საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარებასა და ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1447
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2017
matsne.gov.ge 309 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 10.11.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 19.10.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 27.10.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 10.05.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 14.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარებასა და ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №1447 2017 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარებასა და ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა.ა) არაუმეტეს 2940 (ორი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე; ა.ბ) არაუმეტეს 186 (ას ოთხმოცდაექვსი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არაუმეტეს 47800 (ორმოცდაშვიდი ათას რვაასი) ლარის ფარგლებში რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32200000) სახელმწიფო შესყიდვაზე; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს არაუმეტეს 18750 (თვრამეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე; დ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არაუმეტეს 33480 (ოცდაცამეტი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს: ა) არაუმეტეს 712880 (შვიდას თორმეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვა; ბ) არაუმეტეს 329800 (სამას ოცდაცხრა ათას რვაასი) ლარის ფარგლებში ელექტრომოწყობილობებისა და აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31600000) სახელმწიფო შესყიდვა. პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი