ეს ხელშეკრულება ძალაში შედის თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ევროპის თანამეგობრობისა და ექვსი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მიზნებისთვის პროცედურების დასრულების შეტყობინების თარიღს.
შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ევროპის კავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც უნდა იყოს ამ ხელშეკრულების დეპოზიტარი.
აღნიშნულის დასადასტურებლად სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას.
ხელშემკვრელ მხარეთა ხელმოწერები
შესრულებულია ათენში, 2005 წლის 25 ოქტომბერს.
ენერგეტიკული გაერთიანების სახელით
ხელმოწერილია
ალბანეთის რესპუბლიკის სახელით
ხელმოწერილია
ბულგარეთის რესპუბლიკის სახელით
ხელმოწერილია
ბოსნია და ჰერცოგოვინას სახელით
ხელმოწერილია
ხორვატიის რესპუბლიკის სახელით
ხელმოწერილია
ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის სახელით
ხელმოწერილია
მონტენეგროს რესპუბლიკის სახელით
ხელმოწერილია
რუმინეთის სახელით
ხელმოწერილია
სერბეთის რესპუბლიკის სახელით
ხელმოწერილია
გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის სახელით კოსოვოში, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის თანახმად.
ხელმოწერილია
მაკედონიის რესპუბლიკა
პრემიერ მინისტრის მოადგილის აპარატი
მინკო იორდანოვი
ათენი, 2005 წლის 25 ოქტომბერი,თქვენო აღმატებულებავ,აქვე მინდა განვაცხადო, რომ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ტექსტი მისაღებია მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობისთვის.
აღნიშნული წერილით, მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობა საკუთარ თავს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელმომწერად მიიჩნევს.
თუმცა ვაცხადებ, რომ მაკედონიის რესპუბლიკისთვის მიუღებელია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებში ჩემი ქვეყნისათვის გამოყენებული სახელწოდება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ქვეყნის კონსტიტუციური სახელია მაკედონიის რესპუბლიკა.
გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ რწმუნება ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემისა.
მინკო იორდანოვი
ევროპის თანამეგობრობა
ბრიუსელი
ევროპის კავშირის საბჭო
თავმჯდომარეობა
ათენი, 2005 წლის 25 ოქტომბერი
ბატონ მინკო იორდანოვს
ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის
მთავრობის ვიცე-პრეზიდენტს
ბატონო,ევროპის თანამეგობრობა ითვალისწინებს დღევანდელი რიცხვით დათარიღებულ წერილს და ადასტურებს, რომ თქვენი წერილი და ეს პასუხი ჩაანაცვლებს ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელმოწერას. თუმცა, ეს გაგებულ არ უნდა იქნეს, როგორც ევროპის თანამეგობრობის მიერ, ნებისმიერი ფორმით ან შინაარსით, „ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის“ სახელწოდების გარდა რაიმე სხვა სახელწოდებაზე თანხმობა ან მისი აღიარება.
გთხოვთ, ბატონო, მიიღოთ რწმუნება ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემისა.
ევროპის თანამეგობრობის სახელით
გაერთიანული ერები
გაერთიანებული ერების
დროებითი ადმინისტრაციის
მისია კოსოვოში (UNMIK)
დეკლარაცია
მე, სორენ იესენ-პეტერსენი, გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და კოსოვოში გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის (UNMIK) ხელმძღვანელი,აქვე ვაცხადებ, რომ კოსოვოში გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის (UNMIK) ხელს აწერს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას 2005 წლის 25 ოქტომბერს შემდეგი პირობებით:
(i) გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისია (UNMIK), რომელიც შექმნილია 1999 წლის 10 ივნისის უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციით, ხელს აწერს ხელშეკრულებას კოსოვოს სახელით;
(ii) კოსოვოსათვის ხელშეკრულება ძალაშია UNMIK-ის ადმინისტრაციის ხანგრძლივობის ვადით 1244-ე (1999) რეზოლუციის თანახმად, და ამ ვადის მიღმა მის უწყვეტი ვალიდურობა გამომდინარეობს კოსოვოს შემდგომი ადმინისტრაციიდან; და
(iii) UNMIK-ის მხრიდან ხელშეკრულების დადება ზიანს არ მიაყენებს კოსოვოს მომავალ სტატუსს.
