„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.127.016242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2017 წლის 26 ივლისი

ქ. ზესტაფონი      

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების  შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017  წლის 28 ივნისის №14 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 03/07/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016235)  დანართის  პრეამბულაში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზესტაფონის მუნიციპალტეტის საკრებულოს აპარატის დებულება

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და  მისი სტრუქტურული ერთეულების  უფლება-მოვალეობებს.“.

2. შევიდეს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 28 ივნისის №14 დადგენილების  დანართის  მე-8 მუხლის პირველ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. აპარატის უფროსი

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი,  რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს     თავმჯდომარე.“.

3. შევიდეს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 28 ივნისის №14 დადგენილების  დანართის  მე-9 მუხლის პირველ პუნტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი,  რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და  ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

4. შევიდეს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 28 ივნისის №14 დადგენილების  დანართის  მე-10 მუხლის მე-3 პუნტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი წესით.

2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ. “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე