 

სესხი

 

 

 

 

 

სახელმწიფოს გრანტი

 

 

 

 

 

დონორების გრანტი/დახმარება

 

 

 

 

 

მომხმარებლის საფასურით გენერირებული შემოსავლები

 

 

 

 

 

მომხმარებლის სხვა გადასახდელები

 

 

 

 

 

 საურავი/ჯარიმა

 

 

 

 

 

სხვა

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები

ხარჯები

2013

2014

2015

ბიუჯეტით განსაზღვ-რული

ფაქტობ-რივი

ბიუჯეტით განსაზღვრული

ფაქტო-ბრივი

ბიუჯეტით განსაზღვრული

ხელფასები

 

 

 

 

 

მასალები და მარაგები

 

 

 

 

 

დანადგარი/მანქანა

 

 

 

 

 

სხვა

 

 

 

 

 

სულ: ნარჩენების მართვისათვის

 

 

 

 

 

მთლიანი მუნიციპალური ხარჯების %

 

 

 

 

 

 

 

მთლიანი ხარჯები, წარმოდგენილი როგორც შეგროვების ოპერაციის მთლიანი ხარჯები

ხარჯი

ერთეული

წელი: 2012

წელი: 2013

წელი: 2014

ხარჯი შეგროვებული ნარჩენების ოდენობის მიხედვით

ლარი/ტონა

 

 

 

ხარჯი საოჯახო მეურნეობის მიხედვით, რომელსაც მიეწოდება მომსახურება

ლარი/საოჯახო მეურნეობა

 

 

 

ხარჯი იმ პირების მიხედვით, რომლებსაც მიეწოდება მომსახურება

ლარი/პირი

 

 

 

ხარჯი მუნიციპალური ნარჩენების მართვაში ჩართული თანამშრომლების მიხედვით

ლარი/თანამშრომელი

 

 

 

 

ადამიანური რესურსები

მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის მომსახურებაში ჩართული პერსონალი

პერსონალის სახეობა

მუშაობის სფერო

A

CT

S

G

FD

O

სულ

ადმინისტრატორი

 

 

 

 

 

 

 

ჯანდაცვის სპეციალისტი

 

 

 

 

 

 

 

ინსპექტორი

 

 

 

 

 

 

 

ინჟინერი

 

 

 

 

 

 

 

ტექნიკური ასისტენტი

 

 

 

 

 

 

 

ტექნიკოსი

 

 

 

 

 

 

 

მექანიკოსი

 

 

 

 

 

 

 

ზედამხედველი

 

 

 

 

 

 

 

მძღოლი

 

 

 

 

 

 

 

შეგროვების მომსახურების მუშახელი

 

 

 

 

 

 

 

ქუჩების დასუფთავების მუშახელი

 

 

 

 

 

 

 

სხვა

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

A=ადმინისტრაცია/ზედამხედველობა; CT= შეგროვება და ტრანსპორტირება; S=ქუჩების დასუფთავება; G=ბალახის მოჭრა. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე პირი ჩართულია ქუჩების დასუფთავებასა და ბალახის ჭრაში, მიუთითეთ თანამშრომლების რაოდენობა გრაფა S-ში და გრაფა G-ში. FD = საბოლოო განთავსება; O = სხვა.

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი პასუხისმგებელია სხვა მოვალეობების შესრულებაზე, გარდა ნარჩენების მართვის მომსახურებისა, მიუთითეთ ასეთი თანამშრომლების რაოდენობა ფრჩხილებში.

 

მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სისტემაში არსებული პრობლემური სფეროები

ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები

პრობლემის აღწერა

ძალიან სერიოზუ-ლი

სერიო-ზული

ნაკლებად სერიოზული

პრობლების არარსებობა

მომსახურების არაადეკვატური მიწოდება (მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება მომსახურება)

 

 

 

 

უხარისხო მომსახურება (არასაკმარისი სიხშირით, დაღვრა და ა.შ.)