უფრო მეტიც, ხელშეკრულება არ მოიცავს არც გაერთიანებული ერების პასუხისმგებლობას, არც სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციას.
მოვითხოვ, რომ ეს დეკლარაცია სათანადოდ იქნეს ჩაწერილი და მან შეადგინოს ხელშეკრულების ოფიციალური ჩანაწერების ნაწილი.
აღნიშნულის დასადასტურებლად, მე ვაწერ ხელს და ვსვამ ბეჭედს.
შესრულებულია პრიშტინაში, 2005 წლის 21 ოქტომბერს
სორენ იესენ-პეტერსენი
გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სერბეთის დელეგაციის მიერ გაკეთებული განცხადება
„სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას სურს განაცხადოს, რომ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელმოწერამ კოსოვოს დროებითი ადმინისტრაციის მისიაში გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სახელით არავითარ შემთხვევაში წინასწარ არ უნდა გადაწყვიტოს კოსოვოსა და მეტოჰიას საბოლოო სტატუსი.
სერბეთის რესპუბლიკის მთავრობა იხსენებს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციას, რომელიც განამტკიცებს ყველა წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას სერბეთისა და მონტენეგროს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე.“
ათენი, 2005 წლის 25 ოქტომბერი
დანართი I8 „ენერგეტიკის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობით“ გათვალისწინებული აქტების სია
(1) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის N2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით.
(2)ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/73/EC ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის N2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით.
(3) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის N714/2009 (EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის N2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით.
(4)ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის რეგულაცია (EC) N715/2009 ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობების შესახებ, კომისიის 2010 წლის 10 ნოემბრის 2010/685/EU გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის N 2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით.
(5)ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 18 იანვრის 2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2007 წლის 18 დეკემბრის N 2007/06/MC-EnC გადაწყვეტილებით.
(6)ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 26 აპრილის 2004/67/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2007 წლის 18 დეკემბრის N 2007/06/MC-EnC გადაწყვეტილებით.
დანართი II –
გარემოს შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციის განრიგი
1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისას უნდა მოახდინოს ზოგიერთი საჯარო და კერძო პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ 85/337/EEC საბჭოს დირექტივის, როგორც შეცვლილია 1997 წლის 3 მარტის 97/11/EC საბჭოს დირექტივითა და 2003 წლის 26 მაისის 2003/35/EC ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივით, იმპლემენტაცია.
2. თითოეულმა ხელშემკვრელმა უნდა მოახდინოს ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ 1999 წლის 26 აპრილის 1999/32/EC დირექტივის იმპლემენტაცია, რომელსაც 2011 წლის 31 დეკემბრისთვის ცვლილებები შეაქვს 93/12/EEC დირექტივაში.
3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მოახდინოს წვის დიდი ქარხნების მიერ ზოგიერთი დამაბინძურებელის ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ 2001/80/EC დირექტივის იმპლემენტაცია 2017 წლის 31 დეკემბრისთვის.
4. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მოახდინოს გარეული ფრინველების დაცვის შესახებ საბჭოს 1979 წლის 2 აპრილის 79/409/EC დირექტივის მე-4 მუხლის (2) პუნქტის იმპლემენტაცია ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისას.
