1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები);

დ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები).

2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, აუდიტის, სტრატეგიული დაგეგმვის ან პროექტების მართვის სფეროში – 2 წელი.

3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) თავდაცვის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, პროექტების მართვის  ძირითადი პრინციპების ცოდნა.

5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე.

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project