 

 

 

 

არასაკმარისი უფლებამოსილება ფინანსური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად

 

 

 

 

ფინანსური რესურსების უქონლობა

 

 

 

 

ტრენინგგავლილი თანამშრომლების არარსებობა

 

 

 

 

 სატრანსპორტო საშუალებების არქონა

 

 

 

 

დანადგარების უქონლობა

 

 

 

 

ძველი მანქანები/დანადგარები, რომლებიც ხშირად მწყობრიდან გამოდის

 

 

 

 

 სათადარიგო ნაწილების მოპოვების სირთულე

 

 

 

 

მანქანების/დანადგარების მოვლის/გარემონტების შესაძლებლობის არქონა

 

 

 

 

 არასტანდარტიზებული მანქანები/დანადგარები

 

 

 

 

არაეფექტიანი ინსტიტუციური მოწყობა ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში

 

 

 

 

შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა ქვეყანაში

 

 

 

 

აღსრულების ღონისძიებებისა და შესაძლებლობების არარსებობა

 

 

 

 

დაგეგმვის არარსებობა (მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები)

 

 

 

 

 სწრაფი ურბანიზაციის ტემპი, რომელიც აჭარბებს მომსახურების გაწევის შესაძლებლობას

 

 

 

 

არაკონტროლირებადი პროლიფერაცია მიტოვებულ დასახლებებში

 

 

 

 

 რთულად ხელმისაწვდომი სოფლები და დასახლებები

 

 

 

 

 სახელმწიფო უწყებებს შორის სუსტი თანამშრომლობა

 

 

 

 

დაბალი დონის თანამშრომლობა საზოგადოებასთან

 

 

 

 

დაბალი დონის რეაგირება ნარჩენების მინიმიზაციის კუთხით ( მეორადი გამოყენება/გადამუშავება)

 

 

 

 

კვალიფიციური კერძო კონტრაქტორების არარსებობა

 

 

 

 

კონტრაქტორების მიერ გაწეული მომსახურების გაკონტროლებასთან დაკავშირებული სირთულეები

 

 

 

 

საშიში ნარჩენების კონტროლის არარსებობა

 

 

 

 

ნარჩენების განთავსების არალეგალური ადგილები

 

 

 

 

მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საჩივრები

 

 

 

 

ბიოდეგრადირებადი ნარჩენების არაადეკვატური მართვა

 

 

 

 

რეციკლირებადი ნარჩენების არაადეკვატური მართვა

 

 

 

 

 ნაგავსაყრელის ემისიების არასათანადო კონტროლი (ფილტრატი/ გაზი)

 

 

 

 

კომპოსტირების ემისიების არასათანადო კონტროლი (ფილტრატი/ სუნი)

 

 

 

 

 სამედიცინო ნარჩენების არასათანადო კონტროლი

 

 

 

 

სხვა (მიუთითეთ) .......................................................................

 

 

 

 

 



[1] ამჟამად სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ერთი წლით ხდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 5-წლიანი ბიუჯეტი, როგორც ეს განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტების წლიურ ბიუჯეტში. მეორე მხრივ, მიზანშეწონილია ასევე არსებობდეს საშუალოვადიანი ბიუჯეტი, რაც მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს, შეიმუშაონ ხარჯების და შემოსავლების პროგნოზი საშუალოვადიანი პერიოდისათვის, მოამზადონ წლიური ბიუჯეტის მოთხოვნები დასამტკიცებლად, განახორციელონ ხარჯებისა და შემოსავლების რეგულარული ანალიზი და მოამზადონ საბაზისო ბიუჯეტი მომავალი წლისათვის. საშუალოვადიანი ბიუჯეტის სისტემის არსებობის შემთხვევაში ნარჩენების მართვის დაგეგმვა, 5-წლიანი პერიოდისათვის, უნდა შეესაბამებოდეს საშუალოვადინი ბიუჯეტის მონაცემებს (ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე) იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კაპიტალური ინვესტირების საჭიროებების გათვალისწინება ერთწლიანი ბიუჯეტის ციკლის მიღმა.