დანართი III –
ევროპის თანამეგობრობის კონკურენციის წესები
ევროპის თანამეგობრობის ხელშეკრულების 81-ე მუხლი
1. შემდეგი აკრძალული უნდა იქნეს, როგორც საერთო ბაზართან შეუსაბამო: საწარმოებს შორის არსებული ყველა შეთანხმება, საწარმოთა ასოციაციების გადაწყვეტილებები და შეთანხმებული პრაქტიკა, რომელსაც შეუძლია წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე ზეგავლენის მოხდენა და რომელთა მიზანია საერთო ბაზარზე კონკურენციის აკრძალვა, შეზღუდვა ან დამახინჯება, განსაკუთრებით ისეთი ქმედებები, რომლებიც ეხება:
(ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ შესყიდვის ან გაყიდვის უსამართლო ფასებს ან სხვა უსამართლო სავაჭრო პირობების დაწესებას;
(ბ) პროდუქციის, ბაზრების ტექნიკური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვას ან კონტროლს;
(გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების გაზიარებას;
(დ) ვაჭრობის პროცესში მონაწილე სხვა მხარეებთან განხორციელებულ ეკვივალენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების გამოყენებას, მათთვის კონკურენტულად არახელსაყრელი პირობების შექმნით;
(ე) ხელშეკრულებების დადებას, რომლებიც ექვემდებარება დამატებითი ვალდებულებების მქონე სხვა მხარეების მხრიდან აქცეპტს, რომელთაც თავიანთი ბუნებიდან ან კომერციული გამოყენებიდან გამომდინარე არანაირი კავშირი არა აქვთ ასეთი ხელშეკრულებების საგანთან.
2. ამ მუხლის თანახმად აკრძალული ნებისმიერი ხელშეკრულება ან გადაწყვეტილება ავტომატურად ბათილია.
3. პირველი პუნქტის დებულებები, შესაძლებელია გამოცხადებულ იქნეს გამოუყენებლად:
- საწარმოებს შორის ნებისმიერი შეთანხმების ან შეთანხმებების ერთობლიობის შემთხვევაში,- საწარმოთა ასოციაციების ნებისმიერი გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილებების ერთობლიობის შემთხვევაში,- ნებისმიერი შეთანხმებული პრაქტიკის ან შეთანხმებული პრაქტიკის ერთობლიობის შემთხვევაში,რაც ხელს უწყობს საქონლის წარმოების ან განაწილების გაუმჯობესებას ან ტექნიკური ან ეკონომიკური პროგრესის წახალისებას, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს არსებულ სარგებელში გააჩნდეთ სამართლიანი წილი და რაც არ:
(ა) უწესებს შესაბამის საწარმოებს შეზღუდვებს, რაც განუყოფელია ამ შედეგების მიღწევისაგან;
(ბ) აძლევს საშუალებას საწარმოებს, აღმოფხვრან კონკურენცია პროდუქტების დიდ ნაწილთან დაკავშირებით.
ევროპის თანამეგობრობის ხელშეკრულების 81-ე მუხლი
ერთი ან მეტი საწარმოს მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება საერთო ბაზარზე ან მის არსებით ნაწილში, უნდა აიკრძალოს, როგორც საერთო ბაზრისათვის შეუსაბამო, იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია იმოქმედოს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე.
ასეთი ბოროტად გამოყენება განსაკუთრებით უნდა მოიცავდეს:
(ა) შესყიდვის ან გაყიდვის უსამართლო ფასების ან სხვა უსამართლო სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დაწესებას;
(ბ) პროდუქციის, ბაზრების ან ტექნიკური განვითარების შეზღუდვას, მომხმარებელთათვის ზიანის მიყენების საფუძველზე;
(გ) ვაჭრობის პროცესში მონაწილე სხვა მხარეებთან განხორციელებულ ეკვივალენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების გამოყენებას, მათთვის კონკურენტულად არახელსაყრელი პირობების შექმნით;
(დ) ხელშეკრულებების დადებას, რომლებიც ექვემდებარება დამატებითი ვალდებულებების მქონე სხვა მხარეების მხრიდან აქცეპტს, რომელთაც თავიანთი ბუნებიდან ან კომერციული გამოყენებიდან გამომდინარე არანაირი კავშირი არა აქვთ ასეთი ხელშეკრულებების საგანთან.
ევროპის თანამეგობრობის ხელშეკრულების 86-ე მუხლის (1) და (2) პუნქტები
1. საჯარო საწარმოებისა და იმ საწარმოების შემთხვევაში, რომელთაც წევრი სახელმწიფოები ანიჭებენ სპეციალურ ან ექსკლუზიურ უფლებებს, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა აამოქმედონ და ძალაში არ უნდა დატოვონ ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებს, განსაკუთრებით იმ ზომებს, რომლებიც მოცემულია მე-12 მუხლსა და 81–
89-ე მუხლებში.
