ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2003/55/EC დირექტივა

2009 წლის 31 დეკემბრისთვის

ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ 1775/2005 რეგულაცია

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ 2004/67/EC დირექტივა

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2003/54/EC დირექტივა

2009 წლის 31 დეკემბრისთვის

ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ 1228/2003 რეგულაცია

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ 1228/2003 რეგულაციის დანართში  ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2006/770/EC გადაწყვეტილება

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ 2005/89/EC დირექტივა

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ზოგიერთი სახელმწიფო და კერძო პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ  85/337/EEC დირექტივა, როგორც შეცვლილია 97/11/EC დირექტივითა და 2003/35/EC დირექტივით

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ  1999/32/EC დირექტივა

2014 წლის 31 დეკემბრისთვის

წვის დიდი ქარხნებიდან ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი დამაბინძურებლის გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ 2001/80/EC დირექტივა

2017 წლის 31 დეკემბრისთვის

გარეული ფრინველების დაცვის შესახებ 79/409/EC დირექტივის მე-4 მუხლის (2) პუნქტი

2010 წლის დეკემბრისთვის

შიდა ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წახალისების შესახებ  2001/77/EEC დირექტივის იმპლემენტაციის გეგმა

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ტრანსპორტის სფეროში ბიოსაწვავისა და სხვა განახლებადი საწვავის ხელშეწყობის შესახებ  2003/30/EC დირექტივის იმპლემენტაციის გეგმა

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

2. მოლდოვას რესპუბლიკამ უნდა უზრუნველყოს, რომ 2003/54/EC და 2003/55/EC დირექტივების მნიშვნელობით კვალიფიციური მომხმარებელი:

2013 წლის 1 იანვრიდან იყოს ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი; და

2015 წლის პირველი იანვრიდან იყოს ყველა მომხმარებელი.

3. ხელშეკრულების მე-19 მუხლში არსებული მითითება „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან  6 თვის შემდეგ“ გაგებული უნდა იქნეს  „მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ“ მნიშვნელობით.

ხელშეკრულების 22-ე მუხლში არსებული მითითება „სიის მიღებიდან ერთი  წლის განმავლობაში“ გაგებული უნდა იქნეს „მოლდოვას მიერთების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში“ მნიშვნელობით.

ხელშეკრულების 29-ე მუხლში არსებული მითითება, „ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში“ გაგებულ უნდა იქნეს  „მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში“ მნიშვნელობით.

4. მოლდოვას რესპუბლიკაზე ხელშეკრულების მე-15 მუხლის მოქმედება გავრცელდება  მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების თარიღიდან 1 წლის შემდ