ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №380
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020089
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2017
matsne.gov.ge 970 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.04.007; 64.30.04.006) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 98% 08.02.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 30.11.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 08.02.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2242.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 12.03.2019 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 15.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №380 2017 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მდებარე მიწის ნაკვეთების  (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.02.803;  №64.30.02.804)  განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მოქმედებს მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მდებარე მიწის ნაკვეთების  (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:   №64.30.02.803;  №64.30.02.804)  განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საპროექტო ობიექტი – სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი; ობიექტის მისამართი:  ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი; დამკვეთის/მენაშენეს განაცხადი  ე1075; მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები (№64.30.02.803;  №64.30.02.804); გრგ-ის საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს – 8415.00 მ​2-ს.    ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები ტერიტორიის დახასიათება და ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე.  რელიეფი ხასიათდება საშუალო სირთულით; ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობითა და ფართობით მოითხოვს  ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებას.  ტერიტორიის ზოგადი და კონკრეტული ზონები განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმით,  დავალებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად; გათვალისწინებულ იქნეს წარდგენილი წინასაპროექტო კვლევის შედეგები და დასკვნები. შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან მოხდეს შენობების  მორგება არსებულ გარემოსთან; გრგ-ის პროექტის ფარგლებში, წარდგენილ იქნეს მიმდებარე ტერიტორიების სავარაუდო განვითარების ხედვა; საპროექტო შენობის მიშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს გრგ-ის პროექტით; შენობები დაპროექტდეს საპროექტოდ გამოყოფილი ტერიტორიისთვის დადგენილ საზღვრებში; თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობა არის  მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით; გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა; ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში – 1 ბინაზე – 1 ავტოსადგომი; სასტუმროს შემთხვევაში – 2 ნომერზე – 1 ავტოსადგომი; ავტოსადგომების უმეტესი ნაწილი განთავსდეს მიწისქვეშა სივრცეში. მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევა და გადატანა ან მისი  სივრცით-გეგმარებითი მოწყობის შეცვლა განისაზღვროს გრგ-ის პროექტით. მოთხოვნები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა) განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე; დაცულ იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები. ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები  (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში, შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან; წარდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის სქემა, შიდა საფეხმავლო და რეკრეაციული სივრცეების გათვალისწინებით; გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები; მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები; გათვალისწინებულ იქნეს რელიეფისა და განაშენიანების ხასიათი, ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა და ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საინჟინრო ქსელი; დაცულ იქნეს  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილების მოთხოვნები; დაცულ იქნეს  „ტექნიკური რეგლამენტის  „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2016 წლის 28 იანვრის  №41 დადგენილების  მოთხოვნები; ●   დაცულ იქნეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანსა და სოფელ   დიდ მიტარბში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვების დაწესებისა და შესაბამისი პარამეტრების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის №2566 განკარგულებით დადგენილი მოთხოვნები. ტერიტორიისა და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო-კომუნალური, სატრანსპორტო  და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები; ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო  ქსელით, ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისა და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის; განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა). მიწის ნაკვეთების ფართობი 8415.00 მ​2 ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 0,3. _____ _____ ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე 11 მეტრი ფასადის სიმაღლე; 15 მეტრი კეხში. ტერიტორიის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 0.3. ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები); ბ) განაშენიანების  სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით. ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა; ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა             განისაზღვროს ტერიტორიის გრგ-ის პროექტით. შენობის მაქსიმალური სიმაღლე/სართულიანობა   3  სართული მანსარდით. განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში – გრგ) შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი განაცხადი. ტერიტორიის გრგ-ის რუკა, გეგმარებითი დავალება. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა. ზოგადი გეოლოგია. გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000. ტოპო-გეოდეზიური  ანაზომი, საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით – მ 1:500. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა – მ 1:500 ან 1:1000 (არსებობის შემთხვევაში). განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი, საჭიროების შემთხვევაში. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში). მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯვნის სქემა). ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ 1:1000. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი – მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში). საინჟინრო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში). არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში). შენიშვნები: გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებისა და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად. გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით. ამ გეგმარებითი დავალებით განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის 5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით, CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს. გრგ-ის წარსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია  PowerPoint-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილ და ასახული უნდა იქნეს: საპროექტო ტერიტორიის საზღვრები; მიწის ნაკვეთის საზღვრები; განაშენიანების რეგულირების ხაზები; შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები – H; მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯვნის სქემა); განაშენიანების კოეფიციენტი – კ-1; განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2; გამწვანების კოეფიციენტი კ-3; ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები; გაბარიტული ზომები.