„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №377 |
|
2017 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. თუ მომსახურების გაწევისას გამოვლინდა ხარვეზი, სააგენტო დაინტერესებულ პირს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი. ხარვეზის გამოსწორებამდე მომსახურების გაწევის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. მომსახურების გაწევის ვადის დინება განახლდება ხარვეზის აღმოფხვრისთანავე.“. 2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ: ა) დაინტერესებული პირი განცხადების შეტანამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურებაზე; ბ) საფასური გადახდილია ამ დადგენილების შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ; გ) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას; დ) დაინტერესებული პირი განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში უარს განაცხადებს მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი განცხადებით მომსახურების გაწევას ითხოვს 5 სამუშაო დღის ან ნაკლებ ვადაში.“. 3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. ერთი საკარანტინო ვადის განმავლობაში მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მინიმალური ღირებულება არის: ა) მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვზე, კენტჩლიქიან ცხოველსა და ღორზე – 100 ლარი; ბ) ბოცვერზე, კურდღელზე, თახვზე – 25 ლარი. 2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ერთი მომსახურების საფასურით შეიძლება განხორციელდეს ერთი ქვეყნის არაუმეტეს ორ საწარმოში.“. 5. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2017.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №377. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.020086.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №377, 07.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020086 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3769859/