ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.03.2018 ბოლო ცვლილება 27.05.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№116
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.020432
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №116

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ბაკურიანს  მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების აღწერილობა დანართის მიხედვით.  
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




  დანართი

 ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორია

  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:

ა) საწყისი წერტილი №1 (კოორდინატებით: X=376626.813; Y=4615951.098) ემთხვევა ცხრაწყაროს გადასასვლელზე არსებულ 2454.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება სამხრეთ-დასავლეთით ბაკურიანი-ბურნაშეთის გზის გასწვრივ 4.9 კილომეტრზე №2 წერტილამდე;

ბ) წერტილი №2 (კოორდინატებით: X=374762.229; Y=4612427.925) მდებარეობს ბაკურიანი-ბურნაშეთის გზაზე მდინარე ქციას გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით 5.25 კილომეტრზე №3 წერტილამდე;

გ) წერტილი №3 (კოორდინატებით: X=369517.647; Y=4612407.450) ემთხვევა 2725.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 2.9 კილომეტრზე №4 წერტილამდე;

დ) წერტილი №4 (კოორდინატებით: X=366703.951; Y=4613079.188) ემთხვევა 2594.8 სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 6.4 კილომეტრზე №5 წერტილამდე;

ე) წერტილი №5 (კოორდინატებით: X=362508.755; Y=4617927.111) ემთხვევა 2561.3 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 9.0 კილომეტრზე №6 წერტილამდე;

ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით: X=360379.471; Y=4626672.384) ემთხვევა 1475.6 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.3 კილომეტრზე №7 წერტილამდე;

ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით: X=362280.617; Y=4627908.129) ემთხვევა 1677.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 3.4 კილომეტრზე №8 წერტილამდე;

თ) წერტილი №8 (კოორდინატებით: X=365677.332; Y=4628389.752) ემთხვევა 1687.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 5.9 კილომეტრზე №9 წერტილამდე;

ი) წერტილი №9 (კოორდინატებით: X=370909.286; Y=4625742.089) ემთხვევა მთა მისაქცევის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 1586.0 მ ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 2.3 კილომეტრზე №10 წერტილამდე;

კ) წერტილი №10 (კოორდინატებით: X=370657.087; Y=4628204.978) მდებარეობს მდინარე ბორჯომულას მარცხენა ნაპირზე შენაკადის შესართავთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.8 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე ბორჯომულას №11 წერტილამდე;

ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით: X=369204.522; Y=4629273.469) მდებარეობს მდინარე ბორჯომულას მარცხენა ნაპირზე შენაკადის შესართავთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 5.4 კილომეტრზე №12 წერტილამდე;

მ) წერტილი №12 (კოორდინატებით: X=370909.286; Y=4625742.089) ემთხვევა მთა თორთისის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 1996.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 8.2 კილომეტრზე №13 წერტილამდე;

ნ) წერტილი №13 (კოორდინატებით: X=381807.441; Y=4632001.785) ემთხვევა სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს სიმაღლით 2196.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 7.5 კილომეტრზე №14 წერტილამდე;

ო) წერტილი №14 (კოორდინატებით: X=389143.905; Y=4630553.510) ემთხვევა 2000.2 მ. სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 6.8 კილომეტრზე №15 წერტილამდე;

პ) წერტილი №15 (კოორდინატებით: X=395868.875; Y=4629523.626) ემთხვევა 1888.1 მ. სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 5.76 კილომეტრზე №16 წერტილამდე;

ჟ) წერტილი №16 (კოორდინატებით: X=395942.020; Y=4623778.801) მდებარეობს სოფელი წითელსოფელის აღმოსავლეთით 0.2 კილომეტრის დაშორებაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 1.7 კილომეტრზე №17 წერტილამდე;

რ) წერტილი №17 (კოორდინატებით: X=395394.928; Y=4622160.588) ემთხვევა 1982.0 სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 8.4 კილომეტრზე №18 წერტილამდე;

ს) წერტილი №18 (კოორდინატებით: X=386980.455; Y=4622852.964) ემთხვევა 1937.0 მ. სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.7 კილომეტრზე №19 წერტილამდე;

ტ) წერტილი №19 (კოორდინატებით: X=386142.979; Y=4621407.574) ემთხვევა მთა საბატკნევის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 2272.9 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 3.0 კილომეტრზე №20 წერტილამდე;

უ) წერტილი №20 (კოორდინატებით: X=386753.994; Y=4618598.250) ემთხვევა მდინარის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს სიმაღლით 2098.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება მდინარე ქციას 3.7 კილომეტრზე №21 წერტილამდე;

ფ) წერტილი №21 (კოორდინატებით: X=384759.762; Y=4615738.667) მდებარეობს მდინარე ქციას ხეობაში მდინარისა და გრუნტის გზის გადაკვეთასთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება მდინარე ქციას ხეობას 3.5 კილომეტრზე №22 წერტილამდე;

ქ) წერტილი №22 (კოორდინატებით: X=381279.134; Y=4615253.770) მდებარეობს ბაკურიანი-ტაბაწყურის გზის გადაკვეთაზე მდინარე ქციასთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება დასავლეთით 4.7 კილომეტრზე №1 საწყის წერტილამდე.

შენიშვნა: სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრის წერტილების კოორდინატები მოცემულია UTM WGS84 საკოორდინატო სისტემაში.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2021.
როდის იქნა მიღებული „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“?
„ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №116. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.10.003.020432.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.05.2021-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“, №116, 06.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020432 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4093614/