დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1761
2017 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მდებარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს არაუმეტეს 133 686 (ას ოცდაცამეტი ათას ექვსას ოთხმოცდაექვსი) ლარისა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი