„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1719
2017 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. განკარგულების პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 6 390 576 (ექვსი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათას ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარის მიმართვა ქვეპროგრამაში − „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები;“;
ბ) „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად და ძრავიანი ზურგსაკიდი აგრეგატებისათვის საჭირო საწვავის შესყიდვისთვის მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისათვის 2 646 376 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაექვსი ათას სამას სამოცდათექვსმეტი) ლარის გადარიცხვა, მათ შორის:
გ.ა.ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის − 14 213 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 710 650 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის − 56 852 ლარი;
გ.ა.ბ) თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდისთვის − 115 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 5 750 ლარი; ხოლო საწვავის შესყიდვისთვის − 460 ლარი;
გ.ა.გ) ხობის მუნიციპალიტეტისთვის − 1 243 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 62 150 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის − 4972 ლარი;
გ.ა.დ) სენაკის მუნიციპალიტეტისთვის – 1 089 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 54 450 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის −4356 ლარი;
გ.ა.ე) აბაშის მუნიციპალიტეტისთვის – 496 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 24 800 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის − 1984 ლარი;
გ.ა.ვ) მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის – 3 219 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 160 950 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 12 876 ლარი;
გ.ა.ზ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის – 4 808 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 240 400 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 19 232 ლარი;
გ.ა.თ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის – 4 066 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 203 300 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 16 264 ლარი;
გ.ა.ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის – 7 627 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 381 350 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის − 30 508 ლარი;
გ.ა.კ) თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთისათვის – 463 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 23 150 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 1852 ლარი;
გ.ა.ლ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის – 1 707 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 85 350 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 6828 ლარი;
გ.ა.მ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის – 1 998 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 99 900 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 7992 ლარი;
გ.ა.ნ) სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის – 2 360 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 118 000 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის – 12 000 ლარი;
გ.ა.ო) აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისთვის – გალის რაიონში 6 000 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 300 000 ლარი;
გ.ბ) 70 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის შესყიდვა, საიდანაც შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას გადაეცემა შესაბამისი რაოდენობის ბიფენტრინი 1.5 ჰა-მდე თხილის ფართობის დასამუშავებლად და იმ პირებისთვის გადასაცემად, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი, ხოლო გალის რაიონში, ასევე იმ პირებისთვის გადასაცემად, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სიმინდის ფართობები;“;
გ) „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.დ) 4 000 ლიტრი საპოხი მასალის შესყიდვა და შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ -ის მთავრობისთვის გადაცემა;“;
დ) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“, „გ.ვ“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტები:
„გ.ე) 6 000 ლიტრი ზეთოვანი ფორმის პირეტროიდული ჯგუფის შესყიდვა ფართობების თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებისთვის;
გ.ვ) გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში 20 000 ჰა სიმინდის ფართობის აეროზოლური მცირემოცულობიანი შესხურებითა და 30 000 ჰა საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება;
გ.ზ) მაღალი წარმადობის აეროზოლური გენერატორის მომსახურებების შესყიდვა.“.
2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეთხოვოთ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებსა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას, მათთვის გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობების დამუშავებისთვის საწვავის შესყიდვა, ასევე საჭირო მუშახელის აყვანა და იმ პირთა თხილის ფართობების დამუშავება, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-მდე თხილის ფართობი, ასევე ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის გადაცემა იმ პირებისთვის, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი, ხოლო გალის რაიონში, ასევე იმ პირებისთვის გადაცემა, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სიმინდის ფართობები და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.“.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი