1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და  უსაფრთხოების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები);

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის მიმართულებით (მათემატიკის, სტატისტიკის სპეციალობები);

ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები);

2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, პოლიტიკის დაგეგმვის, მისი მონიტორინგისა და შეფასების სფეროში – 1 წელი.

3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) თავდაცვის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project