საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1404
2017 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადებული იურიდიული დასკვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (შემდგომში – დეპარტამენტი) და „Road Building ALTCOM“ LLC-ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული EWHG/CW/ICB-01 ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე.
2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა დეპარტამენტს, დაიწყოს დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC-ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული EWHG/CW/ICB-01 ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული პროცედურები.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში განსაზღვრული პროცედურების დაწყების შემდეგ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების ცვლილების შესახებ ეცნობოს საქართველოს მთავრობას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“?
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“ მიღებულია 06.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1404. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024079.
- სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“, №1404, 06.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024079 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3741101/