“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№640
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 10/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №640

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №30, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) ბრძანებულების 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის,ყოფილი სსრკ-ისა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი.

კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას (გარდა ოფიცერთა შემადგენლობისა) ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება არ გაიცემა.“;

ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 პუნქტი:

„331. სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის,ყოფილი სსრკ-ისა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.“;

გ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 პუნქტი:

„611.ამ ბრძანებულების 331, 34-ე და 35-ე პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2006 წლის 1 იანვრამდე.“.

მ. სააკაშვილი