2. საწარმოები, რომელთაც მინდობილი აქვთ ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მქონე მომსახურებების განხორციელება ან გააჩნიათ შემოსავლის მიღების მონოპოლიის ხასიათი, უნდა დაექვემდებარონ ამ ხელშეკრულებაში მოცემულ წესებს, განსაკუთრებით წესებს კონკურენციის შესახებ, იმდენად, რამდენადაც ამ წესების გამოყენება სამართლებრივად ან ფაქტობრივად არ შეაფერხებს მათდამი დაკისრებული მოვალეობების განხორციელებას.
ვაჭრობის განვითარებაზე ისეთი ზეგავლენა არ უნდა მოხდეს, რომელიც ეწინააღმდეგება თანამეგობრობის ინტერესებს.
ევროპის თანამეგობრობის ხელშეკრულების 87-ე მუხლი
1. თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, წევრი სახელმწიფოებისათვის გამოყოფილი ან ნებისმიერი სახით სახელმწიფო რესურსებიდან მიღებული ნებისმიერი დახმარება, რომელიც ამახინჯებს ან საფრთხეს უქმნის კონკურენციას რომელიმე საწარმოსათვის ან რომელიმე საქონლის წარმოებისათვის უპირატესობის მინიჭების გზით, რამდენადაც ის მოქმედებს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე, მიჩნეული უნდა იქნეს საერთო ბაზრისათვის შეუსაბამოდ.
2. შემდეგი მიჩნეული უნდა იქნეს საერთო ბაზრისათვის შესაბამისად:
(ა) დახმარება, რომელსაც გააჩნია სოციალური ხასიათი, გაცემულია ინდივიდუალურ მომხმარებლებზე, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დახმარება გაცემულია შესაბამისი პროდუქტის წარმომავლობის დისკრიმინაციის გარეშე;
(ბ) დახმარება, რომელიც გაცემულია სტიქიური უბედურებით ან გამონაკლისი შემთხვევებით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად;
(გ) დახმარება, რომელიც გაცემულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკის შესაბამისი სფეროებისათვის, რომლებზეც იმოქმედა გერმანიის გაყოფამ, იმდენად, რამდენადაც დახმარება მოითხოვება გაყოფით გამოწვეული ეკონომიკურად არახელსაყრელი მდგომარეობის კომპენსირების მიზნით.
3. შემდეგი მიჩნეული უნდა იქნეს საერთო ბაზრისათვის შესაბამისად:
(ა) დახმარება, რომელიც გაცემულია იმ ადგილების ეკონომიკური განვითარების წასახალისებლად, სადაც ცხოვრების დონე არანორმალურად დაბალია ან სადაც ნახევრად უმუშევრობაა;
(ბ) დახმარება, რომელიც გაცემულია ევროპის საერთო ინტერესებში შემავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების წასახალისებლად ან წევრი სახელმწიფოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარღვევის გამოსასწორებლად;
(გ) დახმარება, რომელიც გაცემულია გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის ან გარკვეული ეკონომიკური არეალის განვითარების გასამარტივებლად, როდესაც ასეთი დახმარება საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს სავაჭრო პირობებზე, იმგვარად, რაც ეწინააღმდეგება საერთო ინტერესს;
(დ) დახმარება, რომელიც გაცემულია კულტურისა და მემკვიდრეობის კონსერვაციის მიზნით, როდესაც ასეთი დამარება არ ზემოქმედებს სავაჭრო პირობებზე და თანამეგობრობაში კონკურენციაზე იმგვარად, რაც ეწინააღმდეგება საერთო ინტერესს;
(ე) დახმარების სხვა კატეგორიები, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის შეთავაზების მიღების შემდეგ კვალიფიციური უმრავლესობით.
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მოლდოვას შეერთების შესახებ ოქმი
ერთო მხრივ, ენერგეტიკული გაერთიანება, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე,და, მეორე მხრივ, მოლდოვას რესპუბლიკა,ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების მოლაპარაკებების გათვალისწინებით,ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების დამტკიცების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (შემდგომში „გადაწყვეტილება 2009/03/MC-EnC“), მხედველობაში მიღებით,შეთანხმდნენ შემდეგზ