1. ტერმინი „ევროკავშირი“ არ მოიცავს სეუტას და მელილას.
2. პროდუქცია, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ მხარეში, გარდა ევროკავშირისა, როდესაც ხორციელდება მისი ექსპორტი სეუტაში ან მელილაში, ყველანაირ ასპექტში ისარგებლებს ანალოგიური საბაჟო რეჟიმით, როგორც ეს ვრცელდება იმ პროდუქციაზე, რომელიც წარმოიშობა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიის რესპუბლიკის ევროპის გაერთიანებებთან მიერთების შესახებ აქტის მე-2 ოქმის შესაბამისად. ხელშემკვრელი მხარეები, გარდა ევროკავშირისა, იმპორტირებულ პროდუქციას, რომელიც მოცულია შესაბამისი შეთანხმებით და წარმოიშვა სეუტაში და მელილაში, მიანიჭებენ ანალოგიურ საბაჟო მოპყრობას, როგორც ეს მინიჭებული აქვთ ევროკავშირიდან იმპორტირებულ და მასში წარმოშობილ პროდუქციას.
3. მე-2 პუნქტის გამოყენების მიზნებისთვის, რომელიც ეხება სეუტასა და მელილაში წარმოშობილ პროდუქციას, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება, სათანადო ცვლილებებით, მე-2 მუხლით გაწერილი სპეციალური პირობების საფუძველზ