არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 08.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №27/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016341
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 699 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
არასაარჩევნო პერიოდი
კალენდარული წელი, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა
მუხლი 2
საარჩევნო კომისია
ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 27.06.2017 არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 18.08.2020 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება 88% 11.03.2026 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 30.10.2015 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 23.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №27/2017 2017 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 44-ე მუხლის  მე-6 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი დანართი არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა (შემდგომში – „მედიასაშუალებები“) აკრედიტაცია. 2. აკრედიტაციის მოსაპოვებლად, განაცხადების მიღება შესაბამის საარჩევნო კომისიებში წარმოებს ყოველი წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით. 3. აკრედიტაციის დაწყების შესახებ, ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, აკრედიტაციის დაწყებამდე 1 თვით ადრე, აქვეყნებს ინფორმაციას ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასაარჩევნო პერიოდიკალენდარული წელი, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა; ბ) საარჩევნო კომისია – ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები. მუხლი 3🔗. აკრედიტაცია ცესკოს სხდომაზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. საარჩევნო კომისიაში აკრედიტაციის მისაღებად, მედიასაშუალების ხელმძღვანელმა პირმა ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე შესრულებული განცხადება უნდა წარადგინოს ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე. შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, განცხადებას აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 7 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც ფორმდება შესაბამისი კომისიის მდივნის განკარგულებით. ერთ მედიასაშუალებას საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისა და კომისიის სხდომაზე გადაღების მიზნით შეუძლია აკრედიტაციისათვის წარადგინოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია, რომელთაგან ერთდროულად არაუმეტეს 3 წარმომადგენლისა ესწრება კომისიის სხდომას. განცხადებას უნდა დაერთოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მედიასაშუალების სააგენტოში რეგისტრაციის შესახებ. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მედიასაშუალების სრული დასახელება; ბ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, თანამდებობა); გ) მედიასაშუალების საფოსტო მისამართი და ინდექსი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განაცხადის ფორმას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განაცხადში დასახელებული მედიასაშუალების წარმომადგენელთა საკონტაქტო ინფორმაცია სამსახურებრივი და პირადი ტელეფონის ნომრების, ელ. ფოსტის მისამართის მითითებით; ბ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები; გ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა სამსახურებრივი მოწმობის ასლები; დ) მედიასაშუალების წარმომადგენლების ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია, ზომით 3x4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განცხადება და ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მედიასაშუალებას უარი ეთქმევა აკრედიტაციის მიღებაზე. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში მედიასაშუალებას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს სათანადო განკარგულებას. მუხლი 4🔗. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის პირობები აკრედიტაციის მოწმობების გაცემას ცესკოში უზრუნველყოფს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში, შესაბამისი კომისიის მდივანი. მუხლი 5🔗. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადა აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადა იწურება აკრედიტაციის წლის ბოლო კალენდარულ დღეს. საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების ამ წესით დადგენილი აკრედიტაციის მოქმედება ჩერდება და მათი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან შესაბამისი კალენდარული წლის ბოლო დღის ვადით. მედიასაშუალებების აკრედიტაცია საარჩევნო პერიოდში განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 44-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 6🔗. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით და აღნიშნული მუხლის შესაბამისად გაცემული აკრედიტაციის მოქმედება შეჩერდება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. სააკრედიტაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მედიასაშუალების ხელმძღვანელი, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას/შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ახალი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება 14 სამუშაო დღის განმავლობაში. მუხლი 7🔗. წარმომადგენლების შეცვლა/დამატება აკრედიტებული მედიასაშუალებების მიერ, წარმომადგენლების შეცვლა/დამატება, შესაძლებელია ამ აკრედიტებული მედიასაშუალების მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით. მუხლი 8🔗. აკრედიტებული მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის გაუქმება 1. აკრედიტებული მედიასაშუალების წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში, მედიასაშუალება ვალდებულია აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის თაობაზეც კომისიის მდივანი გამოსცემს აქტს, ამ პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 2. მედიასაშუალებამ, აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, უნდა მიმართოს იმ კომისიის მდივანს, რომელმაც მოახდინა ამ ორგანიზაციის აკრედიტაცია. აკრედიტაციის გაუქმების საკითხის განხილვაზე მოქმედებს იგივე ვადები, რაც განსაზღვრულია აკრედიტაციისთვის.