2. ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთება ძალაში შევა პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან მეორე თვის პირველ დღეს.
შესრულებულია ვენაში, 2010 წლის 27 მარტს.
ენერგეტიკული გაერთიანების სახელით მოლდოვას რესპუბლიკის სახელით
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან უკრაინის შეერთების შესახებ ოქმი
ერთო მხრივ, ენერგეტიკული გაერთიანება, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე,და, მეორე მხრივ, უკრაინა,ენერგეტიკულ გაერთიანებასთან უკრაინის მიერთების მოლაპარაკებების გათვალისწინებით
ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან უკრაინის შეერთების დამტკიცების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (შემდგომში „გადაწყვეტილება 2009/04/MC-EnC“) მხედველობაში მიღებით,შეთანხმდნენ შემდეგზ