უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის ბრძანება № 02-1162/ო
2017 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. განხორციელდეს ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში:
შპს ,,ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის” (ს/კ №212672080) (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩხობაძის ქ. №20(16), ნაკვეთი №1) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ,,ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი“ (ს/კ №212672080) (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩხობაძის ქ. №20, ნაკვეთი №1-1).
2. გაიცეს შპს ,,ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრზე“ (ს/კ №212672080) (ფაქტიური მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩხობაძის ქ. №20 ნაკვეთი №1-1) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი:
შპს ,,ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის” დირექტორის – თ. მამასახლისის განცხადება: №55617, 30.05.2017 წ. და ამონაწერი საჯარო რეესტრიდაან.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე