საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1758
2017 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
„ევროპა ჩვენი საერთო სახლია – ჩვენ შევქმნით ახალ, უკეთეს მომავალს!“ – ქართულ-ფინურ-აფხაზური პროექტის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 55 844 (ორმოცდათხუთმეტი ათას რვაას ორმოცდაოთხი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი