1. იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქცია პირდაპირ იქნა ტრანსპორტირებული I დანართის მე-12 მუხლის დებულებების შესაბამისად, ქვემოთ მოცემული შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც:

(1) პროდუქცია, რომელიც წარმოიშვა სეუტასა და მელილაში:

a) სეუტასა და მელილაში სრულად მიღებული პროდუქცია;

b) სეუტასა და მელილაში მიღებული პროდუქცია, რომლის წარმოებისას გამოიყენება პროდუქცია, გარდა (a) პუნქტით გათვალისწინებული პროდუქციისა, იმის გათვალისწინებით, რომ:

i. აღნიშნულმა პროდუქციამ გაიარა საკმარისი დამუშავება-გადამუშავების პროცედურები I დანართის მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში; ან რომ

ii. ის პროდუქცია, რომელიც წარმოიშვა იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან ევროკავშირში, იმის გათვალისწინებით, რომ იგი დაექვემდებარა დამუშავება-გადამუშავების პროცედურებს, რომელიც სცდება I დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებს.

(2) პროდუქცია, რომელიც წარმოიშვა ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, გარდა ევროკავშირისა:

a) ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში სრულად მიღებული პროდუქცია;

b) ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში მიღებული პროდუქცია, რომლის წარმოებისას გამოიყენება პროდუქცია, გარდა (a) პუნქტით გათვალისწინებული პროდუქციისა, იმის გათვალიწინებით, რომ:

i. აღნიშნულმა პროდუქციამ გაიარა საკმარისი დამუშავება-გადამუშავების პროცედურები I დანართის მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში; ან რომ

ii. ის პროდუქცია, რომელიც წარმოიშვა სუეტასა და მელილაში ან ევეროპის კავშირში, იმის გათვალისწინებით, რომ იგი დაექვემდებარა დამუშავება-გადამუშავების პროცედურებს, რომელიც სცდება I დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებს.

2. სუეტა და მელილა ჩაითვლება ერთიან ტერიტორიად.

3. ექსპორტიორი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ექსპორტიორი ან იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის სახელწოდებასა და "სეუტა და მელილას" დააფიქსირებს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერთიფიკატის ან წარმოშობის სერთიფიკატის ან EUR-MED წარმოშობის სერთიფიკატის მე-2 უჯრაში. ამას გარდა, სეუტა და მელილაში წარმოშობილი პროდუქტების შემთხვევაში, აღნიშნული მიეთითება EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერთიფიკატის ან წარმოშობის სერთიფიკატის ან EUR-MED წარმოშობის სერთიფიკატის მე-4 უჯრაში.

4. ესპანური საბაჟო უწყება პასუხისმგებელია წინამდებარე კონვენციის გავრცელებაზე სეუტასა და მელილაში.

დანართი VI

ერთობლივი დეკლარაცია

ანდორას სამთავროს შესახებ

1. ანდორას სამთავრში წარმოშობილი პროდუქცია, რომელიც მოცემულია ჰარმონიზებული სისტემის 25-ე დან 97-ე თავებში, საქართველოში მიჩნეული იქნება ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოშობილად, ამ შეთანხმების ფარგლებში.

2. პირველ პუნქტში ხსენებული პროდუქციის წარმოშობის განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნება I ოქმი “საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ, შესაბამისი ცვლილებებით.

დანართი VII

ერთობლივი დეკლარაცია

სან მარინოს რესპუბლიკის შესახებ

1. სან მარინოს რესპუბლიკაში წარმოშობილი პროდუქცია საქართველოში მიჩნეული იქნება ევროკავშირის ტერიტორიაზე

წარმშობილად, ამ შეთანხმების მიზნებისთვის

2. პროდუქციის წარმოშობის განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნება I ოქმი „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ განმარტების ადაპტირება მოხდება პერიოდული ცვლილებების შესაბამისად სისტემის ჰარმონიზაციისათვის.

დანართი VIII

ვაჭრობა თურქეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირის

სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეებს შორ