სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1361
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (ს/ნ: 206237491) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთარშენში მდებარე 38876.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები განაშენიანების ფართობით: 01) შენობის – 1856.6 კვ. მ, 02) შენობის – 167.3 კვ. მ, 03) შენობის – 255 კვ. მ, 04) შენობის – 132, 05) შენობის – 136.2 კვ. მ, 06) შენობის – 10446.9 კვ. მ, 07) შენობის – 124.5 კვ. მ, 08) შენობის – 84.1 კვ. მ, 09) შენობის – 136.2 კვ. მ, 10) შენობის – 49.3 კვ. მ, 11) შენობის – 50.4 კვ. მ, 12) შენობის – 45.2 კვ, მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.44.01.011).
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი