ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2003/55/EC დირექტივა
2012 წლის 1 იანვრისთვის
ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ 1775/2005 რეგულაცია
2012 წლის 1 იანვრისთვის
ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ 2004/67/EC დირექტივა
2012 წლის 1 იანვრისთვის
ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2003/54/EC დირექტივა
2012 წლის 1 იანვრისთვის
ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ 1228/2003 რეგულაცია
2012 წლის 1 იანვრისთვის
ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ 1228/2003 რეგულაციის დანართში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2006/770/EC გადაწყვეტილება
2012 წლის 1 იანვრისთვის
ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ 2005/89/EC დირექტივა
2012 წლის 1 იანვრისთვის
ზოგიერთი სახელმწიფო და კერძო პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ 85/337/EEC დირექტივა, როგორც შეცვლილია 97/11/EC დირექტივითა და 2003/35/EC დირექტივით
2013 წლის 1 იანვრისთვის
ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ 1999/32/EC დირექტივა
2012 წლის 1 იანვრისთვის
წვის დიდი ქარხნებიდან ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი დამაბინძურებლის გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ 2001/80/EC დირექტივა
2018 წლის 1 იანვრისთვის
გარეული ფრინველების დაცვის შესახებ 79/409/EC დირექტივის მე-4 მუხლის (2) პუნქტი
2015 წლის 1 იანვრისთვის
შიდა ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წახალისების შესახებ 2001/77/EEC დირექტივის იმპლემენტაციის გეგმა
2011 წლის 1 ივლისისთვის
ტრანსპორტის სფეროში ბიოსაწვავისა და სხვა განახლებადი საწვავის ხელშეწყობის შესახებ 2003/30/EC დირექტივის იმპლემენტაციის გეგმა
2011 წლის 1 ივლისისთვის
2. უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ 2003/54/EC და 2003/55/EC დირექტივების მნიშვნელობით კვალიფიციური მომხმარებელი:
2012 წლის 1 იანვრიდან იყოს ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი; და
2015 წლის პირველი იანვრიდან იყოს ყველა მომხმარებელი.
3. ხელშეკრულების მე-19 მუხლში არსებული მითითება „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის შემდეგ“ გაგებული უნდა იქნეს „უკრაინის მიერთების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ“ მნიშვნელობით.
ხელშეკრულების 22-ე მუხლში არსებული მითითება „სიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში“ გაგებულ უნდა იქნეს „უკრაინის შეერთების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში“ მნიშვნელობით.
ხელშეკრულების 29-ე მუხლში არსებული მითითება, „ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში“ გაგებული უნდა იქნეს „უკრაინის შეერთების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში“ მნიშვნელობით.
4. უკრაინაზე ხელშეკრულების მე-15 მუხლის მოქმედება გავრცელდება უკრაინის მიერთების თარიღიდან 2 წლის შემდე