1. უმაღლესი განათლება:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტის სპეციალობები (ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის, ტექნოლოგიების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის, მედიამენეჯმენტის, ტელეკომუნიკაციის მენეჯმენტის, ინფორმაციის მენეჯმენტის, ინოვაციების მენეჯმენტის სპეციალიზაციები) და მარკეტინგის სპეციალობები (საერთაშორისო მარკეტინგის, მარკეტინგული კვლევის, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალიზაციები));

ბ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (პოლიტიკის მეცნიერების, მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის სპეციალობები);

გ) ხელოვნების მიმართულება (აუდიოვიზუალური ხელოვნების, მედიახელოვნების სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით);

ე) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (გენდერის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, რეგიონმცოდნეობის, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით, სამხედრო მეცნიერების, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით, საჯარო მმართველობის სპეციალობები).

2. შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „ საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69  ბრძანება.

4. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoin