2. „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველოს გაწევრიანება ძალაში შედის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების დასრულებიდან მეორე თვის პირველ დღეს. შეტყობინება ეგზავნება ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც იქნება ოქმის დეპოზიტარი.
შესრულებულია სარაევოში, 14 ოქტომბერი, 2016
ენერგეტიკული გაერთიანების სახელით საქართველოს სახელით
დანართი
ოქმის შესრულების შესახებ ერთობლივი განცხადება
1. ხელშემკვრელ მხარეს ან ევროკავშირის წევრ ქვეყანას შორის ენერგორესურსებით საზღვართშორისი ვაჭრობის შესახებ ოქმით გათვალისწინებული „ენერგეტიკული გაერთიანების“ კანონმდებლობის (acquis communautaire) 2(1) და 2(2) მუხლებში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის პირდაპირ დაკავშირებული რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელთან. საქართველო დაიწყებს მოცემული წესებისა და პრინციპების ამოქმედებას ნემისმიერი ხელშემკვრელი მხარისა ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მას შემდეგ, რაც იგი ფიზიკურად დაუკავშირდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელს. იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშემკვრელი მხარე ან ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვაჭრობასთან დაკავშირებული წესები და პრინციპები დარჩება ეროვნული კანონმდებლობის კომპეტენციის საგანი.
2. ხელშეკრულების II კარში IV თავის (კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა) დებულებების ამოქმედებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ საქართველო ამჟამად არის იზოლირებული ბაზარი, რომელსაც არ გააჩნია პირდაპირი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელები „ენერგეტიკული გაერთიანების“ რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ქსელთან. საქართველო ხელს შეუწყობს და გამოიყენებს ამ დებულებებს, როდესაც ხელშემკვრელ მხარეებს შორის ვაჭრობაზე მოახდენს გავლენას.
3. 2018 წლის 31 დეკემბრისათვის ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2009/72/EC დირექტივისა და 2019 წლის 31 დეკემბრისათვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ 2005/89/EC დირექტივის შესრულების მიზნით, გათვალისწინებულ იქნება ტესტირებისათვის და შესაბამისი ქმედითი დებულებებისა და ბაზრის ინსტრუმენტების დანერგვისთვის საჭირო დამატებითი ერთწლიანი პერიოდი.
4. ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების განსაზღვრის მიზნით, საქართველომ შესაძლოა გააგრძელოს ინვესტორებთან აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაფორმდა წინამდებარე ოქმის ხელმოწერამდე. „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულებასთან მოცემული ვალდებულებების პოტენციური შეუთავსებლობების აღმოფხვრის მიზნით საქართველო სამდივნოსთან ერთად ჩაერთვება საკითხის განხილვაში, არაუგვიანეს 2(1) და 2(2) მუხლების ამოქმედებისა.
5. განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობის შესახებ 2009/28/EC დირექტივის იმპლემენტაცია და, შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოსთვის 2020 წლისთვის განახლებადი ენერგიის სამიზნე დონე განისაზღვრება „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნოს კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ.
6. მოცემულ 2001/80/EC, 2012/27/EU, 2009/28/EC, 2010/30,EU და 2010/31/EU დირექტივებთან მიმართებაში, მინისტრთა საბჭოს მიერ შემდეგი გადაწყვეტილებების 2015/08/MC-EnC, 2013/05/MC-EnC, 2012/04/MC-EnC, 2014/02/MC-EnC და 2010/02/MC-EnC საფუძველზე მიღებულ იქნა საყოველთაო იმპლემენტაციის ვადებისაგან განსხვავებული ვადები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ექნება ხელშემკვრელი მხარეების მსგავსად ადაპტირებული ვადები, რომელსაც დაემატება 12-თვიანი საშეღავათო პერიოდი. წინამდებარე ოქმის ხელმოწერიდან ერთ თვეში, აღნიშნულ დირექტივებთან მიმართებაში სამდივნო ცხრილის სახით გაწერს საქართველოსთვის სავალდებულო ვადებს.
1 ელექტროენერგიის შიდა ბაზრისთვის საერთო წესების შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 26 ივნისის 2003/54/EC დირექტივა, ევროპის კავშირის 2003 წლის 15 ივლისის ოფიციალური ჟურნალი n° L 176, გვ. 37-56; და ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისთვის საერთო წესების შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 26 ივნისის 2003/55/EC დირექტივა, ევროპის კავშირის 2003 წლის 15 ივლისის ოფიციალური ჟურნალი n° L 176, გვ. 57-78.
2 ნავთობის სექტორის შესახებ ხელშეკრულების ზოგიერთი დებულებების იმპლემენტაციისა და ენერგეტიკული გაერთიანების ნავთობის ფორუმის შექმნის შესახებ 2008 წლის 1 დეკემბრის 2008/03/MC-EnC გადაწყვეტილების მუხლის თანახმად,„1. ხელშეკრულება ვრცელდება ნავთობზე ამ მუხლით დადგენილი პირობებით.
2. „ქსელში გატარებული ენერგია“, როგორც აღნიშნულია ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ მოიცავს ნავთობის სექტორს, ანუ მიწოდებას, ვაჭრობას, ნედლი ნავთობის დამუშავებასა და გადაცემას და ნავთობპროდუქტებს, რომლებიც ხვდებიან 2006/67/EC დირექტივის მოქმედების სფეროში და დაკავშირებული ნავთობსადენები, მარაგი, გადამამუშავებელი ქარხნები და იმპორტის/ექსპორტის ობიექტები.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება ხელშეკრულების 21-23-ე და 43-46-ე მუხლებზე.”
3 ცვლილება შეტანილია 2009/72/EC დირექტივის, 2009/73/EC დირექტივის, 714/2009 (EC) რეგულაციისა და 715/2009 (EC) რეგულაციის იმპლემენტაციის შესახებ მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის 2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით და ცვლილება შედის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მე-11 და 59-ე მუხლებში.
4 ცვლილება შეტანილია 2009/28/EC დირექტივის იმპლემენტაციის შესახებ მინისტრთა საბჭოს 2012 წლის 18 ოქტომბრის 2012/04/MC-EnC გადაწყვეტილების პირველი მუხლით და ცვლილება შედის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მე-20 მუხლში.
5 ცვლილება შეტანილია მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 18 დეკემბრის 2009/02/MC-EnC გადაწყვეტილების პირველი მუხლით, რომლითაც შედის ცვლილება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში მინისტრთა საბჭოს შეხვედრების სიხშირესთან დაკავშირებით.
6 ცვლილება შეტანილია 2009/72/EC დირექტივის, 2009/73/EC დირექტივის, 714/2009 (EC) რეგულაციისა და 715/2009 (EC) რეგულაციის იმპლემენტაციის შესახებ მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის 2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით და ცვლილება შედის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მე-11 და 59-ე მუხლებში.
7 ურთიერთგაგების მემორანდუმი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონული ენერგეტიკული ბაზრისა და ევროპის თანამეგობრობის შიდა ენერგეტიკულ ბაზარზე მისი ინტეგრაციის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ათენში 2003 წლის 8 დეკემბერს.
8 ცვლილება შეტანილია 2009/72/EC დირექტივის, 2009/73/EC დირექტივის, No 714/2009 (EC) რეგულაციისა და 715/2009 (EC) რეგულაციის იმპლემენტაციისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მე-11 და 59-ე მუხლების ცვლილების შესახებ მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის 2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით.
9 სამხრეთ კავკასიის მილსადენი ნიშნავს SCP პროექტს, რომელიც განისაზღვრება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების მიხედვით.
10 ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენი არის საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს 1200/1000 მმ დიამეტრის გაზსადენის ნაწილებს (როგორც შეიძლება იყოს აღდგენილი, შეკეთებული, შეცვლილი, განახლებული, გადაკეთებული და/ან გადაადგილებული), რომელიც პირველ რიგში განკუთვნილია რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვი