დირექტივა N2009/73/EC ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების დაწესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/55/ EC

2020 წლის 31 დეკემბრისთვის

რეგულაცია (EC) N715/2009 ბუნებრივი  გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC) N1775/2005

2020 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2004/67/EC ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ

2020 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2009/72/EC ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/54/ EC

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

რეგულაცია N714/2009 (EC) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის სისტემებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC) N1228/2003

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2005/89/EC ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ

2019 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N85/337/EEC ზოგიერთი სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზეგავლენის შეფასების შესახებ,  რომელშიც ცვლილებები შეტანილია 97/11/EC და 2003/35/EC დირექტივებით

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, აღნიშნული დირექტივა სრულად შესრულდება 2017 წლის 1 სექტემბრისათვის

დირექტივა N1999/32/EC ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, აღნიშნული დირექტივა სრულად შესრულდება 2021 წლის 1 სექტემბრისათვის

დირექტივა 2001/80/EC წვის დიდი ქარხნებიდან ზოგიერთი დამაბინძურებლის ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

სამრეწველო ემისიების შესახებ (დაბინძურების ინტეგრირებული პრევენცია და კონტროლი) დირექტივა N2010/75/EU-ის თავი III, დანართი V და მუხლი 72(3)-(4)  - ახალი სადგურებისთვის

2018 წლის 1 სექტემბრისათვის

სამრეწველო ემისიების შესახებ (დაბინძურების ინტეგრირებული პრევენცია და კონტროლი) დირექტივა N2010/75/EU-ის თავი III, დანართი V და მუხლი 72(3)-(4)  - არსებული სადგურებისთვის

2026 წლის 1 სექტემბრისთვის

დირექტივა N79/409/EC, მუხლი 4(2), გარეული ფრინველების დაცვის შესახებ

2019 წლის 1 სექტემბრისთვის

დირექტივა N2009/28/EC განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შევიდა და მოგვიანებით გაუქმდა დირექტივა N2001/77/ EC და დირექტივა N2003/30/ EC

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2012/27/EU ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელსაც  ცვლილებები შეაქვს N2009/125/EC და N2010/30/EU დირექტივებში და აუქმებს დირექტივებს N2004/8/EC და N2006/32/EC

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2010/30/EU ენერგომოხმარების პროდუქტების მიერ ენერგიისა და სხვა წყაროების მოხმარების მითითების შესახებ ეტიკეტირებისა და პროდუქციის შესახებ სხვა სტანდარტული ინფორმაციის განთავსების გზით (შესწორებული)

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2010/31/EU შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ (შესწორებული)

2019 წლის 30 ივნისისთვის

დირექტივა 2009/119/EC წევრ ქვეყნებზე ნედლი ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მინიმალური სარეზერვო მარაგების უზრუნველყოფის ვალდებულების შესახებ

2023 წლის 1 იანვრამდე

დირექტივა 2008/92/EC სამრეწველო სფეროში საბოლოო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით „გაერთიანების“ პროცედურის შესახებ (შესწორებული)

2017 წლის 31 დეკემბრისთვის

რეგულაცია (EC) No 1099/2008 ენერგეტიკული სტატისტიკის შესახებ

2017 წლის 31 დეკემბრისთვის

2. ევროკომისიის 2009/72/EC დირექტივისა და 2009/73/EC დირექტივის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილი მომხმარებლები გახდნენ:

[31 დეკემბერი 2018] წლიდან, ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი; და

[31 დეკემბერი 2019] წლიდან, ყველა მომხმარებელი.

3. ხელშეკრულების მე-19 მუხლში, მითითება „ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან [მეექვსე თვეს]“ ნიშნავს „საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში].“ ხელშეკრულების 22-ე მუხლში, მითითება „სიის  დამტკიცებიდან [ერთ წელიწადში]“ ნიშნავს  „საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში]“. ხელშეკრულების 29-ე მუხლში, მითითება „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან [ერთ წელიწადში]“ ნიშნავს „საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში]“.

4. ხელშეკრულების მე-15 მუხლის შესრულება საქართველოსთვის სავალდებულოა საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში].

5. სამხრეთ კავკასიის მილსადენი9 და ჩრდილოეთ-სამხრეთის10 მაგისტრალური მილსადენი გათავისუფლებულია ევროკომისიის 2009/73/EC დირექტივისა და (EC) No 715/2009 რეგულაციის მოთხოვნების შესრულებისაგან 2026 წლის 31 აგვისტომდე, „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

6. გაწევრიანების შესახებ წინამდებარე ოქმი არ გავრცელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორის შეთანხმებაზე, რომელიც ეხება სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებსა და მის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის საქმიანობებს.

7. ამ ოქმის 2(5) და 2(6) მუხლების შესრულებასთან დაკავშირებით, დადასტურებულია, რომ საქართველო გათავისუფლებულია ხელშეკრულების გავრცელებისგან ბუნებრივი გაზის საზღვართშორისი ტრანსპორტირების (ტრანზიტის)  სამართლებრივი და/ან მარეგულირებელი რეჟიმის და/ან ვადებისა და პირობების განსაზღვრის საკითხში, აგრეთვე, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ, ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დადებული მთავრობათაშორისი შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით გაფორმებული არსებული ხელშეკრულებების ვადებსა და პირობებთან მიმართებაში.

8. „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, მე-5 პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვის შემდგომ, მოცემული მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დებულებები დაექვემდებარება გადახედვა