საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1393
2017 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 430 251 (ოთხას ოცდაათი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარი და 28 118 (ოცდარვა ათას ას თვრამეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი