„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1241
2017 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველ პუნქტში:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 8 126 632 (რვა მილიონ ას ოცდაექვსი ათას ექვსას ოცდათორმეტი) ლარის მიმართვა ქვეპროგრამისათვის – „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები“;“;
ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად და ძრავიანი ზურგსაკიდი აგრეგატებისათვის საჭირო საწვავის შესყიდვისთვის მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისათვის 5 287 632 (ხუთი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ოცდათორმეტი) ლარის გადარიცხვა, მათ შორის:
გ.ა.ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის – 14 213 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 1 421 300 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 113 704 ლარი;
გ.ა.ბ) თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდისათვის – 115 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 11 500 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 920 ლარი;
გ.ა.გ) ხობის მუნიციპალიტეტისათვის – 1 243 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 124 300 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 9 944 ლარი;
გ.ა.დ) სენაკის მუნიციპალიტეტისათვის – 1 089 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 108 900 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 8 712 ლარი;
გ.ა.ე) აბაშის მუნიციპალიტეტისათვის – 496 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 49 600 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 3 968 ლარი;
გ.ა.ვ) მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის – 3 219 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 321 900 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 25 752 ლარი;
გ.ა.ზ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის – 4 808 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 480 800 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 38 464 ლარი;
გ.ა.თ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის – 4 066 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 406 600 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 32 528 ლარი;
გ.ა.ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის – 7 627 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 762 700 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 61 016 ლარი;
გ.ა.კ) თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთისათვის – 463 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 46 300 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 3 704 ლარი;
გ.ა.ლ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის – 1 707 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 170 700 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 13 656 ლარი;
გ.ა.მ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის – 1 998 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 199 800 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 15 984 ლარი;
გ.ა.ნ) სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის – 2 360 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 236 000 ლარი, ხოლო საწვავის შესასყიდად – 18 880 ლარი;
გ.ა.ო) აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისათვის – გალის რაიონში 6 000 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად – 600 000 ლარი;“;
გ) „გ.ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ.ა) 59 285 ლიტრი – 1.5 ჰა-მდე თხილის ფართობის დასამუშავებლად;“;
დ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.გ) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების, მათ შორის, ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების, აჭარის ა/რ-ისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდისა და საპოხი მასალის გადაცემა;“;
ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, მის ბალანსზე რიცხული შესაბამისი საქონლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ეთხოვოს აჭარის ა/რ-ის მთავრობას, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის მიღების შემთხვევაში, აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებების გატარება, მათ შორის, შესაბამისი წესის დადგენა.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი