ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2017
ძალაში შესვლა 05.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №313
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2017
matsne.gov.ge 203 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2017 მიღება
05.07.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 06.03.2018 ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 23.06.2016 საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 13.02.2019 მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 76% 25.12.2025 „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 75%

დოკუმენტის ტექსტი

ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №313 2017 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ბახმაროს  მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების აღწერილობა, თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 5 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი  ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით: ა)  №1. კურორტ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის  საზღვრის საწყისი წერტილი მიუყვება ხევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (27˚74'19"N, 46˚38'640"E); ბ) №2. მდინარე ბახვისწყლის ხეობის კვეთით (27˚54'20"N, 46˚38'043"E); გ) №3. სამხრეთით გადადის ოზურგეთი-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, საიდანაც გადადის საჰარა-მესხეთის ქედის სამხრეთით (27˚53'33"N, 46˚32'879"E); დ) №4. გურია-აჭარის ა.რ.-ის სამხარეო-ადმინისტრაციული საზღვრისკენ (27˚74'20"N, 46˚32'394"E); ე) №5. გადადის გადრეკილი-ზოტიყელის გზაზე, რომელსაც მიუყვება ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე,  (28˚11'75"N, 46˚33'331"E); ვ) №6. ჩრდილოეთით (28˚11'96"N, 46˚34'930"E); ზ) №7. მთა გადრეკილზე – ზ.დ. 2500 მ (28˚12'96"N, 46˚36'380"E); თ) №8. ჩრდილო-დასავლეთით, ბახმაროს უღელტეხილის (ზ.დ. 1950 მ) კვეთით გადადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე (27˚98'89"N, 46˚37'360"E); ი) №9. შემდეგ გადადის ჩრდილოეთით, გზის პარალელურად – 200 მეტრის მოშორებით და გრძელდება მზის ჩასვლის გორამდე – ზ.დ. 2200 მ აქედან საზღვარი მიუყვება ქედს ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო შემდეგ იგი ხევში გრძელდება (27˚82'82"N, 46˚37'860"E).