,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10-19 |
|
2026 წლის 24 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების ერთჯერადი ტრანსპორტირების საფასური შეადგენს:
ა) ძაღლის, კატის შემთხვევაში – 2 ლარს – 1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 5 ლარი;
ბ) წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 4 ლარს – 1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 5 ლარი;
გ) მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 6 ლარს –1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 10 ლარი.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების ლეშის ერთჯერადი ტრანსპორტირების საფასური შეადგენს:
ა) ერთი ერთეული ძაღლის შემთხვევაში 60 ლარს, კატის შემთხვევაში – 40 ლარს, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 5 ლარი;
ბ) ერთი ერთეული წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 60 ლარს, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 5 ლარი;
გ) ერთი ერთეული მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 180 ლარს, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 20 ლარი.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საჭდის („საყურე ნიშნის“) მიმაგრებას.“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საჭდის მიმაგრება:
გ.ა) თავშესაფარში – 3 ლარი;
გ.ბ) მისამართზე –16 ლარი.“;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 61 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს მიერ ცხოველების დაჭერა-გაყვანის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ძაღლის დაჭერა-გაყვანა – 60 ლარი;
ბ) კატის დაჭერა-გაყვანა – 50 ლარი;
გ) მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა – 150 ლარი;
დ) წვრილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა –100 ლარი.“.
5. 62 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტოს მიერ რეპელენტით ტერიტორიის დამუშავების საფასური, სამუშაოების კატეგორიების მიხედვით, ერთი კვადრატული მეტრის ფართობზე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) პირველი კატეგორიის სამუშაოები – 1 ლარი;
ბ) მეორე კატეგორიის სამუშაოები – 2 ლარი:“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მიზნებისთვის ქვეწარმავლების დაჭერის საფასური შეადგენს 30 ლარს ერთ დაჭერილ ქვეწარმავალზე.“.
6. 63 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს მიერ ვეტერინარული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) სტერილიზაციის ოპერაცია – 100 ლარი;
ბ) კასტრაციის ოპერაცია – 80 ლარი;
გ) ანტირაბიული ვაქცინაცია:
გ.ა) თავშესაფარში – 20 ლარი;
გ.ბ) მისამართზე – 40 ლარი;
დ) კომპლექსური ვაქცინაცია:
დ.ა) თავშესაფარში – 30 ლარი;
დ.ბ) მისამართზე – 50 ლარი.“.
|