„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №24 |
|
2021 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“ :
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოსათვის მიმართვისას წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება ელექტრონული საშუალებით გადახდა), გარდა მე-2 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ დადგენილი წესით სააგენტოსთვის მიმართვის დღის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მომსახურების ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის 41 – 43 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“; გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. თუ დაინტერესებულმა პირმა ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით მიმართა სააგენტოს 1 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევის მოთხოვნით და განცხადების შეტანა მოხდა დღის 12 საათამდე, მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს იმავე დღეს, ხოლო თუ განცხადების შეტანა მოხდა დღის 12 საათის შემდეგ, მომსახურების გაწევა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.“. 2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-43 პუნქტები: „42. შაბათ-კვირას ან უქმე დღეს მომსახურების გაწევა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირმა ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით მიმართა სააგენტოს შაბათ-კვირას ან უქმე დღეს მომსახურების გაწევის მოთხოვნით და წარმოდგენილი აქვს შაბათ-კვირის ან უქმე დღისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 43. თუ პირს გადახდილი აქვს საფასური კონკრეტულ ვადაში მომსახურების გაწევისათვის, შესაძლებლობის შემთხვევაში მას მომსახურება შესაძლებელია გაეწიოს აღნიშნულ ვადაზე უფრო ადრე (მ.შ., სააგენტოში განცხადების რეგისტრაციის დღესაც), თუ ამ სახის მომსახურებისათვის უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.“. 3. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ მომსახურების გაწევისას გამოვლინდა ხარვეზი, სააგენტო დაინტერესებულ პირს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი. ხარვეზის გამოსწორებამდე მომსახურების გაწევის ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა. მომსახურების გაწევის ვადის დინება განახლდება ხარვეზის აღმოფხვრისთანავე. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.“. 4. პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაინტერესებული პირი განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში უარს განაცხადებს მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი განცხადებით მომსახურების გაწევას ითხოვს 5 სამუშაო დღის ან ნაკლებ ვადაში ან სააგენტოს მიერ გაწეულია მომსახურება, ამ მუხლის 43 პუნქტის გათვალისწინებით.“. 5. მე-2 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“.
13. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.01.2021.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.01.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.022576.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №24, 21.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022576 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5084588/