„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №984
2017 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. განკარგულების პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 8 033 752 (რვა მილიონ ოცდაცამეტი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარის მიმართვა ქვეპროგრამაში – „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები;“;
ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად და ძრავიანი ზურგსაკიდი აგრეგატებისათვის საჭირო საწვავის შესყიდვისთვის მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისათვის 5 194 752 (ხუთი მილიონ ას ოთხმოცდათოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარის გადარიცხვა, მათ შორის:
გ.ა.ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის – 14 213 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 1 421 300 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 113 704 ლარი;
გ.ა.ბ) თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდისთვის – 115 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 11 500 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 920 ლარი;
გ.ა.გ) ხობის მუნიციპალიტეტისთვის – 1 243 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის –124 300 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 9944 ლარი;
გ.ა.დ) სენაკის მუნიციპალიტეტისთვის – 1 089 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 108 900 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 8712 ლარი;
გ.ა.ე) აბაშის მუნიციპალიტეტისთვის – 496 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 49 600 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 3 968 ლარი;
გ.ა.ვ) მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის – 3 219 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 321 900 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 25 752 ლარი;
გ.ა.ზ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის – 4 808 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 480 800 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 38 464 ლარი;
გ.ა.თ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის – 4 066 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 406 600 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 32 528 ლარი;
გ.ა.ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის – 7 627 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 762 700 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 61 016 ლარი;
გ.ა.კ) თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთისათვის – 463 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 46 300 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 3704 ლარი;
გ.ა.ლ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის – 1 707 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 170 700 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 13 656 ლარი;
გ.ა.მ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის – 1 998 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 199 800 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 15 984 ლარი;
გ.ა.ნ) სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის – 1 500 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 150 000 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 12 000 ლარი;
გ.ა.ო) აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისთვის გალის რაიონში – 6 000 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის – 600 000 ლარი;“;
გ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.გ) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების, მათ შორის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდისა და საპოხი მასალის გადაცემა;“;
დ) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი:
„გ.დ) 9 000 ლიტრი საპოხი მასალის შესყიდვა და შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისთვის გადაცემა.“.
2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეთხოვოთ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებსა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას, მათთვის გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობების დამუშავებისთვის საწვავის შესყიდვა, ასევე საჭირო მუშახელის აყვანა და იმ პირთა თხილის ფართობების ორჯერადი დამუშავება, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-მდე თხილის ფართობი, ასევე ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის გადაცემა იმ პირებისთვის, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი