I დანართის 2(1)(b) მუხლის დებულებების იმპლემენტაციის მიზნებისთვის, დამუშავება-გადამუშავების პროცესი, რომელიც ხორციელდება თურქეთში, ალჟირში, ან ტუნისში, ჩაითვლება მაროკოში განხორციელებულად, როდესაც მიღებული პროდუქცია გადის შემდგომ დამუშავებას ან გადამუშავებას მაროკოში. როდესაც, წინამდებარე დებულების შესაბამისად, წარმოშობილი პროდუქცია მიღებულია შესაბამის ორ ან მეტ ქვეყანაში, იგი ჩაითვლება მაროკოში წარმოშობილად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება-გადამუშავების პროცესი აღემატება I დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