102-ე და 103-ე მუხლების დარღვევის გარეშე, ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ხელშემკვრელი მხარეების მიერ დადებული შეთანხმებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებზე არ გავრცელდება ამ ხელშეკრულების დებულებები. რამდენადაც ეს შეთანხმებები არ შეესაბამება ამ ხელშეკრულებას, შესაბამისმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა დადასტურებული შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად, არაუგვიანეს ერთი წლისა, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან.
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება · რედაქცია 14.10.2016
მუხლი 101
კარი XII — – დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება, კონსოლიდირებული რედაქცია 14.10.2016. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/08/2017.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება“, მუხლი 101, №L-198, 14.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016482 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3757843/muxli-101/