2. ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთება ძალაში შევა პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან მეორე თვის პირველ დღეს.
შესრულებულია სკოპიეში, 2010 წლის 24 სექტემბერს.
ენერგეტიკული გაერთიანების სახელით უკრაინის სახელით
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმი
ერთი მხრივ, „ენერგეტიკული გაერთიანება“, „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების“ (შემდგომში –
ხელშეკრულება) თანახმად,და, მეორე მხრივ, საქართველო,ითვალისწინებენ რა, „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველოს გაწევრიანების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგებს,ითვალისწინებენ რა, „ენერგეტიკული გაერთიანების“ მინისტრთა საბჭოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანების თაობაზე თანხმობის შესახებ (გადაწყვეტილება 2016/18/MC-EnC),ითვალისწინებენ რა, რომ საქართველო არ არის პირდაპირ დაკავშირებული რომელიმე ხელშემკვრელი მხარისა ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელთან, და რომ საჭიროა სპეციფიკური მიდგომების განსაზღვრა ბუნებრივი გაზის მთავარ გადამცემ ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში, რომელიც ძირითადად გამოიყენება საქართველოს გავლით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის,ითვალისწინებენ რა, რომ საქართველო 2007 წელს გახდა „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამკვირვებელი, ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურის მართვის პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ,შეთანხმდნენ შემდეგზ