1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართლის მიმართულებით (ფინანსების, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის, სამართლის და საჯარო სამართლის სპეციალობები);
ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის სპეციალობები);
გ) ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით (საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მედიცინის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის, სოციალური კეთილდღეობის, სოციალური მუშაობა და კონსულტაციის სპეციალობები);
დ) ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ლინგვისტიკის, მათ შორის, ფილოლოგიის სპეციალობები).
2. სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის, ფინანსების, სოციოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მედიცინის სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
3. სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება.
4. სასურველია გამოცდილება რისკის მართვის სფეროში.
5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) თავდაცვის კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანება.
6. ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B2 დონე (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული).
7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoin