საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1385
2017 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარით შემცირების ხარჯზე გაზარდოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის ასიგნებები.
2. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 06.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1385. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024133.
- სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №1385, 06.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024133 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3741624/