1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები);
ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);
გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები);
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის მიმართულებით (მათემატიკის, სტატისტიკის სპეციალობები);
ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები).
2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, პოლიტიკის დაგეგმვის, მისი მონიტორინგისა და შეფასების – 1 წელი.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ე) „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანება.
4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე.
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project