შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/16652-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკი” (ს/კ 200004002)
წარმომადგენელი – დირექტორი შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – თამარ მუმლაძე
წარმომადგენლები – ამირან დადვანი, პაატა გაგნიძე
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „სამეცნიერო-საწარმოო კომპანია ეიტსკის“ გაკოტრების საქმე.
კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რის გამოც კრედიტორთა პირველი კრება უნდა გაგრძელდეს 2017 წლის 14 აგვისტოს 15:00 საათზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 14 აგვისტოს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29.
2. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი